x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134365
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508436
დააკავეს ფოსტის თანამშრომელი, რომელიც საზღვარგარეთის გზავნილებს იპარავდა
image


„საქართველოს ფოსტა“ სკანდალში გაეხვა. როგორც გაირკვა, ცენტრალურ ოფისში საზღვარგარეთიდან მიღებულ გზავნილებს ერთერთი თანამშრომელი იპარავდა. ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი


შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, საქართველოს ფოსტის საერთაშორისო საფოსტო გზავნილების გაცვლის ცენტრის დახარისხების ოპერატორი ქურდობის ბრალდებით დააკავეს.


„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფარულად, არაერთხელ დაეუფლა მოქალაქეების კუთვნილ ამანათებსა და მცირე პაკეტებს. პოლიციამ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო, “ - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.



შეგახსენებთ, საქართველოს ფოსტაში ასეთი ფაქტი ერთი წლის წინაც დაფიქსირდა. 2017 წლის იანვარში Secret Santa-ს პროექტის ფარგლებში, მათი კურიერის მიერ ამანათების შესაძლო მითვისების ფაქტებს პროკურატურა იკვლევდა. ამანათები რამდენიმე მომხმარებელმა მაშინაც დაკარგა.

0
40
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0