x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
„ვწუხვარ, რომ ნაცმოძრაობის მხარდამჭერებს რუსთავი 2 სააკაშვილის ტელევიზია გონია“ - გვარამია
image




ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების გაღიზიანებას ეხმაურება. სააკაშვილის მხარდამჭერები კვესიტაძის კითხვებმა გააღიზიანა, რასაც ფეისბუქში აჟიოტაჟი მოჰყვა. კითხვებზე უკმაყოფილება ღიად გამოხატა მიხეილ სააკაშვილმაც. გვარამია ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.


„რამდენიმე განმარტება წუხანდელ "განსხვავებულ აქცენტებზე":

Eka Kvesitadze საუკეთესოა ჰარდ თოქის ჟანრში და ამიტომაც მიყავს ამ ჟანრის გადაცემა რ2ზე. ჩვენ მხოლოდ საუკეთესოები გვყავს;




როგორც მაყურებელს, მიმაჩნია, რომ ჟურნალისტის გუშინდელი შეკითხვები, სრულიად ადეკვატური და რელევანტური იყო როგორც შინაარსის, ასევე, ჰარდ თოქის ჟანრიდან გამომდინარე, ფორმის თვალსაზრისით. ხოლო, როგორც დირექტორი, მივიჩნევ, რომ სრულ შესაბამისობაში იყო რ2ის სარედაქციო პოლიტიკასთან;


ვწუხვარ, რომ ქართულ ოცნებასთან და ევროპულ საქართველოსთან ერთად, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა გარკვეულ ჯგუფს, ასევე გონია, რომ რ2 "მიხეილ სააკაშვილის ტელევიზიაა". ჟურნალისტზე არაეთიკური თავდასხმების სხვა მიზეზს ვერ ვპოულობ. სააკაშვილი, კვესიტაძისთვისაც და ყველა ჩვენთაგანისთვის, რესპოდენტია და არა ლიდერი. მის მიმართ ჩვენი პირადი დამოკიდებულება მხოლოდ ჩვენი პირადი საქმეა და რ2ში ჩვენს საქმიანობასთან არავითარ კავშირში არაა.


ps ჩემი გემოვნებით, მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან წარმატებული იყო გუშინდელი ინტერვიუ, და კარგი ინტერვიუები, მხოლოდ ჟურნალისტის კარგი მუშაობის პირობებშია შესაძლებელი. ეს იმათთვის, ვინც ამ ტრივიალურ საკითხებში ვერ ერკვევა და დიდად არც ჰარდ თოქი იცის რა არის.



image

0
227
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
227
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0