x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
სალათა ავოკადოს და კრევეტებისგან

imageშემადგენლობა:კრევეტები გასუფთავებული, მოხარშული 500 გ; ავოკადო 1 ცალი; კიტრი 1 ცალი დიდი ზომის; პიტნა 1 ღერი; თიმიანი (თავშავა) 2 ღერი; ზეითუნის ზეთი 4 სუფრის კოვზი; მარილი, პილპილი გემოვნებით; ნიორი 2 კბილი; ახლად დაფქული შავი პილპილი გემოვნებით; დაფქული წითელი წიწაკა გემოვნებით;

მომზადების დრო :30 წუთი

კალორიულობა: 376 კკალ

გავრეცხოთ ავოკადო, გავჭრათ შუაზე და მოვაშოროთ კურკა. რბილობი დავჭრათ წვრილად. კიტრი გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილ ჩხირებად. გავასუფთავოთ ნიორი და დავჭრათ. გავრეცხოთ მწვანილი და დავჭრათ. მოვათავსოთ ნიორი და მწვანილი მცირე ზომის ჭურჭელში, ჩავასხათ ზეთი, გემოვნებით დავამატოთ მარილი, წითელი და შავი პილპილის ნარევი, სასალათეში მოვათავსოთ კრევეტები, ავოკადო და კიტრი, დავასხათ მომზადებული ნარევი

0
153
1-ს მოსწონს
ავტორი:maia
maia
153
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0