x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ცვლის დედის სიყვარული ბავშვის ტვინს?
image
ბავშვის აღზრდა შეიძლება დაეხმაროს მას ტვინის შემადგენელი ნაწილის - ჰიპოკამპუსის განვითარებაში, რომელიც პასუხისმგებელია სწავლაზე, მეხსიერებაზე, სტრესსა და პასუხებზე.



ცხოველებზე კვლევებმა აჩვენა, რომ ადრეული დედური საყრდენი, მხარში დგომა პოზიტიურ გავლენას ახდენს ახალგაზრდა ვირთხის ჰიპოკამპუსის ზრდაზე, ნეირონთა პროდუქტიულობასა და უნარზე, შეეგუოს სტრესს. სხვა მხრივ, ბავშვებზე ჩატარებულმა კვლევებმა ცხადი გახადა კავშირი ადრეულ სოციალურ გამოცდილებასა და ამიგდალას ფუნქციონირების ხარისხზე, რომელიც ადამიანს ეხმარება დაარეგულიროს ემოციური რეაქციების გააზრება-გადამუშავება. მრავალი კვლევის შედეგად, ასევე, დადგინდა, რომ თბილ და მზრუნველ გარემოში აღზრდილი ბავშვები უფრო მეტ წარმატებას აღწევენ სკოლაში და ემოციურად უფრო განვითარებულები არიან, ვიდრე საპირისპირო სიტუაციაში გაზრდილი თანატოლები.


"ჩვენ ახლა სიამაყით და თავდაჯერებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფსიქოლოგიურ გარემოს აქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი გავლენა ადამიანის ტვინის განვითარებაზე" ამბობს ექიმი ჯონ ლუბი, კვლევის მთავარი წინამძღოლი და ფსიქიატრი ვაშინგტონ უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში. "იმ იდეის უკან ნამდვილად ძლიერი ქარია, რომელიც აყენებს საკითხს იმის შესახებ, რომ დედის დამოკიდებულება ადრეულ ასაკში დადებითად მოქმედებს ბავშვის გავნითარებაზე".


ზემოთ აღნიშნული კვლევა ახლად დაწყებული და მიმდინარე პროექტის ნაწილია, რომელიც თვალყურს ადევნებს ადრეული დეპრესიის მქონე ბავშვების განვითარებას. როგორც პროექტის ნაწილი, ლუბიმ და მისმა კოლეგებმა ე.წ. "დალოდების დავალებისას" გაზომეს დედური მხარდაჭერა, ზრუნვა ბავშვებისადმი 3-დან 6 წლამდე, რომელთაც ჰქონდათ ან დეპრესიის სიმპტომები, სხვა ფსიქიკური აშლილობები ან საერთოდ არ ჰქონდათ მენტალური პრობლემები.



მკვლრები ათავსებდნენ დედა-შვილს ერთ ოთახში ლამაზად შეფუთული საჩუქრისა და კითხვარის ახლოს, რომელიც დედას მოგვიანებით უნდა შეევსო. ბავშვებს ეუბნებოდნენ, რომ ისინი საჩუქარს ვერ გახსნიდნენ, სანამ 5 წუთი არ გავიდოდა, ანუ მანამ, სანამ დედა არ დაასრულებდა კითხვარის შევსებას. ფსიქიატრთა ჯგუფი, რომელთაც არაფერი იცოდნენ ან ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის ან მშობლის ტემპერამენტის შესახებ, აფასებდნენ დედისგან წამოსული მზრუნველობის რაოდენობას ბავშვისადმი.


დედა, რომელიც იყო მზრუნველი, მაგალითად, ანუგეშებდა შვილს, რომ კიდევ მხოლოდ რამდენიმე წუთი მოუწევდა ლოდინი საჩუქრის გახსნამდე და აანალიზებდა, რომ სიტუაცია მაფრუსტრირებელი იყო. "დავალებიდან ჩანს თუ როგორია ყოველდღიური ცხოვრება და დაახლოებით რამდენად იღებს ბავშვი ყურადღებას სახლში".


ახლა, ოთხი წლის შემდეგ, მკვლევრებმა ჩაატარეს MRI (magnetic resonance imaging) სკანირება 92 ბავშვთან, რომელთაც გაიარეს "ლოდინის დავალება". არადეპრესიულ ბავშვებთან შედარებით, რომელთაც მაღალი მხარდაჭერა ჰქონდათ, არადეპრესიულ ბავშვებს დაბალი მხარდაჭერის მაჩვენებლით 9.2%-ით ნაკლები ჰქონდათ ჰიპოკამპუსის მოცულობა, მაშინ, როცა დეპრესიული ბავშვები, მხარდაჭერის მაღალი და დაბალი მაჩვენებლებით ჩამორჩებოდნენ 6.0% და 10.6%-ით ჰიპოკამპუსის მოცულობაში.


მიუხედავად იმისა, რომ კვლევაში 95% მშობლებისა ბავშვების ბიოლოგიური მშობლები იყვნენ, მკვლევრები ამბობენ, რომ ტვინზე გავლენა აღზრდის სტილისა მსგავსი იქნება ნებისმიერი პირისთვის, რომელიც უვლის და ზრუნავს ბავშვზე.


ლუბი და მისი გუნდი გააგრძელებენ კვლევას ბავშვებზე, როცა გაიზრდებიან და გეგმავენ, რომ ნახონ მშობლური მზრუნველობის როგორი გავლენის ქვეშ არის ტვინის სხვა უბნები სკოლამდელი ასაკის დროს.(?)


"ახლა ნათელია, რომ ბავშვზე მზრუნველი ადამიანის მხარდაჭერა არა მხოლოდ კარგია ბავშვის განვითარბეისთვის, არამედ ის ნამდვილად ფიზიკურად ცვლის ტვინს" - ამბობს ლუბი.


კვლევა გამოქვეყნდა 30 იანვარს ჟურნალში "Proceedings of the National Academy of Sciences".


0
77
შეფასება არ არის
ავტორი:ანი იმნაძე
ანი იმნაძე
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0