x
მეტი
  • 22.02.2018
  • სტატია:74398
  • ვიდეო:327326
  • სურათი:430666
შეიძლება თუ არა სიცივემ ავადმყოფობა გამოიწვიოს და არის თუ არა თბილად ჩაცმა გამოსავალი?

image

ადამიანთა ორი ჯგუფი არსებობს, ერთი-რომელიც სიცივის დადგომისთანავე თბილად იფუთნება და სახლიდან ცხვირს გარეთ არ ყოფს და მეორე-რომლებიც ჩათბუნებას ერიდებიან და გარეთაც ხშირად ატარებენ დროს, სიცივის მიუხედავად.

მიუხედავად სტერეოტიპისა “სიცივე=გაციებას", გახსოვდეთ, რომ ავადმყოფობას პირველ რიგში ვირუსები იწვევენ.


რატომ ვხდებით უფრო ხშირად ავად- შემოდგომა-ზამთრის პერიოდში?

imageროცა გარეთ ცივა, ჩვენ დიდ დროს ვატარებთ სახლში თუ სხვადასხვა დაწესებულებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტი კონტაქტი გვაქვს და ვირუსის “აკიდების" რისკიც მნიშვნელოვნად იზრდება.

imageმნიშვნელოვან როლს თამაშობს ტენიანობა, უფრო სწორად კი მისი შემცირება. მშრალ პირობებში პათოგენი არა მხოლოდ სწრაფად ვრცელდება, არამედ პრაქტიკულად დაუბრკოლებლად აღწევს ორგანიზმში, ცხვირის გამომშრალი ლორწოვანი გარსის გამო, რომელიც ჩვენი ბუნებრივი ბარიერია ვირუსების წინააღმდეგ.

imageზამთრის მოღუშული და მოკლე დღეები არა მხოლოდ ჩვენს განწყობაზე მოქმედებენ, არამედ D ვიტამინის დეფიციტსაც იწვევენ, რომელსაც მზის სხივების საშუალებით ვიღებთ. ამ ვიტამინის დეფიციტი კი იმუნიტეტის დასუსტებას იწვევს. მისი შევსება ზოგიერთი პროდუქტით ან ბად-ებით(ბიოლოგიურად აქტიური დანამატი) შეიძლება.თუმცა, გახსოვდეთ, ვიტამინების ნაკლებობა სპეციალისტმა უნდა დაადგინოს!


რა კავშირია სიცივესა და გაციებას შორის შორის

imageმეცნიერები დიდხანს ვერ პოულობდნენ კავშირს გაციებასა და სიცივეს შორის, სანამ უბრალო ექსპერიმენტი არ ჩაატარეს გაყინული წყლით. ექსპერიმენტის ის მონაწილეები, რომლებიც ფეხებს ცივ წყალში ყოფდნენ-ხშირად ხდებოდნენ ავად იმათგან განსხვავებით, ვინც თბილ წყალში ყოფდა ფეხებს. ასე გაჩნდა თეორია იმის შესახებ, რომ სიცივის დროს, სისხლძარღვები ვიწროვდება, რის გამოც სისხლის თეთრი სხეულები და ორგანიზმის მცველები-ლეიკოციტები-მოქმედებას ანელებენ, შედეგად კი იმუნიტეტი სუსტდება.

ექსპერიმენტის დროს იქნა აღმოჩენილი ვირუსების “ეშმაკობაც"-დაბალი ტემპერატურის დროს ვირუსების გარსი სქელდება და ეს ერთგვარად იცავს მას, როგორც ჯავშანი. გაცილებით მაღალი ტემპერატურის დროს კი მათი გარსი ლღვება და გელისებრი ხდება, რაც პათოგენს გაცილებით ადვილად დასამარცხებელს ხდის.

ასე რომ, დროა დავაფასოთ ისინი, ვინც სიცივეში თბილად ჩაცმას გვირჩევს, მაგრამ ამის პარალელურად არ დაგავიწყდეთ გარეთ, სუფთა ჰაერზე ყოფნა და ჰაერის დატენიანება შენობაში, სადაც იმყოფებით.

0
137
1-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0