x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134504
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508562
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ბიტკოინზე - ღირს თუ არა ბიტკოინის ყიდვა

რა რისკი მოყვება ბიტკოინს?


რისკი ბიტკოინთან დაკავშირებით


მცირე შესავალი იმაზე, თუ რა არის „ბიტკოინი“?

ბიტკოინი-ეს არის ციფრული ვალუტა ან „კრიპტოვალუტა“, რომელიც შეიქმნა 2009 წელს სატოში ნაკამოტოს მიერ. ამ დროს ეს იყო იმათთვის, ვინც სარგებლობდა ონლაინ მაღაზიებით, ბიტკოინი აძლევდა მათ შანსს, რომ უფრო მარტივად შეეძინათ პროდუქტი ნაკლებ ფასად. სხვა თანხისგან განსხვავებით ბიტკოინი არ მიეკუთვნება რომელიმე ერთი ქვეყნის სახელმწიფოს და ამიტომაც იყო დეცენტრალიზებული.



ბიტკოინის ფასი შემომუშავდა 2010 წელს და მთელი წლის განმავლობაში იყო სტაბილური, იგი არ აღემატებოდა 1 ამერიკულ დოლარს, მისი მაქსიმუმი იყო 0.39 ცენტი. ბიტკოინის სისტემა შეგვიძლია შევადაროთ კვანძს, ამ კვანძებში მოთავსებულია ნომრები (ბანკის ნომრების მაგვარად) რომლებიც განსაზღვრავენ ბიტკოინის რაოდენობას და ფასს, ეს ყველაფერი არის მოთავსებული კომპიუტერულ სისტემაში, საიდანაც მოდის ახალი ბიტკოინის ნაკადი. პირველი მომხმარებელი, რომელმაც გამოიყენა ბიტკოინი პროდუქტის საყიდლად იყო ამერიკელი რომელმაც იყიდა 1 პიცა 10, 000 ბიტკოინის ფასად. დღესდღეობით 10, 000 ბიტკოინი ათობით მილიონი დოლარის ტოლფასია. წლების განმავლობაში ბიტკოინის ფასი სულ უფრო და უფრო იწეოდა და აჭარბებდა ყოველგვარ ვალუტის ლიმიტს რომელიც აქამდე არსებობდა. ეკონომიკის პრინციპების თანახმად, მარაგი უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნას, რაც უფრო ნაკლები ბიტკოინია მით უფრო მეტია მისი ფასი. მაგალითად, 2016 წელს ბიტკოინის მარაგი განახევრდა და ამიტომაც ფასმა დაიწყო მდგრადი ზრდა. მისმა ფასმა დააინტერესა ინვესტორები და კომპანიები. ამის შედეგად ბიტკოინმა მიაღწია უზარმაზარ ფასს 2017 წლის დასასრულისკენ, რომელმაც გადააჭარბა 17, 000 აშშ დოლარს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ვინმემ 2010 წელს იყიდა 10 დოლარის ბიტკოინი დღეს მისი ბალანსი იქნება ნახევარ მილიონ დოლარზე მეტი.


რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვეჩვენება არარეალურად და სწორედაც ასე, ბიტკოინის მაღალ ფასს თან მოყვება რისკი, რომელიც მეტად უფრო მაღალია ვიდრე სხვა ინვესტიცია და აქციები. მართლაც, ბიტკოინის „ადრეულ“ პერიოდში უფრო მარტივი იყო მისი განაღდება ნამდვილ ფულზე, ამით ბევრმა ადამიანმა დაიწყო საკუთარი ბიზნესი, იყიდა მანქანა და ა.შ. მაგრამ ახალი (2017 წლის შემდეგ) პერიოდის ბიტკოინის პანიკამ შექმნა ბევრი პრობლემა ამ ვალუტასთან დაკავშირებით. ბიტკოინს მოჰყვა სხვა ვირტუალური ვალუტები და ამან შექმნა ერთგვარი კომპანიების ქსელი, რომელშიც ხალხი დებს ფულს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ უმეტესობამ არ იცის მარკეტინგის და ფინანსების საფუძვლები, იმიასთვის, რომ იყიდოს და შეინარჩუნოს ვალუტა. დღეს-დღეობით ბიტკოინის პოპულარობა არის გამოწვეული ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორებით.

„ჩემმა მეგობარმა 20 ბიტკოინით სახლი იყიდა!“, ბევრი ვარაუდობს, რომ ბიტკოინი არის მარტივი ხერხი ფულის მოპოვებისათვის, მაგრამ რეალობა ნამდვილად უფრო მწარეა.

კრიპტოვალუტა არის ბევრად უფრო არასტაბილური ვიდრე სახელმწიფო ფული, რადგან მას არ აქვს საერთო ცენტრალური ბანკი. მისი ფასი ყოველთვის იცვლება. მაშასადამე, ბევრი ადამიანი ამით კარგავს საგანგაშო თანხას, ვარდება ვალებში და ზოგ შემთხვევაში ეს თვითმკვლელობამდეც მიდის.


კრიპტოვალუტა გახდა კომპანიების ექსპლუატაციის #1 ხერხი. თქვენ 1 ღამის განმავლობაში შეიძლება დაკარგოთ იმაზე მეტი თანხა, ვიდრე შეიტანეთ. როგორ? ეს მარტივია: ბიტკოინი არის მეტად აქროლადი. კერძო კომპანია რომლის საშუალებითაც თქვენ ყიდულობთ ამ ვალუტას, გაძლევთ დავალიანებას იმისათვის, რომ ეს ფული შენარჩუნდეს ქსელში. რამაც შეიძლება ჩაგაგდოთ მინუსებში. მეორე, ბიტკოინის ფასი მუდმივად იცვლება, თუ თქვენ იყიდეთ იგი მაღალ ფასში, მეორე დღეს იგი შეიძლება 30%-ით დაეცეს, გაითვალისწინეთ რომ ეს ყველაფერი ხდება 1 დღეს. ასევე არსებობს ინტერნეტ ჰაკერების და ე.წ მაინერების საფრთხე, რომლებიც ტეხავენ სისტემას და ეძებენ ბიტკოინის კვანძებს საიტებში, სადაც შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ვალუტის ნომერი. ასევე არ არის იმის გარანტია, რომ ბიტკოინი გაუნადგურებელია. იგი არის მხოლოდ და მხოლოდ „ვირტუალური ფული“, რომელიც არ კონტროლდება რომელიმე სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიერ.


მაშასადამე, ინვესიტიცია კრიპტოვალუტაში შეგვიძლია შევადაროთ აზარტულ თამაშს, როგორიცაა ტოტალიზატორი. ეს არის დიდი რისკი, რომელზეც არ უნდა გახვიდეთ თუ არ გაქვთ არანაირი გამოცდილება ბიზნესში. არსებობს უამრავი, ბევრად უფრო უსაფრთხო ინვესტიცია როგორიცაა ეიფლი, მაიკროსოფტი, ამაზონი და ასე შემდეგ. ჩემი პირადი აზრით, არ ღირს ვალებში ჩავარდნა და კრედიტების აღება არანაირი დაზღვევით და მხოლოდ იმის იმედით, რომ ერთ დრეს ეს ფული გახუთმაგდება ან გაათმაგდება.

1
423
2-ს მოსწონს
ავტორი:დავითი 1789
დავითი 1789
423
  
2018, 13 თებერვალი, 9:42
არ ღირს არა ვისაც გააქვთ სასწრაფოდ მოიშორეთ ჯანდაბას მე მაჩუქეტ
0 1 1