x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
გარეცხე სწორად: სამოსის იარლიყზე დატანილი აღნიშვნების განმარტება
ყოველ დიასახლისს დაუშვია შეცდომა რეცხვისას. შედეგად-სვიტერი ორი ზომით დიდია, მაისური-ერთი ზომით პატარა. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ხშირად ყურადღებას არ ვაქცევთ სამოსის იარლიყზე დატანილ აღნიშვნებს, ბევრმაკი მათი მნიშვნელობაც არ იცის.

image

ეს შესანიშნავი “შპარგალკა" საშუალებას მოგცემთ, რომ სწორად წაიკითხოთ იარლიყი და შედეგად თქვენი სამოსიც რაც შეიძლება დიდხანს გამოიყურებოდეს ახალივით.

image


1. ნაწარმი შეგიძლიათ გარეცხოთ

2. ნაწარმის გარეცხვა არ შეიძლება(დიახ, ასეც ხდება)

3. დასაშვებია მხოლოდ ხელით რეცხვა 30-40 გრადუსზე. უხეშად “ხეხვა" და ძლიერ გაწურვა არაა რეკომენდებული.

4. ხელით ან მანქანით რეცხვა. მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსი ან იმდენი, რამდენიც მასზე იქნება გამოსახული.

image

5. ხელით ან მანქანით რეცხვა. მაქსიმალური ტემპერატურა 30 გრადუსი. ძლიერი მექნიკური დამუშავება არაა რეკომენდებული რეცხვისას. გავლება წყლის ტემპერატურის თანდათანობით გაგრილებით უნდა მოხდეს. გაწურვა კი მანქანაში ყველაზე მინიმალურ ბრუნზე უნდა შესრულდეს.

6. ძალიან დელიკატური რეცხვა დიდი რაოდენობით წყალში. მინიმალური მექანიკური დამუშავებით. სწრაფი გავლება დაბალ ბრუნზე.

7.დასაშვებია ქლორისშემცველი მათეთრებლის გამოყენება ცივ წყალში. ყურადღება მიაქციეთ, რომ ფხვნილი და დამხმარე სარეცხი საშუალებები კარგად გაიხსნას წყალში.

8.არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ მათეთრებელი და ქლორის შემცველი საშუალებები.

image

9. ნაწარმი შეგიძლიათ გააუთოვოთ.

10. დაბალ ტემპერატურაზე გაუთოება. გამოიყენეთ ქსოვილი სამოსზე გადასაფარებლად და ისე გააუთოვეთ. ორთქლი არ გამოიყენოთ.

11.უთოს მაქსიმალური ტემპერატურა 150 გრადუსი. უმჯობესია ნაწარმი სველი ტილოს დახმარებით გააუთოვოთ.

12.ნებადართული უთოს მაქსიმალური ტემპერატურა 200 გრადუსი. დასაშვებია სელისა და ბამბის ქსოვილისთვის. ნაწარმი შეგიძლიათ მსუბუქად დანამოთ.

13.დასაშვებია მხოლოდ მშრალი წმენდა(ქიმწმენდა)

14.ქიმწმენდის დროს შეიძლება ნებისმიერი გამხსნელის გამოყენება.

image

15.ქიმწმენდის დროს დასაშვებია მხოლოდ ნახშირწყალბადის, ქლორის ეთილის და მონოფლოტრიქლორმეთანის გამოყენება.

16.ქიმწმენდა სპეციალური გამხხსნელების ფუძეზე:ქლორის ეთილის და ტრიფტორტრიქლორმეთანის.

17.დასშვებია წყლის შეზღუდულად გამოყენება ქიმწმენდის დროს.

18. ქიმწმენდა დასაშვებია ნახშირწყალბადით და ტრიფტორტრიქლორმეთანით.წყლის შეზღუდული რაოდენობით. ყურადღება უნდა მიექცეს მინიმალურ მექნიკურ ზემოქმედებას და შრობის ტემპერატურასაც.

19.აირჩიეთ წურვის და შრობის მზრუნველი რეჟიმები.

image

20.სარეცხის მანქანაში გაწურვა და საშრობში გაშრობა არ შეიძლება.

21.შეიძლება გაშრობა დაბალ ტემპერატურაზე.

22.შეიძლება გაშრობა საშუალო ტემპერატურაზე.

23.გაწურვის შემდეგ გააშრეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.

24.გაწურვა არაა რეკომენდებული.

25.გააშრეთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე.


რათქმაუნდა, სამოსი რეცხვის წინ ფერის და ქსოვილის მიხედვით უნდა დაახარისხოთ.

0
176
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
176
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0