x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რამდენად კარგად გახსოვთ დეტალები საყვარელი ფილმებიდან? გამოიცანით
ყველა ჩვენგანი ცვლილებებისა და კატაკლიზმების ეპოქაში ცხოვრობს. კინემატოგრაფიას ხომ საუკუნეების წინ ჩაეყარა საფუძველი. სანამ ტელევიზია პოპულარული გახდებოდა, ადამიანები უახლესი კინოფილმების საყურებლად კინოთეატრებში იყრიდნენ თავს. იაფფასიანი ამბების ჩვენებით დაწყებული კინემატოგრაფია დიდ კომერციულ ინდუსტრიად და თავისუფალი დროის გასატარებელ საუკეთესო საშუალებად იქცა. თუმცა, დროის ცვლილებასთან ერთად დაიხვეწა ყველაფერი ამ დარგში და უფრო სასიამოვნო საყურებელი გახდა თავისი ეფექტებით, ფერებითა და ჟანრობრივი განხრით. მეც და მათ შორის ალბათ ყველა თქვენგანს გექნებათ თქვენი ფავორიტი ფილმი, რომლის მრავალჯერ ყურება არაჩვეულებრივ სიამოვნებას განიჭებთ. როგორც მოგეხსენებათ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში- 1929 წელს საუკეთესო კინო როლის შემსრულებლისთვის დაწესდა მეტალის ქანდაკება ჯილდოდ- "Oscar"-ი, რომელიც დღეს ძალიან ბევრ უნიჭიერეს მსახიობს ჯერაც არ მიუღია. ოსკარი ეს არის კინემატოგრაფიულ ხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიის პრემია. ქანდაკება გაკეთებულია ბრიტანიუმისაგან და მოოქროვილია, მის დიზაინერს კი წარმოადგენს Cedric Gibbon-ი. ამიტომ ძალიან ბევრი რეჟისორი იბრძვის იმისთვის, რომ შთამბეჭდავი და ოსკაროსანი ფილმი გადაიღოს, შედეგიც მაყურებლის სიხარულსა და ცრემლებზე აისახება ხოლმე.


მოდით შევამოწმოთ, რამდენად კარგად გახსოვთ დეტალები თქვენი საყვარელი ფილმებიდან?


(თქვენი დავალებაა კონცენტრირდეთ ფილმზე მოცემული ფოტოს შემდეგ და გამოიცნოთ დეტალი, რომელიც თეთრი ფონითაა შენიღბული. წარმატებებს გისურვებთ)



1. გახსოვთ რა ტიპის ქუდი ახურავს "ფორესტ გამპს"?image




2. რა ფერისაა კლემენტინას თმა, როდესაც ის ჯიმ ქერის გმირს- ჯოელს ხვდება პირველად?image



3. რა ხატია ნახატზე, რომლის ყიდვასაც აპირებს ფილიპი ფილმში "ხელშეუხებელნი".image



4. რას კითხულობს პატარა კევინი "სახლში მარტოს მე-2 ნაწილში" მანამ, სანამ მძარცველებს გადაეყრება?image



5. რა აქვს პიჯაკზე ვიტო კორლეონეს ფილმ "ნათლიმამაში"?image



6. რა აცვია ფეხზე ვინსენტ ვეგას კინემატოგრაფიის ლეგენდარული ცეკვის დროს ფილმში "მაკულატურა"?image



7. რითია აბაზანა ავსებული ფილმში "სილამაზე ამერიკულად"?image



8. ვისთან ერთად ცეკვავს პროფესორი მაკგონაგალი ცეკვის გაკვეთილზე მასკარადის წინ ფილმში "ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი"?image



9. რას ეხუტება ნატალი პორტმანის გმირი მატილდა ფილმში "ლეონი"?image



10. რა ფერის კაბა აცვია ვივიანს "ლამაზმანში"?image



11. რა უკავია ხელში ჰანრი კვინს ფილმში "თვითმკვლელების გუნდი"?image



12. გამოიცანით რომელ ხელში უკავია წითელი და რომელში ლურჯი ფერის აბი მორფეუსს?image



13. რა უკავია ხელში ჰიუ ჯეკმანის გმირს რობერტს ფილმში "პრესტიჟი"?image



14. ფილმ "მებრძოლთა კლუბში" ედვარდ ნორტონის გმირს რა აქვს მაგიდაზე გამუდმებით?image



15. რა ფერის ქოლგა უკავია ხელში ამელის?image



16. რა ფირმის ფეხსაცმელი უკავია ხელში მარტის, ფილმიდან "უკან მომავალში მე-2"?image




პასუხები იხილეთ აქ:


image


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

6
768
23-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
768
  
2018, 17 თებერვალი, 3:32
ყველა გამოვიცანი ^–^
2018, 13 თებერვალი, 12:01
ოხ ეს დეტალები.....თავისუფალ დროს რამდენიმე მათგან კიდევ ერთხელ ხელახლა უნდა ვუყურო
2018, 13 თებერვალი, 9:37
ორნი ვყოფილვართ :-)
2018, 12 თებერვალი, 16:39
მადლობა ღმერთს, რომ კინემატოგრაფიის ბედი "ჩემი ცოლის დაქალებით" არ წყდება. გაგიკვირდებათ და არცერთი სერია არ მაქვს ნანახი.
2018, 12 თებერვალი, 14:49
ეხ ჩემო მეგობარო ამ კომენტარის გამო უეჭველი მიგაბლოკავენ კაი ხანს ვეღარ გამოჩნდები მარა მართალი ხარ
2018, 12 თებერვალი, 14:32
ვაიმეეეეეეეეეე დედააააააააააააა. ეს რა ფილმები მოგიძებნიათ სადღაც გადაკარგულ საცავში???????? ასე უნდა გეკიტხატ აბა ვიღაცის ცოლის დაქალებში ვის რა ფერის საცვალი აცვია და მერე გენახა ალიაქოთები მე ვიყო
0 1 6