x
image
melody_inside
კუჭის თვალით დანახული ქალის დიეტა

image

ყველა ქალი ერთხელ მაინც ყოფილა დიეტაზე წონაში დაკლების მიზნით. და ქალბატონების უმრავლესობა ამას აკეთებდა სპეციალისტთან კონსულტაციის მიღების გარეშე. ბუნებრივია, ასეთ დიეტებს უფრო მეტი ტანჯვა მოჰქონდა, ვიდრე სარგებლობა... განსაკუთრებით უარყოფითად ეს აისახებოდა კუჭზე...







image



ორშაბათი.


დილა.

ასე-ასეეე... ჩაიცვა, გავიდა სახლიდან და სამსახურში წავიდა. და, ვინ ისადილებს? სად არის ჩემი ფაფა?! აჰაა, მიდი, თან გააბოლე... ახლავე მოგართმევ პატარა გადატრიალებას! ოპაა! ცუდია, ხო? ცარიელ კუჭზე არ ეწევიან. და საერთოდ, რა ხდება?!

დღე.

აჰა, გასაგებია, შაბათს მოეჩვენა, რომ ცელულიტები აქვს და ორშაბათიდან დიეტაზე ვიმყოფებით. ჯანდაბა ! მე, საერთოდ მკითხა ვინმემ?! ო არა, მე შენი ჩოლკა არ ვარ, ჩემთან ასეთი ექსპერიმეტები არ გაგივა !

ვრთავთ საშუალო ბურღვას. ეეე.... არაფერიც, ლამაზო, შენი კეფირჩიკი შეტენე იცი სად! ვაძლიერებთ ბურღვას, ვუმატებთ ხმოვან ეფექტებს, ვემზადებით საჩვენებელი გადატრიალებისთვის.

საღამო.

მშია!!! ჭამა მინდაააააა! მომეცით საჭმელი ! მოვითხოვ ღორის მწვადებს !!! მშიააააააა !!!

ღამე.





ვერ მოგართვი ძილი ! არ გავჩუმდები, შენ თვითონ ხარ სულელი - მე მშიერი ვარ. ჭამა მინდა, გესმის?! საერთოდ არ მაინტერესებს შენი დიეტა. მე. მინდა. ჭამა. აბა მიდი, აჰაა, სცადე დაიძინო. ! ახლა მომცა არაჟნიანი ბორშიიი...






image







სამშაბათი.





დილა.







ა-სე-ე-ე-ე! ... ვაგრძელებთ ჩემს ტანჯვას, ხო? მე ისევ ფაფის გარეშე ვარ, ხო? შენი კომბოსტოს ერთი ფურცელი ისე გადაამუშავა დამშეულმა საყლაპავმა მილმა, რომ ჩემამდე არაფერმა ჩამოაღწია! ჯანდაბა, ნუ სულელი შემხვდა რაა ! მთელი ღამე ნატალია კრაჩკოვსკის კუჭის მეხარბებოდა...







დღე.






ძალღონე მელევა, იმპულსებს ვაგზავნი ტვინში, ტვინი ამ იმპულსებს აგზავნის უკანალში... უკანალიდან ასე მარტივად არავინ დაბრუნებულა. ჯანდაბა, რა გავაკეთო? ისევ კეფირი. არ მიყვარს კეფირი !!!







საღამო.






ვბურღავ რაც ძალა დამჩა _ არ მაქცევს ყურადღებას, საზიზღარი...

ღამე.





კიდევ, გემრიელია კარაქში შემწვარი ახალი კარტოფილი... ოქროსფრად დაბრაწული კანით.. . და არაჟნით.. ან აი, სოკო. გემრიელად შეწვა შეიძლება... ბუყ-ბუტ-ბუყ...

ოთხშაბათი.


დილა.





ცოტაოდენი სალათის ფურცელი შემხვდა _ ხარობს რაა დედამიწაზე ასეთი საზიზღრობაც !..

მავიწყდება ფაფის გემო - რაღაც ნაზი, თბილი, ყოვლისმომცველი... ბუუუყ-ბუყ-ბუყ....





დღე.




ვაშა!! კეფირჩიკი! კეფირჩიკი! კიდევ მინდა, არ წამართვა, ააააა! კიდევ მინდა კეფირი!!!





საღამო.





ჩემგან არაფერი დარჩა _ჩემს ქვემოთ მცირე მენჯის ორგანოები იღრინებიან. მე გავხმი, შევიკუმშე! ორი თალგამის მონელებაც კი გამიჭირდა, კვალიფიკაციას ვკარგავ.





ღამე.





აი მე მახსოვს, როდესაც მშობლებთან ვცხოვრობდით, ყოველ საღამოს ვახშამზე იყო წვნიანი! და სალათა. იყო მეორეც ხორციანი გარნირით - ჩვენ, მამიკოს კუჭთან ერთად ორ ხმაში სიამოვნებისგან ვბუყბუყებდით... ეეხ, და რად გინდოდა დამოუკიდებელად ცხოვრება?!






ხუთშაბათი.





დილა.






არ ეწეოდეს მაინც! მაპატიე ძვირფასო, ეს უნებურად მომივიდა _ არაუშავს, ცარიელი ვარ, ასე რომ აგერევა გული და გაგივლის... და სად არის ჩემთვის განკუთვნილი სალათი?! სად არის სალათი?! განუკითხაობაა...





დღე.




მშვენიერია. კეფირი! ნელ-ნელა უნდა გადაგამუშაო, თორემ იჯექი მერე მთელი დღე მარტო სულელივით.

საღამო.



ნაწლავს ვესაუბრე _ ისინიც შოკში არიან, ამბობენ, მარაგი ეწურებათ. როგორ შეიძლება ასე - წაართვა უკანასკნელი! აი, აი, ფრთხილად! რამხელა ქლიავებია - და ყველა მე? ჯანდაბა, მორჩა, წავედი უნდა გადავამუშაო!





ღამე.





ეს სულელური ქლიავი -ბოლომდე ვერ გადავამუშავე, დავიტანჯე!..მაპატიეთ ბიჭებო, თქვენ გიგზავნით, რაც შემიძლია _ ახლა თქვენ მიხედეთ, თქვენ 8 მეტრი ხართ, მე კი ერთი ვარ...






პარასკევი.



დილით ადრე.



ვზივართ ტუალეტში, ვაცილებთ ქლიავებს.



დილა.



გასაგიჟებელია! იოგურტი მივიღე! შეიძლება ქლიავმა გამოურეცხა ტვინი?! ნეტავ ხშირად იყოს ასე! კარგი იქნებოდა სადილად კარტოფილი! ქათმით...



სადილი.



კეფირი. სამშობლომ უხვად დაგაპურა კუჭის წვენით...





საღამო.




ვზივართ რესტორანში ვიღაც კაცთან ერთად და ვყნოსავთ სხვის საჭმელს. აბა. მიდი! შეუკვეთე რამე! მთელი კვირაა არ გვიჭამია... ჩუმად! კაცმა მას უთხრა რომ ძალიან გახდა! რომ კარგად უნდა იკვებოს! რომ მშვენივრად გამოიყურება! ააა?! აი, ყოჩაღ! აი, კაცი!!! არის! გამოვიდა! ახლა შევჭამ!!!


გვიანი საღამო.


ჰუუუუუ.... ბუუუუყ-ბუყბუყ....ეეს რააა ხდეეებბბააა... ეეს რა აააარიის? სოკო... ეს კი ... იკ! მარტინი... ბუუუუყ-ბუყ-ბუყ...ო, არაყი ... პატივს ვცემ... რა კარგია, მეგობრებო!


ხმა ჩაიწყვიტე, ღვიძლო, მე ყვეეეელაფერს ვაკონტროლებ!..





ღამე.



მშვიდობით, სოკოებო! არაყო, მშვიდობით! კარტოფილო! ... შენი ჯანდაბა იქნა, იხტიანდრო! რომ გავიფიქრებ, რამდენი სიკეთე იკარგება... ო, მინერალურო, შემოდი, შემოდი... სწორედ ახლა დიეტაზე ვართ.





იხილეთ ასევე:

1.

როგორ მოვეპყროთ ქალს. მითითებები მომხმარებლისთვის (+18)

image

4
438
15-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
438
  
2018, 14 თებერვალი, 9:46
ოხ, ეს დიეტა :დდდ
2018, 13 თებერვალი, 13:54
კუჭს რომ შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს, ის მომეწონა)))))
2018, 13 თებერვალი, 10:38
მეც თქვენნაირი რეაქცია მქონდა...:-) ხომ შეგეცოდათ კუჭიიიი>?
2018, 13 თებერვალი, 10:26
გაიხარე, როგორ ვიხალისე))) მაგარია!
0 1 4