x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
“განხეთქილების მეტაფორა” კოგნიტურ ფსიქოლოგიაში
image



მეცნიერები დღემდე ფქირობენ პრობლემაზე, რომელიც, როგორც ჩანს კიდევ და კიდევ უფრო მეტი მკვლევრის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. პრობლემას ცნობიერების სუბიექტურობა ქმნის. ის მხოლოდ ერთ ადამიანს გააჩნია, როგორ უნდა ახსნას ის გარეშე პირმა (მეცნიერმა)?


ამ პრობლემამ მეცნიერები და ფილოსოფოსები ორად გაყო: ერთნი, ძირითადად, ნეირომეცნიერები, თვილიან, რომ ცნობიერება ტვინის ფიზიკური მოქმედების ერთობლიობამდე დაიყვანება და ამ პროცესების შესწავლით ცნობიერების პრობლემაც გადაწყდება. მეორენი ფილოსოფოსები არიან, რომლებიც თვლიან, რომ ცნობიერება არის ტვინის ფიზიკურ პროცესებს დამატებული სუბიექტური განცდა.


განათლებით მათემატიკოსი დევიდ ჩალმერსი (David J. Chalmers) ინდიანას უნივერსიტეტში ფილოსოფიასა და კოგნიტური ფსიქოლოგიის საფუძვლებს და ხელოვნურ ინტელექტს შეისწავლიდა. 1994 წელს არიზონას უნივერსიტეტში პირველად გამოვიდა სიტყვით, რომლითაც, თითქოს მეცნიერებაში დააბრუნა „სულის“ შემეცენბა. 1996 წელს გამოვიდა მისი წიგნი «The Conscious Mind in search of a Fundamental Theory».



ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ჩალმერსმა დააყენა სამეცნიერო საზოგადოების წინაშე, გახლდათ ის, რომ მან შემეცნება სუბიექტური განცდის პროდუქტად აღიქვა, რომლის გააზრება და გაგება ფიზიკური ფენომენების შემსწავლელი მეცნიერების წარმომადგენლებს არ ძალუძთ.


ადამიანის ტვინი ძალიან რთულად არის მოწყობილი. მილიარდობით ნეირონი ყოველდღირად უამრავ სიგნალს უგზავნიან ერთმანეთს.დ. ჩალმერსის განცხადებით, ტვინის შესწავლით პასუხს ვერ გასცემ კითხვაზე, როგორ იბადება სუბიექტური შემეცნება ადამიანში. ამას მან „შემეცნების რთული პრობლემა“ უწოდა. სწორედ ამან მოუტანა მსოფლიო სახელი.


ორიოდე წლის წინ მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ პანფსიქიზმის თეორია მისთვის ყველაზე ახლობელი იყო. (პანფსიქიზმი _ იდეალისტური წარმოდგენა, რომლის მიხედვითაც ბუნებაში ყველაფერი სულიერია; ანიმიზმის გადმონაშთი. ანიმიზმი არის პირველყოფილი საზოგადოებების სულიერი ცხოვრებისათვის დამახასიათებელი რწმენა, როცა გარესამყაროს ყველა მოვლენას საკუთარი სული აქვს; ტეილორის თანახმად, რელიგიურობის საწყისი ფორმაა და გულისხმობს გარკვეული ძალაუფლების მქონე სულების რთული სისტემის არსებობას)..და აი, მას მერე, რაც მეცნიერებამ თითქმის საბოლოოდ უარყო ეს მიმდინარეობები, დ. ჩალმერსმა დააბრუნა ის მსჯელობის ობიექტად და განაცხადა, რომ შემეცნება განფენილია ყველგან. მისი მტკიცებით, ნებისმიერი მცდელობა, შემეცნება აიხსნას ფიზიკურის დონეზე, განწირულია. ლოგიკური ბმა არ არსებობს. ამისი დასტურია „ზომბის არგუმენტი“: ზომბი შეიძლება ჩაითვალოს ადამიანის ორეულად, რომელსაც არ აქვს შემეცნება _ საუბარია ინდივიდზე, ნებისმიერი კულტურული მიკუთვნებულობის გარეშე, რომელიც კი არ “შეიმეცნებს“, არამედ მექანიკურად მიჰყვება ერთ განსაზღვრულ „პროგრამას“. მთავარი სათქმელი ასე აგმოიყურება: ე.წ. „ზომბი“ არის „განხეთქილების მეტაფორა თეორიაში“. უნივერსუმის ორი თანაბარი შემადგენელია შემეცნებითი (მენტალური) და ფიზიკური არსი, სამყაროს აგებულების თანამედროვე წარმოდგენა უდავო უპირატესობას ფიზიკურს ანიჭებს, დ. ჩალმერსისთვის კი ეს წარმოუდგენელია.


0
57
2-ს მოსწონს
ავტორი:ანა მუკბანიანი
ანა მუკბანიანი
57