x
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიოს შესარჩევზე

ახლოვდება, საქართველოსა და ავსტრიის ნაკრებებს შორის დაპირისპირება, რომელიც დიდ ინტერესს იწვევს საქართველოში. თუ ამ დაპირისპირებაში გავიმარჯვებთ დიდი შანსი გვექნება ჯუფიდან გასვლის. როგორც იცით ჯგუფში სადაც საქართველოს, გერმანიის, ავსტრიისა და სერბეთის ნაკრებები არიან, საქართველო მე–3 ადგილზე 2 ქულით.1-ელ და მე-2 ადგილებზე კი 4-4 ქულით სერბეთისა და გერმანიის ნაკრებებია. ავსტრია კი 2 ქულით ბოლო ადგილზე.

ეჭვქვეშაა საქართველოს ნაკრების ლიდერების თორნიკე შენგელიასი და გიორგი შერმადინის თამაში ავსტრიასთან, ვინაიდან ამ დროს მათ ევროლიგაში თამაშები აქვთ."ბასკონია" პირველადგილოსან "ცსკას" უპირისპირდება, "უნიკახა" კი მე-8-ადგილოსანი "მაქაბის" მდევარია. შესაბამისად, ალბათ, გამორიცხულია, რომ ამ მატჩში ქართველების გარეშე გავიდეს რომელიმე კლუბი პარკეტზე, თან იმ ფონზე, როცა მარტო ქართველები არ დგანან ამ პრობლემის წინაშე.

თუმცა არსებობს 25 თებერვალი და თბილისში შეხვედრა გერმანიასთან. თუ ქართველების კლუბების ცხრილს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ 2 მარტამდე უწევთ დასვენება. წინა სანაკრებო ტურის დროს კი გვქონდა პრეცედენტი, რომ დაახლოებით 20-მდე ევროლიგის კალათბურთელმა შეძლო ნაკრებთან ერთად ეასპარეზა.

თუ პირველ მატჩში იმედი თითქმის არ უნდა ვიქონიოთ, მეორე მატჩისთვის საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ წერილის გაგზავნა არ იქნება კლუბისთვის საკმარისი, აქ უფრო მოლაპარაკებებია საჭირო.image

0
73
1-ს მოსწონს
ავტორი:ბექა რიჟვაძე
ბექა რიჟვაძე
73
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0