x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ბადაგონის“ დამფუძნებლის, ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი - „ბადაგონის“ დირექტორმა გიორგი სალაყაიამ კომპანია და ინვესტიციები უკანონო
image

კომპანია „ბადაგონის“ დამფუძნებლის, ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატის, იმედა დვალიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქონება „ბადაგონის“ დაქირავებულმა მენეჯერმა გიორგი სალაყაიამ უკანონოდ მიისაკუთრა.

დვალიძის თქმით, 2003 წლიდან დღემდე კომპანია „ბადაგონის“ რეალურ მესაკუთრეს მხოლოდ ვლადიმერ ჯანჯღავა წარმოადგენს და ინვესტიციებს რეალურად ის ახორციელებდა.

„ცოტა არ იყოს, სასაცილოა, როცა გიორგი სალაყაია აცხადებს, რომ თითქოს ვლადიმერ ჯანჯღავას წილი არ ეკუთვნის „ბადაგონში“. სალაყაიამ ყველაზე კარგად იცის, რომ ვლადიმერ ჯანჯღავა არა მხოლოდ მფლობელი იყო, არამედ სწორედ მან განახორციელა 20 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია ქარხანაში, სწორედ ჯანჯღავას ჩადებული ინვესტიციის წყალობით გახდა კომპანია „ბადაგონი“ ცნობადი, მაღალტექნოლოგიური და განვითარებული კომპანია“, – აცხადებს იმედა დვალიძე.


განაგრძეთ კითხვა


0
70
შეფასება არ არის
ავტორი:Georgian News
Georgian News
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0