x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რატომ არ იწამეს ებრაელებმა იესო ქრისტე?
image

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე საკუთარ მოსაზრებებს გვიზიარებს, საუბრობს იესო ქრისტეს შეცდომებზე და აღნიშნავს, რომ ფაქტობრივად იესო შეურაცხყოფდა ებრაელს ხალხს, უმეტესობა თუ რა სახის კომენტარები ახლავს ვიდეორგოლს ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს(რაც ძალზე სამწუხაროა და ცალკე სალაპარაკო თემაა).მოდით ჩვენ გავარკვიოთ რეალურად რა იყო მიზეზი და რატომ არ იწამა ებრაელმა ხალხმა თავისივე წიაღიდან გამოსული საკუთარი თანამემამულე?


ბრაელებმა იესო ქრისტე (ებრაულად „იეშუა“)როგორც მესია(ებრაულად„მაშიახ“ანი "ცხებული") არ მიიღეს შემდეგი 5 ძირითადი მიზეზების გამო.


1)იესოს არ შეუსრულებია მესიური წინასწარმეტყველება.



განმარტება:რომაელთა ბატონობის პერიოდში მცხოვრებ ებრაელებს სჯეროდათ, რომ ღვთისგან მოვლენილი მესია მათ წარმართებისგან გაათავისუფლებდა და ისრაელის აღდგენილი სამეფოს მეფე გახდებოდა.


2)იესოს არ გააჩნდა ის თვისებები, რაც "მაშიახისთვის" არის დამახასიათებელი.


განმარტება:რაში გამოიხატებოდა მესიის წინასწარმეტყველება? ერთ-ერთი ცენტრალური თემააა მომავალი მსოფლიოს სრულყოფა, სადაც ხალხი იცხოვრებს ჰარმონიაში და აღიარებენ ერთ ღმერთს.


"და გაასამართლებს ის ერებს, და ამხილებს ის მრავალ ხალხებს; და გამოჭედავენ ისინი თავიანთ მახვილებს სახნისებად და თავიანთ შუბებს – ნამგლებად; აღარ აღმართავს ერი ერზე მახვილს, და აღარ ისწავლიან მეტად ბრძოლას."

და იქნება სამართლიანობის საქმე მშვიდობად, და სამართლიანობის სამსახური სიმშვიდედ და უსაფრთხოებად უკუნისამდე"(ესაია წინასწარმეტყველი)

"იქნება უფალი მეფედ მთელს ქვეყანაზე; იმ დღეს ერთი იქნება უფალი და მისი სახელიც ერთი იქნება.(ზაქარია წინასწარმეტყველი)


3)აშენდეს მესამე ტაძარი.-ებრაული ბიბლიის თემაა ისრაელიტთა (იგივე ებრაელთა) ურთიერთობა ღმერთთან, როგორც ეს გამოიხატება მათ ისტორიაში დროის დასაბამიდან მეორე ტაძრის პერიოდამდე

"მშვიდობის შეთანხმებას დავუდებ მათ, მარადიული შეთანხმება იქნება ის.მივცემ მათ თავიანთ მიწას და გავამრავლებ მათ;სამარადისოდ მათ შორის დავდგამ ჩემს საწმინდარს.ჩემი კარავი იქნება მათზე;მე მათი ღმერთი ვიქნები და ისინი ჩემი ხალხი იქნებიან. სამარადისოდ მათ შორის იქნება ჩემი საწმინდარი და გაიგებენ ხალხები, რომ მე, იეჰოვა ვწმენდ ისრაელს“(ეზეკიელი)


4)მესია უნდა იყოს მეფე დავითის შთამომავალი-ქრისიტიანების მიხედვით იესოს ჩასახვა სულიწმინდისგან მოხდა, ასე რომ მას ვერ ექნებოდა პრეტენზია მესია ყოფილიყო.

"არ მოსცილდება სამეფო კვერთხი იუდას და არც მთავრის კვერთხი მოსცილდება ფეხთა შუიდან, სანამ არ მოვა -შილო, მას დაემორჩილებიან ხალხები."(დაბადება)

" დადგება დრო, — ამბობს იეჰვა, — როცა დავითს აღვუდგენ მართალ ყლორტს.იმეფებს მეფე, გონივრულად მოიქცევა და სამართალსა და სიმართლეს აღასრულებს ქვეყანაში"(იერემია)



5) ის არ იცავდა თორის კანონებს-აი აქ მივედით ზუსტად იქამადე, რაზეც რუსულდან გოცირიძე საუბრობს.თორის კანონის შეცვლა არ შეიძლება და ვინც შეეცდება მის შეცვლას ცრუმესია იქნება:

*. თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რამე ნიშანი ან სასწაული,

*. და ახდა ეს ნიშანი და სასწაული, რაც გამოგიცხადათ, და გეტყვით: მივმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ, და ვემსახუროთო,

*. ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის ნათქვამს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, იმის გასაგებად, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულითა და სულით.

*. უფალს, თქვენს ღმერთს, მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ.(ძველი აღთქმა -მეორე რჯული)



იესო არ იცავდა "შაბათის წესებს".

" შაბათი იყო ის დღე, როცა ტალახი მოზილა იესომ და თვალი აუხილა."(

იოანეს სახარება-თავი მეცხრე)

image

იხილეთ აგრეთვე



0
1029
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1029
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0