x
image
კატო ემხვარი
სიტყვები, რომელთა ქართული შესატყვისების შესახებ არაფერი იცოდით!
ქართულ ენას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. დროთა განმავლობაში იცვლებოდა დამწერლობა, ზმნის ფორმები, ბრუნვათა რაოდენობა და ა.შ. ენას ემატებოდა ახალი სიტყვები და ბევრი სიტყვაც დროის დინებასთან ერთად წარსულის კუთვნილება ხდებოდა.

image


ენაში შემოსულ ახალ სიტყვებს ყოველთვის როდი ხვდებოდა "ია-ვარდებით მოფენილი" გზა. ზოგიერთი მეცნიერი ცდილობდა, ენაში შემოსული სიტყვებისთვის ქართული შესატყვისები მოეძებნა. მაგრამ მათი მცდელობა, ხშირ შემთხვევაში, წარუმატებელი აღმოჩნდა და "უცხო" სიტყვა მაინც დამკვიდრდა ენაში.


წარმოგიდგენთ ზოგიერთ მათგანს:


1. ყელფანდურა - ვიოლინო

image

2. ელსმენი - ტელეფონი

image

3. წვრილმადიდი - მიკროსკოპი

image

4. ჩალათა - კონვერტი

image

5. გვარდუცი -ჩემოდანი

image

6. გლარჯმილა - სიგარეტი

image

7. სატუცავი - რეზინის ფეხსაცმელი ( ე.წ. "კალოში'')

image

8. დენცქვიტა - ჩამრთველი

image


ენაში შემოსულ უცხო სიტყვათა (უფრო ნეოლოგიზმების) უკუგდება და მათი შეცვლა დედაენის ხელოვნურად გაცოცხლებული (ან შეთხზული) სიტყვებით - ამ მოვლენას პურიზმი ეწოდება.




1
279
3-ს მოსწონს
ავტორი:კატო ემხვარი
კატო ემხვარი
279
  
2018, 13 თებერვალი, 14:42
უმრავლესობა მსმენია, თუმცა არასოდეს მომწონდა ეს სიტყვები... მაგ; ვაგონზე ვერასოდეს ვიტყვი რონოდს, ან ,,კალგოტკაზე,, ყელწინდას))))
0 1 1