x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508584
პროკურორი: „ბურჭულაძე თბილისის სასტუმროებში ღამისთევის ხარჯებს ფონდიდან იხდიდა“
image


"პაატა ბურჭულაძე, მშობლიურ ქალაქში თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ღამისთევისთვის", -ამის შესახებ "იავნანას" საქმის პროკურორმა მაია ჯვარშეიშვილმა საქალაქო სასამართლოში განაცხადა. თბილისში, პაატა ბურჭულაძის მშობლიურ ქალაქში, სადაც ფონდის მიერ დაფინანსებულია 40 ათას ლარზე მეტი სასტუმროს ხარჯების ასანაზღაურებლად, მაშინ, როდესაც პაატა ბურჭულაძე თბილისშიც ფლობს უძრავ ქონებას.


ჯვარშეიშვილმა აღნიშნა, რომ ასევე ფონდ “იავნანას” თანხებითაა დაფინანსებული ბურჭულაძისა და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები.


"სამწუხაროდ, გამოძიების ინტერესი შეიძლება ითქვას, რომ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. იმიტომ, რომ ნაწილ კითხვებზე ჩვენ ვერ მივიღეთ დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები. შემიძლია დაგისახელოთ რამოდენიმე ნაწილი, რომელზეც ვფიქრობ, რომ დამაჯერებლობა აკლდა.



ბატონი პაატა ბურჭულაძე, საკუთარ ქალაქში, თბილისში ყოფნის დროს ქირაობდა მაღალი კლასის სასტუმროებს, სადაც განთავსდებოდა ღამის თევისთვის. ასევე, ფონდის თანხებითაა ანაზღაურებული ბატონი პაატას და მისი მეუღლის მგზავრობის ხარჯები, რაც ჩვენი აზრით ამ ეტაპზე ამ საკითხებზე პასუხები ამომწურავად არ ყოფილა გაცემული. საბოლოო ჯამში დაკითხვამ საკმაოდ კორექტულად ჩაიარა. რაც შეეხება შემდგომ გადაწყვეტილებებს, შეფასდება საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება ერთობლიობაში. იმ შემთხვევაში თუ გამოძიებას შემდგომი ეტაპისთვის გაუჩნდება დამატებითი კითხვა, შესაძლოა მან კვლავ გასცეს კითხვებს პასუხი, ასეთი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება კვლავ დადგეს ბურჭულაძის დაკითხვის საჭიროება", - განაცხადა მაია ჯვარშეიშვილმა.


თავად პაატა ბურჭულაძე ბრალდებებს უარყოფს და მიიჩნევს, რომ საქმე მალე დაიხურება. მისი მტკიცებით, ფონდის შემოწირულობის 100% ბავშვებს ხმარდებოდა და არასწორია საგამოძიებო ფილმში მოცემული მონაცემები, თითქოს 30% ქველმოქმედებას მოხმარდა, დანარჩენი ფონდის თანამშრომელთა ხელფასებსა და პრემიებს. თუკი შემოწირულობათა 100% ბავშვებს მოხმარდა, ამ შემთხვევაში ფონდის თანამშრომლები უხელფასოდ უნდა მუშაობდნენ, რაც ასე არ არის.


შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ, ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება 20 სექტემბერს დაიწყო. პაატა ბურჭულაძემ საგამოძიებო ორგანოში გამოკითხვაზე უარი განაცხადა და ჩვენების მიცემა სასამართლოში ისურვა.


ამავე თემაზე: „გიხაროდეთ ყველას, ალბათ სიკეთე დასჯადია, მაგრამ რა ვქნათ“ - პაატა ბურჭულაძე

0
127
1-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0