x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134514
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508580
რისი შედეგია აგრესია და რას თვლიდა ზიგმუნდ ფროიდი აგრესის წყაროდ?
აგრესიისა და ძალადობის თემა დღეს საკამოდ აქტუალურია. „აგრესიად ითვლება ნებისმიერი ქმედება, რომელიც ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს ადამიანს. ქმედებას შეიძლება აგრესიის კვალიფიკაცია მიეცეს იმ შემთხვევაში, როცა ის მოიცავს მიზანმიმართულ მცდელობას, აწყენინოს, ფიზიკურად დააზიანოს ან დაამციროს პიროვნება/ ან ზიანი მიაყენოს საკუთარ თავს (სოციოლოგი, ფსიქოლოგი, ანთროპოლოგი და ფილოსოფოსი

image
იგორ კონი „ბიჭი _ მამაკაცის მამა“).

აგრესიის შესახებ კაცობრიობის ისტორიის მანძილზე არაერთი მოაზროვნე ფიქრობდა, მათ შორის ფილოსოფოსები, მწერლები, ექიმები, პედაგოგები. ისინი ეძებდნენ მიზეზებსა და გამოსავალს...


მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ცხოველების ქმედებაზე დაკვირვება, განსაკუთრერბით იმ სახეობებზე, რომლებიც ჯგუფურად ცხოვრობდნენ და განასხვავებდნენ „თავისიანსა“ და „უცხოს“. ისინი იბრძოდნენ ტერიტორიის, საკვების, მდედრი ცხოველების გამო. მათი აგრესიის საფუძველი ეს სამი რამ გახლდათ. ცნობილი ავსტრიელი ზოოლოგი და ზოოფსიქოლოგი კონრად ზახარიას ლორენცი (Konrad Zacharias Lorenz) თავის წიგნში „აგრესია, ეგრეთწოდებული ბოროტება“ წერს, რომ სწორედ ცხოველთა ქცევაზე დაკვირვებით შეიქმნა თეორია, რომლის მიხედვითაც აგრესია შედეგია შემდეგი ფაქტორებისა: (1) ცოცხალი ორგანიზმის მიერ იმის არმიღება, რომ მისგან განსხვავებული არსებობს; (2) პირადი განსხვავებულობის განცდის ფონზე საფრთხის შეგრძნება გარშემომყოფთაგან და (3) სხვებზე დომინირების სურვილი. ადამიანი ამ თეორიაში განიხილება, როგორც ყველაზე მაღალგანვითარებული წარმომადგენელი ფაუნისა. ამ თეორიის დიდ ნაკლად უნდა აღიარებული იყოს თვითრეგულაციის პუნქტის არარსებობა და მისი მიზეზების გააზრება ადამიანის აგრესიულობა-არააგრესიულობის განსაზღვრის პირობებში.



ამასთანაევ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ მეცნიერების განვითარებასთან ერთად, შესაძლებელი გახდა აგრესიის ჩამდენი პიროვნების უფრო დეტალური შესწავლა, როგორც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ისე, სამედიცინო კუთხითაც. გამოიკვეთა ასეთი რეალობა: მკვლელებსა და ყაჩაღებს შორის, რომლებიც ჯანმრთელობის უმძიმეს ტრავმას აყენებდნენ მსხვერპლს, სხვადასხვა ფსიქოლოგიური პათოლოგიის მქონე ადამიანების რიცხვი ჭარბობდა. იმ დამნაშავეებს შორის, კი რომლებიც გაუპატიურებაში იყვნენ ბრალდებულები, ხშირი იყო ოლოგოფრენიითა და ნერვული სისტემის ტრავმის შედეგად დაავადებული პირები. თუ აგრესიის საფუძვლად ამ პათოლოგიებს გავითვალისწინებთ, მაშინ შესაძლოა დავიწყოთ ფიქრი მსგავსი სიმპტომების გაჩენისთანავე არა მარტო ფსიქოთერაპიის, არამედ მედიცინის აუცილებელი ჩართვის შესახებ.



ზიგმუნდ ფროიდი თვლიდა, რომ ადამიანის აგრესიის წყარო თვითნგრევის იმპულსებია. ეს არის სიკვდილისკენ პრიმიტიული სწრაფვის ენერგიის სხვა ადამიანებისკენ მიმართვის შემთხვევაა. ლორენცი ამტკიცებდა, რომ აგრესია არა იმდენად თვითნგრევის ინსტინქტია, რამდენადაც _ ადაპტირების სურვილის თანმდევი. ორივე კი თანხმდებოდა ერთ საკითხზე: აგრესია ინსტინქტურია. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ განარჩევენ აფექტურ და ინსტრუმენტულ აგრესიას. აფექტური აგრესიის მთავარი მოტივი სხვისთვის ზიანის და ტკივილის მიყენებაა. ინსტრუმენტული აგრესია კი აგრესორისთვის სხვა მიზნის მიღწევის საშუალებას წარმოადგენს. ძარცვა-ყაჩაღობა უმეტეს შემთხვევებში ინსტრუმენტული აგრესიის, ხოლო მკვლელობა _ აფექტური აგრესიის მაგალითებია.



აგრესიის შესწავლის შედეგად, სამი პრინციპული იდეა გამოიკვეთა: (1) არსებობს თანდაყოლილი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება აგრესიისა; (2) აგრესია ბუნებრივი რეაქციაა ფრუსტრაციაზე და (3) აგრესია დასწავლის შედეგია. (David G. Myers „სოციალური ფსიქოლოგია“). აგრესიის ფორმების გარჩევას ხშირად ართულებს მოტივის შესახებ ინფორმაციის არქონა და დასკვნის გაკეთების სიძნელე. თუმცა ზოგი მეცნიერი მიიჩნევს რომ აგრესიის ყველა ფორმა ინსტრუმენტულია, რადგან მას ყოველთვის აქვს გარკვეული მიზანი.

0
341
3-ს მოსწონს
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
341