x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
არაბული მედიცინა და ისლამური სამყაროს ცნობილი ექიმები

image

ისლამური მედიცინა უძველეს კულტურებში დაგროვებული ცოდნის ჰარმონიული სინთეზის ნათელ მაგალითს წარმოადგენს.მისი განვითარებისთვის ძირითადი საფუძველი გახდა სასანიანების მიერ დაარსებული სამეცნიერო და სამედიცინო ცენტრი - ჯუნდიშაბურის აკადემია და ბერძნული, სპარსული თუ ინდური სამედიცინო ტრადიციების შერწყმა.

გადმოცემით პირველი არაბი ექიმი იყო მუჰამადის თანამედროვე ალ-ჰარის იბნ კალადა, რომელიც მკურნალობდა ხალიფა აბუ ბაქრსა და უმარს.მას განათლება სპარსეთში ჰქონდა მიღებული.

აღსანიშნავია, რომ VIII საუკუნეში ხალიფა ალ-ვალიდ I-ის დროს დაიწყეს კეთრით დაავადებულ პირთა განცალკევება და მათი სპეციალიზებული მკურნალობა.ექიმებს ჯამაგირს სახელმწიფო ხაზინიდან უხდიდნენ, ამიტომ მკურნალობა უფასო იყო.VIII-IX საუკუნეებში ინტენსიურად ითარგმნებოდა და იწერებოდა სამედიცინო ნაშრომები.ჰუნაინ იბნ ისჰაკმა, რომელიც იყო ხალიფა ალ-მუთავაქილის დროს სასახლის კარის ექიმი, თარგმნა ჰიპოკრატეს, ჰალენის, ორივასიუსის ნაშრომები.ცნობილია მისი შრომა ოფთალმოლოგიაში.

ისლამური მედიცინის უდიდესი წარმომადგენელი იყო არ-რაზი(ლათინურად რაზესი).პირველად სწორედ მან ჩაატარა დიაგნოსტიკური გამოკვლევა და გამოავლინა განსხვავება წითელასა და ყვავილის ინფექციურ დაავადებებს შორის.მან პრაქტიკაში შემოიტანა ავადმყოფების გამოკვლევისა და მკურნალობის ფსიქოსომატური მიდგომა.არ-რაზის ეკუთვნის 200-მდე შრომა, მათ შორის აღსანიშნავია ქითაბ ალ-ჰავი, ანუ, "ყოვლისმომცველი წიგნი" მედიცინის სფეროში.

ისლამური სამყაროს უდიდეს ექიმად ითვლება იბნ-სინა, რომელიც დასავლეთში ცნობილია ავიცენას სახელით. თავისი ენციკლოპედიური ცოდნით ის იყო შუა საუკუნეების "ინტელექტუალის" ნიმუში.მას ეკუთვნის სამედიცინო ენციკლოპედია "მედიცინის კანონები", რომელიც ეძღვნება ანატომიას, ჰიგიენას, სხვადასხვა დაავადებების გამომწვევ მიზეზებსა და მათი მკურნალობის მეთოდებს. აღნიშნული ნაშრომი ითვლებოდა "მედიცინის ბიბლიად" როგორც აღმოსავლეთში, ისე დასავლეთში.იბნ-სინამ აღწერა ტუბერკულოზის ინფექციური ხასიათი.ის იყო პირველი, ვინც შეისწავლა და აღწერა მენინგიტი.ამასთანავე, მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გინეკოლოგიისა და პედიატრიის განვითარებაში.იბნ-სინა (ავიცენა)
ავიცენას გვერდით უდიდეს ექიმად ითვლება აზ-ზაჰრავი, შუა საუკუნეების უდიდესი ქირურგი.მან სახელი გაითქვა თავისი მიღწევებით ქირურგიულ ტექნიკაში, გამოიგონა რამდენიმე მნიშვნელოვანი ქირურგიული ინსტრუმენტი.მისი ნაშრომები საფუძვლად დაედო დასავლურ ქირურგიას.აზ-ზაჰრავიმ მოგვცა მრავალი ქირურგიული ოპერაციებისა და ამპუტაციების დეტალური აღწერა.აღსანიშნავია, რომ მან პირველად აღწერა ჰემოფილია

.აზ-ზაჰრავი იყო ექსპერტი კბილების მკურნალობის დარგში, მას აღწერილი აქვს კბილების მკურნალობის პროცედურები და ხელოვნური კბილების დამზადება.

ისლამური მედიცინის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა ცნობილმა ფილოსოფოსმა და ექიმმა იბნ-რუშდიმ.მან მეცნიერულად დაასაბუთა, რომ ადამიანი არ შეიძლება მეორეჯერ დაავადდეს ყვავილის ინფექციური დაავადებით. ექიმმა ალი ბინ აბასმა ჩაატარა კიბოს ამოკვეთის ქირურგიული ოპერაცია, რომელიც შეესაბამებოდა თანამედროვე მეთოდებს.

image მუსლიმმა ექიმებმა პირველად მსოფლიოში განახორციელეს გამოკვლევები კეთრის სიმპტომების გამოსავლენად.მათთვის ცნობილი იყო ანესთეზიის სხვადასხვა საშუალება.გარდა ამისა, მუსლიმი ექიმები წარმატებით მკურნალობდნენ ფსიქიკურ აშლილობასაც.

0
463
2-ს მოსწონს
ავტორი:სოფო კაპანაძე
სოფო კაპანაძე
463
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0