x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
სხვადასხვა ქვეყნის "სახალხო" ავტომობილები

ბევრ დიზაინერსა და კონსტრუქტორს სურდა შეექმნა სახალხო ავტომობილი, ძირითადად პატარა ბიუჯეტური მოდელები, აქ თავმოყრილია ავტომობილები, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის «სახალხო ავტომობილი» გახდნენ.


1. ა.შ.შ. — Ford Model T
image



Ford Model T ისტორიაში პირველი კონვეიერზე აწყობილი ავტომობილია. ახალი ტექნოლოგიის გამო მანქანა ძალიან იაფი ჯდებოდა. 19 წლის განმავლობაში 14, 6 მილიონზე მეტი მანქანა გაიყიდა. იყო პერიოდი, ამერიკის საავტომობილო პარკის ნახევარს ამ მოდელის ავტომობილები შეადგენდნენ.

შემდეგი ათწლეულების განმავლობაში კომპანიები Ford, General Motors და Chrysler იბრძოდნენ პირველობისათვის, მათ მრავალი ახალი მოდელის ავტომობილები შექმნეს, მაგრამ Ford Model T–ს ვერავინ დაეწია.



2. საბჭოთა კავშირი — ჟიგული
Народные автомобили из разных стран мира

1970 წელს ქალაქ ტოლიატში ახალი მაბქანის ВАЗ-2101 ის გამოშვება დაიწყო. მოდელი იტალიური ავტომობილის Fiat 124–ის ბაზაზე ააწყვეს. მანქანის კონსტრუქციაში საბჭოთა ინჟინრებმა 800 – ზე მეტი ცვლილება შეიტანეს. მოდელები პერიოდულად განახლდებოდა. სულ 14 მილიონზე მეტი ВАЗ-2101….2107 იქნა გამოშვებული.


3. გერმანია/ბრაზილია/მექსიკა — Volkswagen Beetle
Народные автомобили из разных стран мира

გასული საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისში ადოლფ ჰიტლერმა გერმანელ კონსტრუქტორ ფერდინანდ პორშეს «სახალხო ავტომობილის» (გერმანულად Volkswagen) კონსტრუირება და წარმოება დაავალა. მაგრამ მცირელიტრაჟიანი ავტომობილის გამოშვება მხოლოდ ომის დამთავრების შენდეგ დაიწყო. 1950-1960-იან წლებში Volkswagen Käfer («ხოჭო») ყველაზე გაყიდვადი გერმანული ავტომობილი იყო. მაღალი მოთხოვნილების გამო მისი აწყობა მსოფლიოს 15 ქვეყანაში დაიწყეს. 2003 წლამდე 21, 5 მილიონი «ხოჭო» იქნა გამოშვებული.



Народные автомобили из разных стран мира

გერმაბიის გარდა იგი მექსიკასა და ბრაზილიაშიც სახალხო ავტომობილად იქცა.


4. გერმანია — Trabant
Народные автомобили из разных стран мира

Volkswagen Beetle–ის გარდა გერმანიაში იყო სხვა ავტომობილიც. აღმოსავლეთ გერმანიაში (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) 1957 – 1991 წლებში გამოდიოდა ავტომობილი პლასტმასის ძარითა და ორტაქტიანი ძრავით. მანქანა, რომელსაც Trabant ქვიოდა სიიაფის გამო ძალიან პოპულარული იყო. სულ სამ მილიონზე მეტი იქნა გამოშვებული.



5. საფრანგეთი – Citroën 2CV
Народные автомобили из разных стран мира

Citroën 2CV –ს წარმოება 1930-იანი წლების ბოლოს იგეგმებოდა, მაგრამ გერმანიასთან ომმა ყველაფერი ჩაშალა. მხოლოდ 1948 წელს გამოვიდა და მაშინვე ძალიან პოპულარული გახდა. 1990 წლამდე 8 მილიონზე მეტი დამზადდა. ბევრს არ მოსწონდა მისი გარეგნობა, ძრავის სიმძლავრეც სულ რაღაც 9 ცხენისძალა იყო, მაგრამ ფრანგების უმრავლესობამ მანქანის ყიდვა ამ მოდელის გამო გადაწყვიტა.

Citroën 2CV იდეალურად უმკლავდებოდა ცუდ გზებს, ადვილი სარემონტო იყო და თანაც Volkswagen Beetle–სთან შედარებით ორჯერ იაფი ღირდა.



6. დიდი ბრიტანეთი – Mini
Народные автомобили из разных стран мира

1950-იანი წლებში ბრიტანელი ინჟინრების წინაშე გამოწვევა იყო – მათ უნდა შეექმნათ ძალიან კომპაქტური და ეკონომიური ავტომობილი. საბოლოოდ დიზაინერმა ალექს ისსიგონისმა შექმნა ავტომობილი. რომელიც ამჟამად ცნობილია სახელწოდებით Mini. 1959 – 2000 წლებში მოდელმა მრავალი ცვლილება განიცადა და სხვადასხვა მარკის სახელით გამოდიოდა – Austin, Morris, Riley, Wolseley, Rover, Leyland, Innocenti, სულ 5 მილიონზე მეტი გამოვიდა.



7. იტალია – Fiat 500/600
Народные автомобили из разных стран мира


ავტომობილები Fiat 500 და Fiat 600 1950-იანი წლების შუახანებში გამოჩნდნენ. იაფი და პრაქტიკული მანქანები წონით 500 კილოგრამს ოდნავ აღემატებოდნენ. ძრავები 0, 5 დან 0, 75 ლიტრამდე მოცულობის ქონდათ. 1975 წლამდე 6, 5 მილიონი დამზადდა.




8. უზბეკეთი – Daewoo Nexia


Народные автомобили из разных стран мира

1995 წელს კორეულმა კომპანიამ Daewoo «ახალი» ავტომობილის Daewoo Nexia – ს გამოშვება დაიწყო სინამდვილეში ეს Opel Kadett E იყო, რომელსაც გერმანელები უკვე აღარ უშვებდნენ. კორეაშიც დიდ ხანი არ უწარმოებიათ, 1996 წელს უზბეკეთში გადაიტანეს. აქ Daewoo Nexia 2016 წლამდე გამოდიოდა. მანქანა ექსპორტზეც გადიოდა. ავტომობილს საკმაოდ საიმედო გადაცემათა კოლოფი და ძრავი ჰქონდა,




9. ინდოეთიმოტორიქშა
Народные автомобили из разных стран мира
სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ აზიაში ახალი მანქანის შეძენა მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ინდოეთში ტრანსპორტის მთავარი სახეობა მოტორიქშაა.
პრიმიტულ სამბორბლიან კონსტრუქციას ტევადი ძარა აქვს. ძირითადად გამოიყენება როგორც ტაქსი და ტვირთის გადამტანი. საკმაოდ სახიფათო ტრანსპორტად ითვლება. ძალიან ეკონომიურია (დაახლოებით 3 ლიტრი ბენზინი 100 კილომეტრზე).



10. ვიეტნამისკუტერი
Народные автомобили из разных стран мира

მაღალმა გადასახადებმა ავტომობილებზე ვიეტნამელების უმრავლესობა აიძულა ორბორბლიან ტრნსპორტზე გადამჯდარიყო. სურათზე ჩანს როგორ იხერგება ქუჩები პიკის საათებში.


11. დუბაი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები
Народные автомобили из разных стран мира
საემიროებში პოლიციას Ferrari, Lamborghini და Bugatti Veyron ჰყავს. ხშირად გვინახავს ფოტოები უდაბნოში მიგდებული სუპერავტომობილებისა, მაგრამ სტატისტიკით ყველაზე კარგად საემიროებში იაპონური მანქანები Mitsubishi Lancer და Toyota Camry იყიდება.

0
113
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
113
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0