x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134047
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508248
ვაიბერის    შვიდი  საიდუმლო!
სმარტფონის ყველა მფლობელს ურთიერთობისთვის მესენჯერი აქვს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული არის Viber. ამ მობილურმა აპლიკაციამ დიდი ხანია მოიპოვა მომხმარებელის სიყვარული . სამწუხაროდ, ბევრი მათგანი არ იცნობს Viber-ის ყველა საიდუმლოს. თუ გაინტერესებს როგორ გააუმჯობესო ამ აპლიკაციის მუშაობა, მაშინ ეს სტატია სწორედ შენთვისაა.


image


ვაიბერის საიდუმლოებები



1. დამალე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როდის იყავი ქსელში






შედი „რეგულირება“ -ში («Настройки») _ „კონფიდენციალურობა“ -ში («Конфиденциальность») და გამორთე სტატუსი „ქსელში“ («В сети».).

თუ შეხვალ ვაიბერში, ვერავინ გაიგებს ამის შესახებ.


2. დამალე შეტყობინებების წაკითხვის სტატუსი



image



თანამოსაუბრემ რომ არ შეიტყოს მისი შეტყობინება წაიკითხე თუ არა, მოძებნე „რეგულირება“ («Настройки»), ამოირჩიე განყოფილება „უსფრთხოება“ («Безопасность» ) და იმ პუნქტიდან, რომელიც პასუხს აგებს წაკითხულ შეტყობინებებზე, მოხსენი აღნიშვნა („პტიჩკა“).




3. არ გადაავსო ტელეფონის მახსოვრობა




ფოტო და ვიდეო მასალა ჩეთებიდან ვაიბერში - ტელეფონში ინახება.

რომ არ გადავავსოთ მისი მახსოვრობა, უმჯობესია გამოვრთოდ ეს რეგულირება.

შედი „რეგულირება“-ში («Настройки») _ „მულტიმედია“ («Мультимедиа») და გამორთე „გალერეაში შენახვა“ («Сохранять в галерею».)





4. გააგზავნე შეტყობინებების ჟურნალი საკუთარ ელ- ფოსტაში



იმისათვის, რომ შექმნა კომპიუტრში შეტყობინებების ჟურნალის სათადარიგო ფაილი, მიმოწერა შენს ელ- ფოსტაში გადააგზავნე. ვაიბერში ტექსტის გადაგზავნა ასეა შესაძლებელი:

„რეგულირება“ («Настройки») — „ზარები და შეტყობინებები“ («Вызовы и сообщения») — „შეტყობინებების ჟურნალის გაგზავნა“ («Отправить журнал сообщений»).





image



5. დაუმალე პროფილის სურათი უცნობ მომხმარებლებს



თუ გსურს, რომ შენი პროფილის სურათი ყველა მომხმარებელმა არ ნახოს, მაშინ შედი განყოფილებაში „რეგულირება“(«Настройки») და განყოფილებაში „კონფიდენციალურობა“ ( «Конфиденциальность») ამოირჩიე „პროფილის ფოტო“ («Фото профиля») — „არავინ“ («Никто»).

ახლა მომხმარებლები, რომლებიც შენი კონტაქტების სიაში არ არიან, ვერ დაინახავენ შენს ფოტოს.


6. წაშალე სტატუსი „ იყენებს აპლიკაციას“ («Использует приложение»)






კიდევ ერთი შესაძლებლობა: პრაქტიკულად ყველა აპლიკაცია და თამაში, რომლებსაც ტელეფონზე აყენებ, სინქრონიზირდება ვაიბერში.

ამგვარად ისინი ხელმისაწვდომი არიან დანარჩენებისთვისაც, შენი კონტაქტების სიიდან.

რომ გამორთო ეს ფუნქცია, გადადი „რეგულირება“-ში («Настройки» ) — „კონფიდენციალურობა“ («Конфиденциальность») და მოხსენი პწკარი პუქტიდან ( „იყენებს აპლიკაცია“-ს («Использует приложение»).


7. დააყენე პაროლი




თუ გსურს შენი შეტყობინებები არავინ წაიკითხოს, შესაძლებელია ვაიბერზე პაროლის დაყენებაც.

თვითონ მესენჯერი ამას არ ითვალისწინებს, მაგრამ ასეთი სასარგებლო პროგრამა მარტივად შეიძლება ატვირთო ნებისმიერ
App Store -ზე და დააყენო წამში.

ვფიქრობ, შენს მეგობრებს შორის მრავლად არიან ისეთები, ვინც მესენჯერს იყენებენ. ამიტომ, გირჩევ გაუზიარო მათ ეს სასარგებლო ინფორმაცია!



წყარო




იხილეთ ასევე:

1. როგორ მოვიგოთ სათამაშო აპარატებში

image



2. 10 ყველაზე საოცარი კომპიუტერული პროგრამის შეცდომა კაცობრიობის ისტორიაში

image

1
7956
11-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
7956
  
2018, 15 თებერვალი, 1:00
ძალიან გამოსადეგი სტატიაა, დამეხმარება❤
0 1 1