x
აშშ-ში ბინების გაყიდვა ბიტკოინებით დაიწყეს, რამდენი ბიტკოინი ღირს ერთოთახიანი ბინა ვაშინგტონში?
image

The Washington Post-ის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა როდესაც ბინები ბიტკოინებზე იყიდება.

მაშ ასე, ვაშინგტონში მდებარე სახლში, პირველ სართულზე განთავსებული ერთსაძინებლიანი ბინა, რომელიც 569 000$ ღირს 50 ბიტკოინათ იყიდება! მეორე მსგავსი ბინა, შედარებით მეტი ფართით, რომელის ფასია 665 000$, ღირს 59 ბიტკოინი. ორსაძინებლიანი ბინა მესამე სართულზე, რომელიც ღირს 677 000$ შეფასდა 60 ბიტკოინათ და ბოლოს, ორსართულიანი პენტჰაუსი საკუთარი ტერასით იყიდება 84 ბიტკოინათ (949 000$).

ბროკერმა, რომელმაც გაბედა და ბიტკოინებზე დაიწყო ვაჭრობა, განაცხადა, რომ სურს სიახლეების ავანგარდში იყოს. მან გაიარა კონსულტაციები, რათა დარწმუნებულიყო, რომ კანონიერად მოქმედებს.


გაყიდვისას დადებულ ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი, რომლის თანახმადაც როგორც მყიდველს ასევე გამყიდველს ესმის, რომ ბიტკოინის ფასი შეიძლება შეიცვალოს გარიგების დადებიდან უშუალოდ ანგარიშსწორებამდე.

1
423
3-ს მოსწონს
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
423
  
2018, 9 თებერვალი, 22:30
საინტერესოა ნამდვილად. ისე ინტერმედია ბიტკოინებს არ გამოიმუშავებს?
0 1 1