x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ვინ იყო პირველი ქართველი ტრამპლინიდან მხტომელი, რომელიც ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე წარსდგა?



image

ფიონჩანგში 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის საზეიმო ცერემონია ჩატარდა, რაც იმის მაუწყებელია, რომ სამხრეთ კორეა 9-დან 25 თებერვლამდე უდიდესი მნიშვნელობის სპორტულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.



მსოფლიოს 92 ქვეყნიდან დაახლოებით 2, 5 ათასი სპორტსმენი მონაწილეობს. მათ შორის არიან ქართველი სპორტსმენები: მედროშე - მორის ყვითელაშვილი, სამთო სათხილამურო სპორტში მოასპარეზე იასონ აბრამაშვილი, ნინო წიკლაური და საციგაო დისციპლინაში – გიორგი სოღოიანი.



ქართულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ყველაზე რეალური შანსი მორის ყვითელაშვილს აქვს და მას აშკარად შესწევს ძალა და ენერგია იმისათვის, რომ ფიგურულ სრიალში ათ საუკეთესო სპორტსმენს შორის მოხვდეს.





აღსანიშნავია, რომ ქართველი სპორტსმენები ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 1956 წლიდან გამოდიან. პირველი ქართველი ოლიმპიელი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე იყო ტრამპლინიდან მხტომელი კობა წაქაძე, რომლის დებიუტი შედგა 1956 წელს კორტინა დამპეცოს (იტალია) ოლიმპიურ თამაშებზე. კობა წაქაძემ 4 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზა (1956, 1960, 1964, 1972), მისი საუკეთესო შედეგია მე-9 ადგილი.

ჯამში, ქართველ სპორტსმენებს მონაწილეობა მიღებული აქვთ ზამთრის 10 ოლიმპიურ თამაშებზე (1956-2014 წლები), სულ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოდან 18 ოლიმპიელი მონაწილეობდა.


image

0
110
შეფასება არ არის
ავტორი:გოგა წურწუმია -
გოგა წურწუმია -
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0