x
image
მანჩო 777
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლისაა
ცოდნის ტაძარი, მეცნიერებისა და კულტურის კერა, ყველა ქართველისათვის წმინდათაწმინდა ადგილი - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 100 წლის გახდა. დიახ, ზუსტად 100 წლის წინ, 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღამეშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.



imageფოტოზე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, 1918 წელი, ფოტოს ავტორი უცნობია



საქართველოში უნივერსიტეტის დაარსების იდეა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის დასაწყისში, რუსეთის იმპერიისაგან გათავისუფლებისთვის ბრძოლის გაძლიერებასთან ერთად დაიბადა. მე-19 საუკუნის სამოციან წლებში საქართველოში სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა ახალი თაობა, დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია სულიერი აღორძინების ახალი ეტაპი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ამ წლებში განსაკუთრებით გააქტიურდა უნივერსიტეტის დაარსებისათვის ბრძოლა. თუმცა ილიას დიდ ოცნებას-საქართველოში დაარსებულიყო უნივერსიტეტი, ახდენა არ ეწერა.

ილია ჭავჭავაძის იდეის ღირსეული გამგრძელებელი და სულისჩამდგმელი გახდა ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე ივანე ჯავახიშვილი.




image

ფოტოზე: ივანე ჯავახიშვილი


1917 წლის თებერვლის რევოლუციის პირველი დღეებიდანვე პეტერბურგში მყოფმა ივანე ჯავახიშვილმა აქტიურად დაიწყო უმაღლესი სასწავლებლის გახსნისათვის მზადება. ამავე წლის 12 მაისს თბილისში, პეტრე მელიქიშვილის ბინაში, უნივერსიტეტის საზოგადოების დამფუძნებელთა პირველი შეკრება შედგა. კრებას ექვთიმე თაყაიშვილი ხელმძღვანელობდა. ამ დღეს დაარსდა ''ქართული თავისუფალი უნივერსიტეტის'' საზოგადოება, რომელმაც დიდი როლი შეასრულა უნივერსიტეტის დაარსების საქმეში.



imageფოტოზე: ექვთიმე თაყაიშვილი




1917 წლის შემოდგომაზე უნივერსიტეტის დამფუძნებელთა მუშაობა უმაღლესი სასწავლებლის გასახსნელად კიდევ უფრო ფართოდ გაიშალა. გადაწყდა, რომ თავდაპირველად დაარსებულიყო მხოლოდ ერთი – სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი, რომელიც გააერთიანებდა ჰუმანიტარულ დარგებს, აგრეთვე, ბუნე-ბისმეტყველებასა და მათემატიკას. დეკემბრის ბოლოს პრესაში უკვე გაჩნდა განცხადება ქართულ უნივერსიტეტში სტუდენტების მიღების შესახებ.

უნივერსიტეტის თანადამფუძნებლები იყვნენ და ივანე ჯავახიშვილს აქტიურად ედგნენ გვერდში ქართველი მეცნიერები კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. უნივერსიტეტეის პირველ რექტორად ივანე ჯავახიშვილი წინადადებით არჩეული იქნა პროფესორი პეტრე მელიქიშვილი - ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.



image

ფოტოზე: პავლე მელიქიშვილი



უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.


1919-1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს კი, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.

ახლად დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდნენ: ივანე ჯავახიშვილი, იუსტინე აბულაძე, გიორგი ახვლედიანი, ფილიპე გოგიჩაიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, კორნელი კეკელიძე, შალვა ნუცუბიძე, ელისაბედ ბაგრატიონ-ორბელიანისა, დიმიტრი უზნაძე, ვანდა ღამბაშიძე, ილია ყიფშიძე, იოსებ ყიფშიძე, აკაკი შანიძე, ანდრია ბენაშვილი, ანდრია რაზმაძე, ივანე ბერიტაშვილი, გრიგოლ წერეთელი .... ერთი სიტყვით, იმდროინდელ უნივერსტიტეში სწავლა ალბათ მთელი ბედნიერება იყო.



image

ფოტოზე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები



ახლადგახსნილი უნივერსიტეტი მდებარეობდა ყოფილი სათავადაზნაურო სკოლის შენობაში. შენობის ხუროთმოძღვარი იყო პირველი ქართველი არქიტექტორი, რომელსაც აკადემიური განათლება ჰქონდა მიღებული – სიმონ კლდიაშვილი, მშენებლობის ორგანიზატორი და სულის ჩამდგმელი კი – ცნობილი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე ნიკოლოზ ცხვედაძე.
სიმონ კლდიაშვილმა 1899 შეადგინა თბილისის სათავადაზნაურო სკოლის შენობის პროექტი და 1906–მდე ხელმძღვანელობდა მის მშენებლობას.
მთავარი კორპუსის ოთხსართულიანი შენობა რენესანსული არქიტექტურის მოტივებს ეფუძნება. ფართო კიბისა და სიმეტრიული პანდუსის კომპოზიცია ფასადს პარადულობას ანიჭებს.



image

ფოტოზე: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 1950 წელი


ამჟამად თსუ მოიცავს 8 კორპუსს, სტუდენტთა რიცხვი 30 000-ს, ხოლო პროფესორ-მასწავლებელთა რაოდენობა 3 000-ს აღწევს.
უნივერსიტეტს აქვს 7 ფაკულტეტი, 60-მდე სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია და ცენტრი, უმდიდრესი სამეცნიერო ბიბლიოთეკა (4 მილიონამდე წიგნითა და პერიოდული გამოცემით), 7 მუზეუმი, საკუთარი გამომცემლობა და სტამბა, გამოსცემს საკუთარ გაზეთს ''თბილისის უნივერსიტეტი''.




image



მთელი ინტერმედიის სახელით ვულოცავ ჩვენ საყვარელ უნივერსიტეტს და უნივერსიტეტელებს ამ ღირსეულ იუბილეს. კვლავაც ბევრი სასახელო და წარმატებული ქართველი მეცნიერი თუ საზოგადო მოღვაწე, ან უბრალოდ, კარგი მოქალაქე აღზრდილიყოს მის კედლებში!

6
94
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
94
  
2018, 8 თებერვალი, 22:54
იმედია კარგი ამბებია
2018, 8 თებერვალი, 22:50
ისეთი ქაოსური დღე მქონდა.... და თან ისეთი ამბები მოხდა...:///
2018, 8 თებერვალი, 22:40
გელოდეთ უნივერსიტეტელებს და რომ არაფერი დაწერეთ, მე გავბედე თქვენ უნივერსიტეტზე
2018, 8 თებერვალი, 22:13
მე მეამაყება თსუელობა ^–^ არაჩვეულებრივი ხარ, მანჩო
2018, 8 თებერვალი, 20:24
მადლობა... დღეს ამ სტატიის გარეშე არ შეიძლებოდა. ფორს-მაჟორში დავწერე :)
2018, 8 თებერვალი, 20:18
ასი ხუთიანი
0 1 6