x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
,,ქართული მარში,, ,,სახალხო პატრულის,, შექმნას გეგმავს
ერთ-ერთი რადიკალური, ულტრამემაჯვენე ჯგუფი ფეისიბუქ გვერდზე “ წინააღმდეგობა/Resistance“

ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ქართული მარში“ ეგრეთ წოდებულ სახალხო პატრულს ქმნის, რომელიც “უცხოტომელთა თავგასულობას ალაგმავს“:


"სახალხო პატრული" უსწორდება საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევ მიგრანტებს (პარიზი, საფრანგეთი)(ვიდეოს შესახებ)

"ქართული მარში" სულ მალე ჩამოაყალიბებს "სახალხო პატრულის" ანალოგს თბილისში. "სახალხო პატრული" დაკომპლექტდება ეროვნული სულისკვეთების მქონე ახალგაზრდებით. ისინი იპატრულირებენ აღმაშენებლის გამზირზე და ლესელიძეზე. მიგრანტების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევაში ისინი აღკვეთენ ფაქტს. აღმაშენებელს და ლესელიძეს სრულად გააკონტროლებს "სახალხო პატრული" ! დამთავრდება უცხოტომელების თავგასულობა თბილისში!!!“ image


განცხადებას თან ახლავს ძალადობის ამსახველი ვიდეო, რომელიც აჩვენებს თუ როგორ უსწორდებიან მიგრანტებს ანალოგიური დაჯგუფების წევრები საფრანგეთში. პოსტს მოჰყვა უამრავი ქსენოფობიური კომენტარი, თუმცა თითქმის არავის დაუსვამს კითვხვები, თუ რას გულისხმობენ “თავგასულობაში“ ან ვის დაქვემდებარებაში იქნებიან ეს არაფორმალური დაჯგუფებები, რომელთაც, რასაკვრველია, წესრიგის დამყარებისთვის საჭირო ლეგიტიმაცია არ ექნებათ.

image

თავად “ქართულ მარშს“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ეს არ გამოუქვეყნებია, თუმცა არც უარყოფს. ჰომოფობიური და ქსენოფობიური გამოსვლებით ცნობილმა დაჯგუფებამ ჟურნალისტებს ინფორმაცია დაუდასტურა. სანდრო ბრეგაძის თქმით, “სახალხო პატრული“ ერთ თვეში გამოჩნდება თბილისის იმ ქუჩებში, სადაც განსაკუთრებით ბევრი “უკანონო მიგრანტია “ და მათ მიერ ჩადენილ კანონგარეშე ქმედებებს სამართალდამცავებს შეატყობინებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საკითხზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.




2
106
4-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ბაისონაშვილი
ნინო ბაისონაშვილი
106
  
ახალი არაფერია. რელიგიური ნეოფაშიზმი. რომელსაც უფალთან საერთო არაფერი აქვს. მემარჯვენე ბარბაროსები.
2018, 31 აგვისტო, 18:31
შარიათის პოლიცია გამახსენდა :)))
0 1 2