x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134491
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ბავშვთა მიმართ ძალადობა
image

ძალადობას ყოველთვის თან ახლავს პირადი ღირსების შეურაცხყოფა. ის შეიძლება გამოვლინდეს მუქარით, დამცირებით, დაშინებით, პირადი საკუთრების ხელყოფით, საჯარო შეურაცხყოფით, ან სექსუალური ექსპლუატაციით. ჩვეულებრივი ყოფითი საწყენი რეპლიკები და კრიტიკული გამოხტომები სხვა არაფერია, თუ არა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რადგანაც ეს უცილობლად აისახება ვისიმე ემოციონალურ ან ფიზიკურ მდგომარეობაზე. ცუდი გუნება-განწყობილება ან დაგროვილი გაღიზიანება არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს მსგავს გამოვლინებებს.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციით, განასხვავებენ ბავშვთა მიმართ არაღირსეული ქცევის ორ ძირითად ფორმას _ ძალადობასა და უგულვებელყოფას. ძალადობის სახეებია:

  • ფიზიკური ძალადობა _ ფიზიკური ზემოქმედების შედეგად სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება;
  • ფსიქოლოგიური ძალადობა _ არაფიზიკური, სიტყვიერი და ქცევითი შეურაცხყოფა, რომელიც ზიანს აყენებს ბავშვის ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას;
  • სექსუალური ძალადობა _ გაუპატიურება, სისხლის აღრევა (ინცესტი, სექსუალური მეტყველებით თუ შენიშვნებით დევნა, ეროტიული ალერსი და სხვა.)
  • უგულებელყოფა _ მშობლის თუ მეურვის მხრიდან ბავშვის მიმართ მოვალეობების შეუსრულებლობა, რის გამოც ბავშვი არ არის უზურუნველყოფილი ნორმალური კვებით, საცხოვრებლით, სწავლის პირობებით ან სამედიცინო დახმარებით.

    რა არის ფსიქოლოგიური/ემოციური ძალადობა?

    ემოციური ძალადობა გულისხმობს ბავშვთან მუდმივად ისეთი ურთიერთობის ფორმების გამოყენებას, რომელიც იწვევს ემოციურ ტკივილს. ასეთი ურთიერთობის ფორმებში შეიძლება შედიოდეს: შეურაცხოფის მიყენება, კრიტიკა, აგრესიული და ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება, დაშინება, უსამართლო ბრალდებების წაყენება, ემოციური მანიპულაცია, გადამეტებული კონტროლი, იზოლირება, დაცინვა და დამცინავი სახელებით მიმართვა, სიტყვიერი შეურაცხოფა, მუდმივად გაკრიტიკება- ბავშვის მუდმივი დამცირება, დაცინვა, კრიტიკა, შერცხვენა (განსაკუთრებით სხვების თანდასწრებით) ყვირილი, ასევე, ბავშვის თნდასწრებით უფროსების ჩხუბი და დავა.

    ზოგჯერ უფროსები დასცინიან ბავშვს თუ იგი რაიმეს შეცდომით გააკეთებს ან იტყვის. შესაძლებელია ამ დროს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას საკუთარ ქცევას, რადგანაც ვერაფერს საზიანოს ამაში ვერ ხედავენ. სინამდვილეში ასეთი დაცინვა, როგორც წესი ბავშვს ძალიან თრგუნავს და აკარგვინებს საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენას. აკარგვინებენ სურვილს იმისა, რომ ის, რაზეც დაცინვით მიუთითეს, საერთოდ სცადოს ხელმეორედ.

    ადამიანის ფსიქოლოგიის თავისებურებების გათვალისწინებით, ბავშვი თანდათანობით იჯერებს, რომ ის მართლაც ისეთია, როგორც მას წარმოაჩენენ.

    დაშინება - სერიოზული ფსიქოლოგიურ ძალადობას აქვს ადგილი, როდესაც ბავშვთან ურთიერთობა შიშზეა აგებული. შიშზე აგებული ურთიერთობის დროს ბავშვი მუდმივად სტრესშია, ეშინია ნებისმიერი ქმედების და ხშირად ვერც კი არჩევს რის გამო შეიძლება დაისაჯოს და რის გამო არა. ასეთ დროს, ბავშვებს ყველა წვრილმანზე საყვედურობენ და მიუთითებენ, აშინებენ შედეგებით, რითიც საკმაოდ დიდ ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებენ.

    ხშირად როდესაც ბავშვები არ ასრულებენ მშობლის დავალებას, ხდება მათი დაშინება, თუმცა უკვე კარგად არის ცნობილი ფსიქოლოგებისთვის ის ფაქტი, რომ დასჯა და ფსიქოლოგიურ სტრესში ყოფნა ძალიან ცუდია ბავშვის მოტივაციისთვის. როგორც წესი ასეთ მიდგომა, სიტუაციის გამოსწორების ნაცვლად კიდევ უფრო აუარესებს და რეალურად უფრო დიდი პრობლემების გამომწვევია.

    ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება – ძალიან ხშირად უფროსებს ავიწყდებათ, რომ ბავშვი ჯერ პატარაა და არ შეიძლება მას მოვთხოვოთ იგივე, რასაც უფროსი ასაკის ხალხს მოვთხოვდით. ზედმეტად დიდი, ასაკისთვის შეუფერებელი მოთხოვნების წაყენება ბავშვს უყალიბებს დაბალ თვითშეფასებას. ის ფიქრობს, რომ რადგანაც თხოვენ, ალბათ უნდა შეძლოს და რადგანაც ვერ ახერხებს წაყენებული მოთხოვნების შესრულებას, ესე იგი ის არ არის ნიჭიერი, ძლიერი, ჭკვიანი და ა. შ.

    ფსიქოლოგიური ძალადობის შედეგები

    მუდმივი სიტყვიერი თავდასხმები და შეურაცხოფა, ბავშვს სულიერად ასუსტებს და აზიანებს კავშირს ბავშვსა და საზოგადოებას შორის. ხშირად ასეთ სიტუაციებში ბავშვები კარგავენ უსაფრთხოების შეგრძნებას, რაც თავის მხრივ იწვევს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. შმითუმეტეს ბაშვები, რომლებიც მუდმივად ან ხშირად განიცდიან ფსიქოლოგიურ ძალადობას მშობლების მხრიდან, გახდნენ გადამეტებულად მორჩილნი მშობლების მიმართ და სრულიად დაკარგონ დამოუკიდებლობის შეგრძნება ან პირიქით, შეიძლება მშობლებს ერთ დღესაც აუჯანყდნენ და მთლიანად უარყონ მათი ავტორიტეტი.

    უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ თუ ბავშვი შეესწრო სხვის მიმართ განხორციელებულ ძალადობს (ფიზიკურს ან ფსიქოლოგიურს) ის ისევე ითრგუნება, როგორც მის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს.

    სამწუხაროდ, არაინფორმირებულობის გამო, დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფსიქოლოგიური ძალადობის მაგალითები უბრალოდ ბავშვის „დისციპლინისთვის“ აუცილებელი საშუალებებია და მეტი არაფერი. ბევრი ფიქრობს, რომ ამ, ასე ვთქვათ “დისციპლინის” უზრუნველყოფისთვის აუცილებელი საშუალებების გადამეტებულ გამოყენებას არანაირი ზიანი არ მოაქვს. სამწუხაროდ ისინი ცდებიან. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ აქტიურად დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი, რათა შევამციროთ ფსიქოლოგიური ძალადობის შემთხვევები და ძალადობის ნაცვლად თბილ, სიყვარულით გარემოცულ და მზრუნველ გარემოში გავზარდოთ ჩვენი პატარები, რათა მივცეთ მათ საშუალება ირწმუნონ საკუთარი უნარების და გახდნენ სრულფასოვანი, მოსიყვარულე, სათნო, საკუთარი შესაძლებლობებში დარწმუნებული წარმატებული ადამიანები.

    ემოციური ძალადობა ყველაზე ძნელი ამოსაცნობი ფორმაა. ფსიქოლოგიურად დათრგუნული ბავშვების ამოცნობა ძნელია, რადგან ემოციური ძაადობა არ ტოვედს სხეულზე კვალს, მისი უარყოდითი ეფექტი შეიძლება გამოვლინდეს მხოლოდ ბავსვის განვითარებს შემდეგ პერიოდში.

    ემოციური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ტიპიური ფიზიკური და ქცევითი გამოვლინებებია:

    *მეტყველების ფარღვევა-ბავშვს ენა ებმევა ძნელად ლაპარაკობს.

    *ფსიქო სომატური ჩივილები-თავის ტკივილი, მუცლის ტკივილი, გულისრევა, გულის წასვლა.

    *შარდის და დეფეკაციის შეუკავებლობა.

    *დეპრესია

    *ბავშვის დესტრუქციული და აუტოდესტრუქციული ქცევა.

    *თავდაჯერებულობის ნაკლებობა, დაბალი თვითშეფასება, თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება.

    *მოზარდებისადმი ზედმეტად დამოკიდებულება.

    *პასიურობა, ინიცატივის არ ქონა.

    *ბავშვი იტყუება.

    *ბავშვი ასაკისათვის შეუფერებლად დიდიანევროზული ქცევები;

    *ყურადღების კონცენტრაციის მნიშვნელოვანი დაქვეითება;

    *იძულებით საკვების მიღება;

    *თვითდაზიანება;

    *ემოციური და სოციალური მოუმწიფებლობა;

    *ინტერესების დაქვეითება;

    *ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ტოქსიკო

    *ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, ტოქსიკომანია.

    0
    109
    შეფასება არ არის
    ავტორი:ელენე გავაშელი
    ელენე გავაშელი
    109