x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134470
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508531
ია ანთაძემ ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვა - „სიტუაცია აბსურდამდე მივიდა“
image


მედიაექსპერტმა ია ანთაძემ, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის წევრია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია დატოვა. ანთაძე ამბობს, რომ ქარტიის შექმნაში პატარა წვლილი არ მიუძღვის, მაგრამ ამ ნაბიჯით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინ გავრცელდა განცხადება, რომელსაც ხელს ”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” აწერს. განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ არის კრიზისულ მდგომარეობაში, ხელმომწერები შეიმუშავებენ გეგმას და გადაარჩენენ მაუწყებელს.


„გამოდის, რომ მე, ერთი მხრივ, როგორც მენეჯმენტის წარმომადგენელი ე.ი. ვარ კრიზისში და მეორე მხრივ, როგორც ქარტიის დამფუძნებელი ვარ ის ადამიანი, რომელიც კრიზისიდან ჩემს თავს გადავარჩენ. ალბათ გასაგებია, რომ ეს სიტუაცია აბსურდამდე მივიდა და უბრალოდ, არ არსებობდა სხვა ნაბიჯი გარდა იმისა, რომ ან დამეტოვებინა ტელევიზია, თუ მიმაჩნია, რომ მართლაც კრიზისშია და თუ ამას არ ვეთანხმები, მაშინ დამეტოვებინა ქარტია. ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად ქარტიის დატოვება მივიჩნიე. შემუშავებული გეგმის ავტორებს პირადად ჩემი მხრიდან პასუხს არ გავცემ, იმიტომ, რომ ეს სერიოზული თემაა და ამაზე პასუხს ტელევიზია გასცემს ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლის. ჩემი დამოკიდებულება ამ გეგმის მიმართ გამოიხატა იმაში, რომ დავტოვე ქარტია, რომლის შექმნაშიც პირადად მე პატარა წვლილი არ მიმიძღვის”, - განაცხადა ია ანთაძემ.


ცოტა ხნით ადრე, ია ანთაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების "მოამბის" რედაქტორთა ჯგუფი დატოვა.



ანთაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩევლად 2017 წლის იანვარში დაინიშნა. ე.წ. სუპერდესკი ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებით გასული წლის დასაწყისში შეიქმნა. სუპერდესკის ჯგუფი დღის საინფორმაციო გამოშვებებს გეგმავს.


არასამთავრობო სექტორისა და საზოგადოების ნაწილისთვის საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტი მიუღებელია. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ მენეჯმენტის პირობებში მაუწყებელი საზოგადოების სამსახურში ვერ ჩადგება და მათ თანამდებობები აუცილებლად უნდა დატოვონ. პროტესტი მოჰყვა ია ანთაძის მაუწყებელში გადასვლასაც. ისევე როგორც ხმაური იყო ჯი-დი-ესიდან თანამშრომლების პირველ არხზე გადანაცვლებას.

0
170
შეფასება არ არის
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0