x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ხრიკები, რომელთა ცოდნა სიკვდილისგან გიხსნით– ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ!
ვიმედოვნებ, რომ არასოდეს გადაგეყრებათ გზაზე ცოფიანი ძაღლი, არასოდეს აღმოჩნდებით ღია ზღვაში ცუდ სიტუაციაში ან არ დაიკარგებით უდაბნოში. თუმცა, იმისათვის რომ წარმოდგენა გქონდეთ მსგავს სიტუაციაში როგორ დაუძვრეთ სიკვდილს, რომლის დროს გადარჩენის შანსი მხოლოდ 10%–ია, გთავაზობთ ხრიკებს, თუ როგორ იმოქმედოთ სწორად.



1. თუ უდაბნოში დაიკარგეთ...image
გადაადგილება სცადეთ მხოლოდ ღამით, რადგან ამ დროს ტემპერატურა 50–დან 15 გრადუსამდე ეცემა და ეს დაგიცავთ დეჰიდრატაციისა და მზის დარტყმისგან. ასეთი ტაქტიკა ხელს შეგიწყობთ დღეში სამი ლიტრი წყლის დაზოგვაში.


შენიშვნა: ბევრს დღემდე სჯერა, რომ კაკტუსის შიგნით არის წყალი და ეს გამოგადგებათ წყურვილის მოსაკლავად, თუმცა არა. მასში ტუტე ტოქსიკური სითხეა, რომელიც მოგწამლავთ.




2. თუ გადაეყარეთ ცოფიან ძაღლს ან მგელს...image
თუ მგელი გადაგეყარათ, ეცადეთ ნელ–ნელა დაიხიოთ უკან და იქონიოთ თვალებით კონტაქტი. არ შებრუნდეთ ზურგით და არ გაიქცეთ, რადგან ის უმალ გამოგეკიდებათ.


ადვილად შინდებიან გარეული ცხოველები ხმამაღალი ყვირილითა და აგრესიით, ეცადეთ იყვიროთ და გამოყოთ არასასიამოვნო ხმები და მის ფონზე დაიხიოთ ნელ–ნელა უკუსვლით.


ახლოს თუ იქნება ხე, ეცადეთ უკუსვლით ხესთან მიხვიდეთ და აძვრეთ მასზე.




3. თუ შხამიანმა გველმა გიკბინათ...image
როგორ გამოიყურება შხამიანი გველის ნაკბენი– ნაკბენი იწვევს ძლიერ ტკივილს, სისხლი ხდება ბორდოს ან ცის ფერი, მწვავედ შუპდება და იწყება სიცხე, თავბრუსხვევა, გულისრევა და თვალებში მხედველობის დაბინდვა.


შენიშვნა: არ ეცადოთ პირით შხამის ამოწოვა, რადგან მისი ნაწილი შეიძლება ჩაგეყლაპოთ და მოიწამლოთ, შედეგი კი შესაძლოა ფატალური იყოს. თუ სხვა გამოსავალი არაა, რადგან საავადმყოფოსგან ძალიან შორს ხართ, მაშინ ამოწოვეთ სისხლი ჭრილობიდან, კარგად გადანერწყვეთ და პირის ღრუ წყლით, სპირტით ან სხვა სითხით გამოირეცხეთ და ისიც გადანერწყვეთ. ნუ ეცდებით სისხლდენის შეჩერებას, რადგან ქსოვილები დანეკროზდება, აცადეთ იდინოს.




4. როგორ გავარჩიოთ ცხოველის ცოფიანი და ჩეულებრივი ნაკბენი?image
თუ რომელიმე ცხოველმა გიკბინათ, თუნდაც არ იყოს ცოფიანი, აუცილებლად დაიბანეთ ჭრილობა თბილი წყლით და საპნით, რათა ინფექცია არ შეიჭრას.


ცოფიანი ცხოველის ნაკბენიდან სისხლი უფრო მეტხანს იდინებს, ვიდრე ჩეულებრივის შემთხვევაში. ჭრილობა დაწითლდება და შესივდება, გამოიწვევს ქავილს და აიწევს ტემპერატურა.


ცოფი 4–7 დღის განმავლობაში გრძელდება და მივყვარათ სიკვდილამდე. ამიტომ საჭიროა მივიდეთ საავადმყოფოში და გავიკეთოთ საწინააღმდეგო ვაქცინა.




  • ვისწავლოთ ჭრილობის სწორად გაკერვა. image
    სწორად დადებული ნაკერი ხელს შეუწყობს სისხლის შეჩერებას, რაც ასევე თავიდან აგაცილებთ ინფექციის განვითარების რისკს. (დააკვირდით ფოტოს და ისწავლეთ, თუ როგორ გავკეროთ გარკვეული ტიპის ჭრილობები)



  • როგორ ავანთოთ მარტივად სველი შეშა?image
    თუ შეშა ნესტიანია, რაც აძნელებს მისი დანთების პრინციპს, გთავაზობთ მარტივ გზას. შეშის (მორი) ნაჭერი აუცილებლად დადეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და გააკეთეთ ვარსკვლავის ტიპის ჭრილები. ჭრილებში ჩადეთ ქაღალდი, ბალახი ან მშრალი ნაფოტი და მოუკიდეთ ცეცხლი. მსგავს შემთხვევაში ცეცხლი 2-დან 5 საათამდე გაძლებს.



  • ხაფანგი თევზებისთვის.imageimageimage


    თუ ბუნებაში ხართ, ან დაიკარგეთ და თქვენი საკვები მდინარეში დაჭერილი თევზია, თუმცა ამას ვერ ახერხებთ, გასწავლით პატარა ხრიკს. ნაპირთან, ძაბრისებური ფორმით გააკეთეთ ქვების გალავანი, სადაც თევზები ადვილად შეცურდებიან, თუმცა გამოსვლა ნამდვილად გაუჭირდებათ, დილით კი თქვენი საუზმე აუცილებლად დაგხვდებათ. (ნათელი მაგალითისთვის იხილეთ ფოტოები)


იხილეთ აგრეთვე:


როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ავტომობილით წყალში გადავვარდითimage




როგორ გადავრჩეთ ცოცხალი თუ ლიფტი ჩაწყდაimage




როგორ შევარჩიოთ ტრანსპორტში უსაფრთხო ადგილი? ეს ყველამ უნდა იცოდეთ!image



2
2199
16-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
2199
  
2018, 12 თებერვალი, 16:37
მადლობა, ნათი.
2018, 12 თებერვალი, 16:09
ძალიან კარგი სტატიაა
0 1 2