x
image
Culture Express
ია ფარულავა: " იმისთვის, რომ " ფესვებში" მეთამაშა სახლიდან ვიპარებოდი ხოლმე.."

image " არ ვთვლი, რომ საეტაპო როლები შევასრულე ქართულ კინოში, მე ასეთი როლი არ მქონია, მაგრამ ჩემი როლებიდან ყველაზე მეტად ფილმი "ფესვები" და მასში შესრულებული პატარა როლი მიყარს, რომელიც განსაკუთრებით დაიმახსოვრა და შეიყვარა ქართველმა მაყურებელმა.." - აცხადებს ია ფარულავა, რომელსაც 12 წლის ასაკიდან იღებენ ფილმებში და 30-ზე მეტ ქართულ ფილმში აქვს მონაწილეობა მიღებული, თუმცა ყველაზე მეტად ფილმი "ფესვები" და იქ განსახიერებული მადლენის ახალგაზრდობა უყვარს. როგორც წლების შემდეგ იხსენებს ია ფარულავა, ის სახლიდანაც კი იპარებოდა, რომ ამ ფილმში ეთამაშა რადგან მისი ოჯახის წევრები და მეუღლე არ უშვებნდნენ გადაღებებზე.

image " ამ ფილმთან დაკავშირებით მე კინოსტუდიიდან დამირეკა რეჟისორის ასისტენტმა და მითხრა, ძალიან მაგარ ფილმს ვიღებთ, ზუსტად საშენო როლია, იცოდე უარი არ თქვა, თორემ მერე მთელი ცხოვრება ინანებ, ეს ფილმი საუკუნოდ დარჩებაო. მე უარის თქმას ვაპირებდი იმიტომ რომ ჩემი პირველი მეუღლე იყო წინააღმდეგი, არ უნდოდა რომ გადავეღე ფილმებში..არ მიშვებდა და რა უნდა მექნა, ვთხოვე რეჟისორ გუგული მგელაძეს გეხვეწებით ეს თქვენი გადაღება ღამე იყოსთქო და მართლაც დამეთანხმა, ღამის გადაღება გავაკეთეთ. იმ სცენებს მანქანით რომ მივდივარ და კარზე ვაკაკუნებ წვიმაში ღამე ვიღებდით სოლოლაკში, ჩემს ქმარს ვატყუებდი, დედაჩემთან უნდა დავრჩე, იქ მინდა ყოფნა და ასე ვიპარებოდი სახლიდან გადაღებებზე. მახსოვს, სოლოლაკში ვიღებდით, მაშინ მთაწმინდაზე ვცხოვრობდით და მეშინოდა ჩემს ქმარს ღამე მანქანით არ ჩამოეარა და არ ვენახეთ, თან მარტო ხომ არ ვიყავით, მთელი გადამღები ჯგუფი. ასე ჩუმად გადავიღეთ, შემდეგ უკვე ფილმი რომ გამოვიდე ერთი ამბავი ატყდა ოჯახში, მაგრამ არ ვნანობ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ეს ფილმი.. " აცხადებს ია ფარულავა.

imageია ფარულავა ახალგაზრდობაში


imageია ფარულავა და სოსო ჯაჭვლიანი ფილმიდან ფესვები. 1987 წელი


0
161
1-ს მოსწონს
ავტორი:Culture Express
Culture Express
161
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0