x
მეტი
  • 22.02.2018
  • სტატია:74398
  • ვიდეო:327326
  • სურათი:430666
რომელ ქვეყანაში სჩუქნიან ძაღლებს ვალენტინობის დღეს საჩუქარს?

image


როგორ გაჩნდა „ვალენტინობა - შეყვარებულთა დღე“


წმინდა ვანელტინის დღე - 14 თებერვალი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. ეს დღესასწაული ქრისტიანი მოწამის სახელს ატარებს. ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს ყვავილებს, საჩუქრებსა და გულის ფორმის ღია ბარათებს სჩუქნიან.


ვალენტინობის დღესასწაული თავდაპირველად რომში, როგორც მოსავლიანობის დღე ისე აღინიშნებოდა.


15 თებერვალს რომაელებისათვის წმინდა ადგილას, იქ სადაც ძუ მგელმა რომული და რემი გამოკვება, ტარდებოდა დღესასწაული, რომელსაც Lupercalia (ლათინურად, ძუ მგელი) უწოდებდნენ. ამ დროს მთელს რომში ცხოველთა მსხვერპლშეწირვა ხდებოდა. მათ ტყავიდან მათრახებს ამზადებდნენ. ამ მათრახებით შეიარაღებული ვაჟები რომის ქუჩებში დარბოდნენ და გზად შემხვედრ ყველა ქალს მათრახს ზურგზე გადაჰკრავდნენ. ითვლებოდა რომ თუკი მათრახი მოგხვდებოდა შვილს გააჩენდი და ადვილად იმშობიარებდი. ამ ტრადიციულ თამაშებში დიდგვაროვნებიც კი იღებდნენ მონაწილეობას.

დღესასწაული იმდენად პოპულარული იყო, რომ ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ეს ტრადიცია კიდევ დიდხანს შემორჩა.

494 რომის პაპი შეეცადა აეკრძალა ვალენტინობის დღის აღნიშვნა და ქრისტიანული დღესასწაულით ჩაანაცვლა ის. სავარაუდოდ სწორედ აქედან დაედო სათავე დღეს მსოფლიოში ასე პოპულარულ „შეყვარებულთა დღეს“.


შუასაუკუნეებში წმინდა ვალენტინის სახელი ათასგვარ ლეგენდას დაუკავშირეს. ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ლეგენდა მოგვითხრობს: რომის იმპერატორმა გადაწყვიტა, რომ ცოლ-შვილიანი მეომრები უფრო ცუდად იბრძოდნენ და აუკრძა ახალგაზრდა კაცებს დაოჯახება. წმინდა ვალენტინი კი ექიმი და მღვდელი იყო და შეყვარებულებს ფარულად წერდა ჯვარს. ის დააკავეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ვალენტინმა ტყვეობაში ყოფნის დროს გაიცნო ზედამხედველის ქალიშვილი და შეუყვარდა ის. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ ბარათი დაუწერა სატრფოს, ბოლოს კი მიაწერა - შენი ვალენტინი. მღვდელი 269 წლის 14 თებერვალს სიკვდილით დასაჯეს.


ვალენტინის სიკვდილის დასჯიდან ბევრი დრო გავიდა მანამ სანამ წმინდა ვალენტინის დღის აღნიშვნა დაიწყეს. რაც შეეხება ამ დღესასწაულის ყველაზე პოპულარულ სიმბოლოს - გულის ფორმის ღია ბარათს, ის 1415 წელს ჰერცოგმა ორლეანელმა შექმნა. ჰერცოგი პატიმრობაში იმყოფებოდა და თავის მეუღლეს გულის ფორმის წერილებს უგზავნიდა.


მიუხედავათ ამ დღის ასეთ ლამაზი დანიშნულებისა, 1969 წლიდან რომის კათოლიკურმა ეკლესიამ დღესასწაულის აღნიშვნა აკრძა. მან წმინდანთა სიიდანაც კი ამოიღო წმინდა ვალენტინე, ვინაიდან ვერ მოიძია ზუსტი ცნობები მისი მოღვაწეობის შესახებ. მიუხედავათ ამისა, „შეყვარებულთა დღე“ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, როგორც საერო დღესასწაული ისე აღინიშნება.


სხვადასხვა ქვეყნებში ამ დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ტრადიციები არსებობს, მაგალითად, დანიაში ამ დღეს შეყვარებულები რეთმანეთს გამხმარ თეთრ ყვავილებს ჩუქნიან, საფრანგეთში ტრადიციულია სამკაულის ჩუქება, იაპონიაში კი შოკოლადია ყველაზე მისაღები საჩუქარი. აშშ-ში ყველა იმ ადამიანს რომელიც უყვართ წითელ კოლოფში ჩაწყობილ შოკოლადს ჩუქნიან. დიდ ბრიტანეში მიღებულია რომ ვალენტინობის დღეს შინაურ ცხოველებსაც კი აჯილდოვებენ და მათ სათამაშოებს ჩუქნიან. არც ერთი ძაღლი უსაჩუქროდ არ რჩება. საინტერესოა, რომ გერანიაში წმინდა ვალენტინი სულიერად ავადმყოფთა მფარველად ითვლება და სწორედ მათ უნდა მიართვან საჩუქრები.




0
18
შეფასება არ არის
ავტორი:იაშვილი მარინა
იაშვილი მარინა
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0