x
მეტი
  • 17.10.2018
  • სტატია:81676
  • ვიდეო:333733
  • სურათი:438859
ეგვიპტეში გარყვნილი ცეკვის გამო რუსის გოგონა დააკავეს(ვიდეო)

image

დაკავებულ მოცეკვავეს ბრალი წაუყენეს "ახალგაზრდების გარყვნაში და უზნეობის გაღვივებაში"

რუსი გოგონას დაკავების მიზეზი გახდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეო, რომელიც სამხრეთ ეგვიპტეს ღამის კლუბშია გადაღებული.

image

31 წლის ეკატერინე ანდრეევამ, რომლის სასცენო ფსევდონიმია ჯოჰარა(მარგალიტი), ეგვიპტეს ღამის კლუბებში შეასრულა მუცლის ცეკვები, მაგრამ ეგვიპტეს ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მისი გამოსვლებები გადამეტებულად სექსუალური იყო.

ზოგიერთი მაყურებელის მასთან სცენაზე ასვლაც კი უნდოდა, ეგვიპტელი სამართალდამცავები მიიჩნევენ, რომ მისი ჩაცმულობა, ცეკვა და განსაკუთრებით კოსტუმის ფერი ზედმეტად გამომწვევი და გარყვნილი იყო.

image

"ცეკვის შესრულების დროს ყველა ფერი ნებადართულია კრემისფერი კოსტუმის გარდა, რადგან ეს ფერი კანისფერს ეხამება, ამასთანავე ჩვენ დიდი ეჭვი გვაქვს, რომ ბრალდებულს ცეკვის დროს საერთოდ არ ეცვა საცვალი, ეს საკმაოდ პროვოკაციულად გამოიყურებოდა"-განაცხადა პროკურორმა ჰატიმ ფადლიმ.

ეკატერინეს დამსაქმებელმა კომპანიამ უკვა მიმართა ადვოკატებს.

ახალგაზრდა ქალი 250$ გირაოს სანაცვლოდ გაანთავისუფლეს, საქმის განხილვამდე ქალს აკრძალული აქვს ცეკვა.

ეკატერინეს და მის მეუღლეს მოსკოვში გახსნილი აქვთ მუცლის ცეკვის საკუთარი სტუდია.

ამჟამად ეკატერინე კაიროს ერთ-ერთ საავადმყოფოშია, დაკავების შემდეგ მან მძიმე ემოციური სტრესი გადაიტანა.

იხილეთ ვიდეო:

1
413
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
413
  
როგორ შეიძლება ეროვნული ცეკვისთვის ვინმეს დაკავება????? თუნდაც ის რუსი იყოს
0 1 1