x
შოტლანდიელი ბარონესა საკუთარ კრიპტოვალუტას ქმნის
image

ბარონესა მიშელ მონი შოტლანდიელი მეწარმე და სპიკერია, ახლა კი კრიპტოვალუტის მფლობელიც გახდება. მან გადაწყვიტა საკუთარი კრიპტოვალუტა EQUI შექმნას. ბარონესას განცხადებით, ეს ნაბიჯი უბიძგებს ქალებს უფრო ხშირად ჩადონ ინვესტიციები ტექნოლოგიებში.

მიშელ მონი ფართო აუდიტორიისათვის აპირებს საინვესტიციო პლატფორმის შექმნას, რათა ხელი შეუწყოს მსხვილ კომპანიებში კოლექტიურ ინვესტირებას.


მიუხედავათ პოზიტიური განწყობისა, კრიპტოვალუტის პლატფორმა უკვე გააკრიტიკეს. ახალი იდეა მარტში აიღებს სტარტ, მაგრამ მხოლოდ იმ ინვესტორებისათვის, ვინც მზადაა საქმეში 100 000 დოლარი ჩადოს.

„რომელი „ჩვეულებრივი ინვესტორი“ ჩადებს და შეინახავს 100 000 დოლარს ერთ პლატფორმაზე. ის რისკავს კურსის ცვლილებისას დაკარგოს ფული? სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ რეალობაში ეს განიხილება როგორც ფონდი, რომლის საქმიანობა რეგულირებას დაექვემდებარება“, - წერს ბარონესას ერთ-ერთი ოპონენტი.

0
54
2-ს მოსწონს
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
54
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0