x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508556
ბიძინა ივანიშვილმა სასამართლო მოიგო და მილიონები დაიბრუნა
image


საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ქონების ირგვლივ მიმდინარე მრავალწლიანი საერთაშორისო სასამართლო დავა ივანიშვილის სასარგებლოდ დასრულდა. ყოფილ ბანკირს 5-წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ჟენევის სასამართლომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ივანიშვილისთვის ფინანსური ზარალის მიყენებისთვის ბანკირი დამნაშავედ ცნო.


Credit Suisse-ს ყოფილ ბანკირს ბრალად თაღლითობა და კლიენტების ხელმოწერების გაყალბება ედება. ბანკირმა ბიძინა ივანიშვილი 152 მილიონი დოლარით აზარალა, აქედან 30 მილიონი ფრანკი კი მას პირად მოგებად დარჩა. ყოფილი ბანკირი პატრის ლესკაუდრონი სასამართლოსთვის მიცემულ ჩვენებაში აღიარებს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელმოწერის გარდა, რუსი ბიზნესმენის ვიტალი მალკინის ხელმოწერასაც აყალბებდა. ის წლების განმავლობაში კლიენტების 1, 6 მილიარდი დოლარის ქონებას უწევდა მენეჯმენტს, მათ შორის იყო ბიძინა ივანიშვილის და რუსი ბიზნესმენის ქონებაც.


გავრცელებული ცნობით, 2006 წელს, ფინანსურმა მრჩეველმა თავისი კლიენტებისთვის, უძრავი ქონების აქციების დამატება დაიწყო. ამ მიზნით, მან შვილობილი ანგარიშები შექმნა, რომლის შესახებაც მისი კლიენტები ინფორმირებულები არ იყვნენ.



ფინანსური კრიზისის დროს, უძრავი ქონების დეველოპერი Meinl-ის ბირჟა ჩამოიშალა. ლესკადრონმა ნაცვლად იმისა, რომ დანაკარგი ეღიარებინა, ანგარიშის შევსება ბიძინა ივანიშვილის ფულით დაიწყო. დაახლოებით 100 მილიონის გადარიცხვა მოახდინა სხვა კლიენტების ანგარიშებზე. ივანიშვილის ადვოკატი აღნიშნავს, რომ თანხის გადარიცხვის შესახებ ინფორმაცია ივანიშვილს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა.


ახლახან გამოტანილი სასამართლო გადაწყვეტილების შედეგად, ბიძინა ივანიშვილი თავის ფინანსურ ზარალს აინაზღაურებს.

1
1130
3-ს მოსწონს
ავტორი:რუსუდან ნადირაშვილი
რუსუდან ნადირაშვილი
1130
  
2018, 7 ივნისი, 0:58
გაუმარჯოს! გულით გამიხარდა, რადგან ეს ადამიანი საკუთარი ქვეყნისტვის იმდენს აკეთებს რომ ნამდვილად ყოველ ნორმალურ ქართველს გაეხარდება და მიულოცავს!
0 1 1