x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
თუ ჩაი გიყვართ, ეს უნდა იცოდეთ

ბევრ ქვეყანაში, ჩაი ყველაზე მნიშვნელოვანი სასმელია და მისი სმა გარკვეულ ეტიკეტთან, ტრადიციებთან და ცერემონიებთან არის დაკავშირებული. ასე, მაგ., ბრიტანელები და აზიელები, საუკუნეების მანძილზე, სვამენ ჩაის და მის სასარგებლო თვისებებში (საუკეთესოდ აფხიზლებს, ამცირებს ქოლესტერინის დონეს, სასარგებლოა გულისთვის, სისხლძარღვებისთვის და კარგი იარაღია სტრესთან საბრძოლველად) ეჭვი არასდროს შეპარვიათ. მაგრამ, უამრავი სასარგებლო თვისება, ნაკლს არ გამორიცხავს. დადგენილია, რომ ბევრი ადამიანისთვის, ამ საყვარელ სასმელს ზიანის მოტანაც შეუძლია:


image

imageცხელი ჩაი საზიანოა ჯანმრთელობისთვისimageოპტიმალური ტემპერატურა ჩაისთვის — 50 გრადუსია. მაგრამ, ტემპერატურის საზომის შეძენა საჭირო არ არის. უბრალოდ, ჩაის დასხმის შემდეგ, 5 წუთი დააცადეთ, რომ ცოტა გაგრილდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგულარულად ცხელი ჩაის მიღებამ, შესაძლებელია, საყლაპავი მილის ეროზია გამოიწვიოს და უარყოფითად იმოქმედოს ცხვირ-ხახის სისხლძარღვებზე (შესაძლებელია, საქმე სისხლდენამდეც კი მივიდეს).

დაყენებულ ჩაიში მძიმე მეტალებიაimageრაც უფრო დიდი ხნის არის დაყენბული ჩაი, მით უფრო ტოქსიკურია ის. დაყენების უსაფრთხო დრო — მაქსიმუმ 3 წუთია. ამის შემდეგ, ჩაის ფოთლებიდან მძიმე მეტალების გამორეცხვა ხდება (ძალიან ხშირად, პლანტაციები ეკოლოგიურად დაბინძურებულ რეგიონეში მდებარეობს).

ჩაი ორგანიზმში ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტს იწვევსimageზედმეტი სითხის და ტოქსიკური ნივთიერებების გარდა, როგორც მწვანე, ისე შავი ჩაი, ორგანიზმიდან ისეთი სასარგებლო ნივთიერებების გამორეცხვას ახდენს, როგორებიცაა: მაგნიუმი, კალციუმი და რკინა. რკინის დეფიციტიანი ანემია კი, თავის მხრივ, კანის და თმის მდგომარეობის გაუარესებას იწვევს.

imageP. S. სიცხიან ავადმყოფებს ცხელ ჩაის ასმევენ, მურაბით და თვლიან, რომ ძალიან სასარგებლოა მისი მდგომარეობისთვის, მაგრამ – ეს მითია. ბრიტანელმა ფარმაკოლოგებმა, კვლევის შედეგად, დაადგინეს, რომ სიცხეზე ჩაის სმას, ავადმყოფისთვის ზიანი უფრო მოაქვს, ვიდრე სარგებლობა. ამის მიზეზი ჩაის შემადგენლობაში შემავალი თეოფილინია, რომელიც სიცხეს უფრო მაღლა სწევს და ავადმყოფის მდგომარეობას ამძიმებს.

საბედნიეროდ, აქ მოყვანილი არგუმენტები, ჩაიზე უარის თქმის საფუძველს არ იძლევა. საკმარისია მხოლოდ მისი მოხმარების რაოდენობის შემცირება და ზემოთ მოცემული რეკომენდაციების გათვალისწინება.

როგორც ამბობენ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში არის კარგი!

0
474
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0