x
9 თებერვალს სოხუმში "ბაგრამიანის ბატალიონის" 25 წლისთავი აღნიშნეს
9 თებარვალს ვლადისლავ არძინბას სახელობის ბრძოლის სახელმწიფო მუზეუმში, ბაგრამიანის სახელობის ბატალიონის შექმნის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებები გაიმართა.

ბატალიონი 1993 წლის 9 თებერვალს შეიქმნა მის მეთაურად ვაგაშარ კოსაიანი დაინიშნა და ამავე წლის მარტიდან აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ. ბატალიონის შემადგენლობაში ასევე შედიოდნენ რუსები, ყაბარდოელები და ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსული "ბოევიკები"

იუბილეს დაესწრო აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტი რაულ ხაჯინბა რომელმაც თავის სიტყვაში აღნიშნა: " ღონისძიება რომელიც დღეს იმართება აფხაზეთის სახელმწიფოს დამფუძნებლის სახელობის საბრძოლო დიდების მუზეუმში, პატრიოტულ ომში გამარჯვების ფარგლებში ტარდება, ჩვენი ერთიანობა გამარჯვების გარანტი გახდა და აღნიშნული ღონისძიება სამამულო ომში გამარჯვების 25 წლისთავისთვის დაგეგმილი ღონისძიებების ნაწილია"

ამავე ცერემონიაზე ნაჩვენები იყო ფილმი რომელშიც ასახული იყო "ბაგრამიანის ბატალიონის" საბრძოლო ქრონიკა ფილმის შექმნაში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის მრჩეველმა ვლადიმერ ზანთარიამ და ჟურნალისტმა მანანა კოკოსკირმა.(საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს ვურჩევდი დაინტერესდნენ აღნიშნული ფილმით რადგან მასში ბევრი დოკუმენტალური მასალაა გამოყენებული და რა იცით რა დროს რაში გამოგადეგთ)


იუბილეს "იუმორის " გარეშეც არ ჩაუვლია ბატალიონის მედდამ ზირაფინა ძიაბშმამ გაიხსენა: იყო სახალისო მომენტებიც ომის დროს, მაგალითად ერთ ღამეს პოზიციაზე რაღაც გაურკვეველი ჩრდილის მოძრაობა შევნიშნე მეგონა მტერი გვიახლოვდებოდა და დაუყოვნებლივ მეთაურს მოვახსენე მაგრამ ჩრდილი იმდენად პატარა იყო რომ გადავწყვიტე თვითონ მოუვლიდი და ავტომატის ჯერი მიუშვი, როდესაც გათენდა მეომრებმა მკვდარი მაიმუნი იპოვნეს.

ბაგრამიანის ბატალიონიბაგრამიანის ბატალიონი

პ.ს ჩემგან ერთი მინდა დავამატო არ ხართ თქვენ ის ბატალიონი ქართველების წინააღმდეგ, რომ იბრძოლოთ მაიმუნების წინააღმდეგ მებრძოლი ბატალიონი ხართ თქვენ!


1
57
1-ს მოსწონს
ავტორი:კომას
კომას
57
  
2018, 14 თებერვალი, 10:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1