x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
„პოლიტიკური იმპოტენტი, საფრთხობელა, მხდალი ჯამბაზი და დეგრადირებული არსება,“ - ჩერგოლეიშვილი
image


„ტაბულას“ ხელმძღვანელი, ჟურნალისტი თამარ ჩერგლეიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოლო სატელევიზიო გამოსვლას ეხმაურება და მწვავე შეფასებებს აკეთებს. ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში, ფეისბუქის საკუთარ გვერდზე კრიტიკულ სტატუსს აქვეყნებს.


„გადაგვარებული პოლიტიკური იმპოტენტის, იგივე მიშა სააკაშვილის ინტერვიუს და ბრალდებებს რაც შეეხება - ეგ ტოქსიკური და ბოროტი კლოუნი რაც მეტ ბრალდებას ისვრის ჩვენი მისამართით, მით უკეთესი;


უნდა ვუპასუხოთ, ვუპასუხოთ მხოლოდ იმიტომ, რომ კიდევ უფრო ნათელი გახდეს, რომ მაგ მორალურად დეგრადირებულ არსებასთან აღარაფერი გვაკავშირებს წარმატებებით და შეცდომებით სავსე წარსულის გარდა.



მაგრამ გულისრევის გარდა, ცხადია არაფერს იმსახურებს ეგ საფრთხობელა.


ერთი დღე ვერ გაუძლო ციხეს და მონანიების სამარცხვინო წერილები წერა პოროშენკოს, დღეს დამდგარა და აგრძელებს საქართველოს და ქართველი ხალხის შეურაცხყოფას მხოლოდ იმიტომ, რომ მისნაირ მხდალ და დეგრადირებულ პოლიტიკოსს უარი უთხრა ისე, რომ თავად ერთი წამით არ დაფიქრებულა თავად რა შეეშალა მათთან.


არანაირი აზრი შინაარსის გარჩევაში შესვლას არ აქვს, იმიტომ რომ მისი ყველა სიტყვა ურთიერთგამომრიცხავია და მის ნათქვამს, მთლიანობაში შინაარსი არ გააჩნია.


მთავარია ყველამ დაიჯეროს, რომ მაგ გამყიდველ და მხდალ ჯამბაზთან აღარაფერი გვაკავშირებს, “ - წერს ჩერგოლეიშვილი.


image

0
356
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0