x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
„მიშას მოხარშულს ვიცნობ, მაგ უბედურს და ვანიჩკასაც, პირველად მე გამოვიყვანე ეთერში“ - აქუბარდია
image


ტელეკომპანია „კავკასიას“ დირექტორმა, ტელეწამყვანმა დავით აქუბარდიამ საკუთარ გადაცაემაში „სტუდია სპექტრი“ მიხეილ სააკაშვილზე და ვანო მერაბიშვილზე უარყოფით კონტექსტში ისაუბრა.


"მე ძალიან კარგად ვიცნობ მიშას, პირველად მე გამოვიყვანე ეთერში და მოხარშულს ვიცნობ მაგ უბედურს და ვანიჩკასაც ვიცნობ მოხარშულს (იგულისხმება მერაბიშვილი).


აშშ-ში, ლოს-ანჯელესში როგორი დათრგუნვის მანქანაც შემოიღო პოლიციამ და ჩადებებიც სწორედ იქიდან მოდის, მიშამ პირდაპირ გადმონერგა ჩვენთან... ნუ აყვებით, მიშას ავანტიურა იყო ეს სასჯელების გამკაცრება, ყველანი ციხეში და ჩავუდოთ ნარკოტიკიო” – განაცხადა დავით აქუბარდიამ საკუთარ გადაცემაში.



დავით აქუბარდიას საავტორო გადაცემა „კავკასიის“ ეთერში მრავალი წელია გადის. ის განსხვავებულ, მისთვის დამახასიათებელ სტილში უძღვება ეთერს.


ამავე თემაზე: „აქუბარდია იყო მიშას და მერაბიშვილის ხელისბიჭი, ეთერში არავის სვამდა კონსულტაციის გარეშე“

0
222
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
222
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0