x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
„სააკაშვილი სამზარეულოდან გაპარვას ცდილობდა“ - რესტორნის თანამშრომელი
image


„როდესაც ფორმიანი პირები შემოვიდნენ, მიხეილ სააკაშვილი სამზარეულოდან ცდილობდა გაქცევას, მაგრამ ვერ მოასწრო. ამის შესახებ უკრაინულ მედია რესტორან SULUGUNI-ს თანამშრომელზე დაყრდნობით იტყობინება.


მისი თქმით, ის კიბეებიდან ჩამოიყვანეს და დაკავების დროს ყვიროდა: „ის კიბეებიდან ჩამოიყვანეს. ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო“, – ყვება რესტორან SULUGUNI-ს ​თანამშრომელი.


კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. სააკაშვილი ქართულ რესტორან "სულგუნში" სადილის დროს აიყვანეს და აეროპორტში ვერტმფრენით გადაიყვანეს.



ამ დროისთვის სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება. ამის შესახებ თავად სააკაშვილმა დავით საყვარელიძესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, პოლონეთის საზღვარზე პრობლემები არ შექმნია და იქ თბილად მიიღეს.


უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა ოფიციალური განცხადება დაკავებიდან სამი საათის შემდეგ გაავრცელა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი იქ დააბრუნეს, საიდანაც სექტემბრის თვეში უკრაინის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.

0
153
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0