x
რა ვქნა არ მინდა ეს ,,რუსის ნაშები" და ,,37 მანეთიანი ფრენა"
image
“ეჰ რა დრო იყო, 37 მანეთად გადაფრინდებოდი მოსკოვში, იგულავებდი, გადმოფრინდებოდი"

“რა ქვეყანა დაანგრიეს"

“რუსეთს შენ მოუგებ? ჩვენ კიარა მთელ მსოფლიოს აზანზარებს"

“ათ ქართველს მთელი ბრიგადა ხელში გვეჭირა"


“ერთ კნოპკაზე თითს დააწვებიან და გაგვაქრობენ რუკიდან"

ყოველთვის მაღიზიანებდა და ყოველთვის გამაღიზიანებს მსგავსი ფრაზები. გაღიზიანება რბილი ნათქვამია ალბათ, უბრალოდ აღარ ვიცი რა დავარქვა ამ გრძნობას.

კონკრეტული მაგალითების მოყვანა არ მინდა ბევრი ადამიანისგან, ძალად ქართველებისგან, გამიგია მსგავსი “ბრძნული გამონათქვამები". ამ დროს მინდება ხოლმე, რომ დავისვა ასეთი ადამიანი, დაველაპარაკო, ავუხსნა, დავანახო რეალობა და რამე შევაგნებინო. ვიწყებ კიდევაც ლაპარაკს, გამეხსნება თითქოს ლაპარაკის მუღამი, სიტყვების ულევი მარაგი მოდის. დავიღლები ხოლმე ლაპარაკით და.. საუბრის ბოლოს მინდება, რომ დაბრუნდეს ის “ლეგენდა", “გმირი", “ფაშიზმის მძლეველი", დიდი სტალინი და ჩემი თანამოსაუბრე მთელი თავისი მოდგმით საქართველოდან შორს გადაასახლოს.

ყოველთვის მინდოდა რომ ამ თემაზე ვინმესთის ჩემი აზრი გამეზიარებინა და ამ სტატიას ორი ადამიანი მაინც თუ წაიკითხავს ძალიან კმაყოფილი ვიქნები.

უფრო შორს რომ არ წავიდე საბჭოთა კავშირი. 70 წლიანი ჩამორჩენა, მუხრუჭი. მოკლედ, მე არ მიცხოვრია საბჭოთა კავშირში და არც ის მინახავს როგორ ცხოვრობდა მაშინ ხალხი. ნეტა რას ჭამდნენ ეგეთს, რა ფულს შოულობდნენ, რას გულაობდნენ ასეთს მოსკოვებში და ხარკოვებში, რით უტენიდნენ ტვინს, რომ ისე მისტირიან იმ დროს ოღონდ იქ დააბრუნონ და მზად არიან მთელი ქვეყანა ლანგრით მიართვან ჩვენს “ერთმორწმუნე მეგობრებს". განსაკუთრებით იმ ხალხისგან მიკვირს ასეთი დამოკიდებულება ვისაც საბჭოთა კავშირში უცხოვრიათ. დალოცვილო, ხომ გინახავს რას ასწავლიდნენ სკოლებში, რას უკეთებდნენ განსხვავებულ აზრს, ხომ გახსოვს რასაც გიყვებოდნენ ხალხზე რომლებიც საბჭოთა კავშირის გარეთ ცხოვრობდნენ, ხომ გახსოვს როგორ გიკრძალავდნენ ეკლესიაში სიარულს, როგორ აქრობდნენ ქართულ ენას, ხოდა რატო? რა მიზეზით ბრუნდები უკან? რით გაგაძღეს ასე ანეხლა რა მოგშივდა ეგეთი, რომ არ გინდა თავისუფლება და ის 37 მანეთიანი ცხოვრება გირჩევნია? მოხვალ მერე და ისტორიაზე, წინაპრებზე, ქართველობაზე დამიწყებ საუბარს. ჭკუას დამარიგებ, ჩვენს წინაპრებს გაიხსენებ რომლებმაც საქართველოს თავი შესწირეს და შენ რას შვები? ხალხი იხოცებოდა, ნამდვილი გმირები, იმისთვის რომ თავისუფლება ჰქონოდათ და შენ “ნაშებზე", გულაობაზე და სავსე მუცელზე გინდა გაცვალო დამოუკიდებლობა?

ნიკოლოზ ბარათაშვილს ტყვილა არ დაუწერია:

“.ირაკლიმ იცის, რომე ქართველებს

არად მიაჩნით უბედურება,

თუ აქვთ თვისთ ჭერთ ქვეშ თავისუფლება"...

ჰოდა რატომ არ გინდა ოდნავ მაინც მიბაძო იმ შენს წინაპრებს და გაიჭირვო ცოტა, არ იფიქრო მუცლის ავსებაზე, 37 მანეთიან გულაობაზე და გადადო რაღაცები მეორე პლანზე სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის?

ეხლა მეორე საკითხი. რუსეთს დიდი ბაზარი აქვს, შეგვიძლია ყველაფერი გავყიდოთ, ფული ვიშოვოთ, ადრე ყვეაფერი გადიოდა რუსეთში, ბლა ბლა ბლაა და ასე შემდეგ. კარგია, გავყიდოთ რუსეთშიჩვენი ხილი, ბოსტნეული, მინერალური წყალი და ასე შემდეგ მაგრამ რის ხარჯზე? გაგვიხსნიან ბაზარს და ჩვენ საზღვრები გავუხსნათ? საზღვრის აღმნიშვნელი ბანერები რომებიც ეხლა ქართლში დგას დავდგათ აჭარაში, სამცხე ჯავახეთში, აზერბაიჯანის საზღვართან და ასე შემდეგ. შემდეგ შეგვიშვებენ მათ ბაზარზე, 37 მანეთადაც გადავფრინდებით, არც ვიზა დაგვჭირდება... მთავარია მშივრები არ ვიყოთ...

რა ვქნა არ მინდა ეს რუსის ნაშები, არც მათი გულაობა, არც მათი ფულები, არც 37 მანეთათ ფრენა მოსკოვში. ჩემს სამშობლოში წყნარად ცხოვრება მირჩევნია, მოსკოვს სოხუმის ნახვა მირჩევნია, სამხრეთ ოსეთს სამაჩაბლო ერქვას მირჩევნია...

P.S. შეიძლება რამეში ვცდები, იქნებ მართლა რუსეთია ჩვენი ერთმორწმუნე ძმა, მაგრამ თუ არ ვცდები?.....

3
159
1-ს მოსწონს
ავტორი:ლმძე
ლმძე
159
  
2018, 9 თებერვალი, 23:04
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი ლმძე-ის კომენტარზე
2018, 9 თებერვალი, 15:03
გაიხარე. მეც მაგ თაობის ვარ, და ვიცდი ველოდები გავიდეს კიდევ დრო, თუნდაც კიდევ 13 წელი. გეთანხმები ყველაფერში რაც დაწერე, თუმცა გული იმაზე მტკივა რომ ჩვენს და მომდევნო თაობებშიც არიან ჯერ კიდევ ახალგაზრდები რომლებზეც არ ვიცი ალბათ ბებია-ბაბუის და მშობლების თაობამ იმხელა გავლენა იქონია, თავიანთი ნოსტალგიით ,,რა ქვეყანა დაანგრიეს", რომ ზოგიერთ ახალგაზრდასაც წამოსცდენია რათ გვინდა რომ ვებრძვით, ვერ მოვერევით, დიდი ბაზარია რუსეთი, ჩავალთ ვიგულავებთ და ასე შემდეგ :( ვერ ხვდებიან რის ხარჯზე მოუწევთ ეგ ყველაფერი. იმედი მაქვს დრო მართლა ზავს თავისას და ბევრი იქნება შენნაირი და ჩემნაირი რომლებიც არ შეეგუებიან იმას, რომ ვაშლის გაყიდვის სანაცვლოდ ტერიტორიები და დამოუკიდებლობა წაგვართვან... დამოუკიდებლობა კიდე სხვა სიტყვაა თავისუფლებაა მთავარი...
2018, 9 თებერვალი, 10:51
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 3