x
image
_K_
დედამიწაზე ერთადერთი უკვდავი ქმნილება მედუზაა!
image

იცოდით, რომ სამყაროში უკვდავი ქმნილება არსებობს და ის მედუზაა?


მას სამუდამოდ შეუძლია ცხოვრება, რადგან უჯრედების რეგენერაციის უნარი აქვს.


მეცნიერულად ქმნილებას Turritopsis nutricula ჰქვია.



image


როცა ეს მედუზები ზრდასრულები ხდებიან და გამრავლების ფაზასაც ამთავრებენ, კი არ კვდებიან, საკუთარ თავს გარდაქმნიან ახალგაზრდა პოლიპად და ისევ უბრუნდებიან სექსუალურად მომწიფებულ საფეხურს. მათი უჯრედები პირვანდელ ფორმას უბრუნდება და წარმოიქმნება ახალი უჯრედებიც.

მათი საცეცები იკუმშება, სხეული პატარავდება და ოკეანის ფსკერზე ეშვება, რომ ციკლი ხელახლა გაიმეოროს.


ერთხელ კი არა, მათ ამის გაკეთება უამრავჯერ შეუძლიათ.


ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პაწაწინა, 5 მილიმეტრიან ქმნილებებს უსასრულო სიცოცხლე აქვთ.


მათი ასეთი ტრანსფორმაცია სრულიად უცხოა ცხოველთა სამყაროსთვის.


image


თუ მოზარდი მედუზა შეშინებული, დაშავებული ან მშიერია, საკუთარ თავს ის ოკეანის თბილი წყლით მკურნალობს.


ტრანსფორმაციის დროს მისი კუნთოვანი უჯრედები გადაიქცევა კვეერცხუჯრედად ან სპერმად, ხოლო ნერვული უჯრედები - კუნთოვან უჯრედებად.


მას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მოკვდეს, თუ რომელიმე თევზი შეჭამს ან დაავადება დაამარცხებს.


image


უკვდავი მედუზა 1883 წელს აღმოაჩინეს ხმელთაშუა ზღვაში. მისი უნიკალური რეგენერაციის შესახებ 1990-იანი წლების შუა პერიოდამდე არ იყო ცნობილი.


ეს მედუზები კარგადა არიან შეგუებულები საცხოვრებელ გარემოს. მაგალითად, მათ, ვინც ტროპიკულ წყლებში ცხოვრობენ, 8 საცეცი აქვთ, ხოლო მათ, ვინც ზომიერ ჰავაში ცხოვრობენ, 24 ან მეტი საცეცი აქვთ.


არავინ იცის, რამდენი წლისაა ყველაზე "მოხუცი" მედუზა და არც არსებობს რამე ხერხი ამის დასადგენად.

image


გარდა იმისა, რომ უკვდავები არიან, ასევე ისინი მრავლდებიან მსოფლიო ოკეანეებში. ისინი მიყვებიან გემებს, როცა მეზღვაურები ტვირთს ცლიან და წყალს ისევ ოკეანეში ასხამენ სხვა ადგილას, ეს მედუზასთვის ზრდის შანსებს, თავისი სახეობის სხვა სქესის ქმნილებას შეხვდეს და გამრავლდეს.


image

0
208
3-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
208
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0