x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
აშშ-ში ძაღლს უმუშევრობის გამო სოციალური შემწეობა დაუნიშნეს
image

კურიოზული ფაქტი მოხდა აშშ-ში, ძაღლს სახელად რაიდერს, უმუშევრობის გამო სოციალური შემწობა დაუნიშნეს, ამის შესახებ იუწყება Detroit Free Press-ი.



მიჩიგანის შტატის მაცხოვრებელი მაიკლ ჰედოკმა აღნიშნა, რომ მიიღო წერილი სადაც ეწერა, რომ განცხადება ვინმე რაიდერისთვის სოციალური შემწობის დანიშვნის შესახებ დაკმაყოფილებულია.რაიდერი კვირაში ერთხელ მიიღებს ფულად დახმარებას 360 დოლარის ოდენობით...თუმცა ჰედოკი აღნიშნავს, რომ მათ ოჯახში ერთადერთი წევრი სახელად რაიდერი არის ძაღლი, წერილში მითითებულია, რომ რაიდერის ბოლო სამუშაო ადგილი დეტროიტის ერთ-ერთი რესტორანი იყო.

"არ ვიცი როგორ მოვიხმარო ეს ფული"-იხუმრა ჰედოკმა.



ბოლობოლო სააგენტო მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა, უმუშევრობის შესახებ შემწობის დანიშვნა და წერილის გამოგზავნის ფაქტი დაადასტურა და აღნიშნა, რომ ფული შეცდომით იქნა ჩარიცხული.


როგორც ირკვევა აშშ-ში გაიზარდა თაღლითობა სოციალური დახმარების მიღების მიზნით, ხშირად დამნაშავენი გებულობენ მოქალაქეების პირად მონაცემებს(სახელი.გვარი, დაზღვევის ნომერი) და ცდილობენ ამით ფული იშოვონ, როგორც ჩანს თაღლითებს ძაღლი სახელად რაიდერი, ადამიანი ეგონათ.

image
იხილეთ აგრეთვე

1
90
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
90
  
0 1 1