x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ის,რასაც უნიტაზში ხედავთ-თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მიანიშნებს
image

ამ თემაზე საუბარი მიღებული არაა და მხოლოდ შეცბუნებას და უხერხულობას იწვევს, თუმცა ბევრს ავიწყდება, რომ გამომყოფი სისტემით ჩვენი ორგანიზმი სიგნალს გვიგზავნის ამა თუ იმ დაავადების შესახებ.ამ სიგნალების უგულებელყოფამ კი შესაძლოა სხვადასხვა დაავადების, მათ შორის- კიბოს განვითარებასაც კი შეუწყოს ხელი.

სწორედ გამომყოფი სისტემით და უფრო კონკრეტულად- ფეკალური მასების ფორმითა და ფერითაა შესაძლებელი განისაზღვროს, რამდენად ჯანმრთელია თქვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება.

imageადამიანის განავლის ფფორმის სამედიცინო კლასიფიკაცია 1997 წელს შეიმუშავა მეიერს ჰეიტონმა. ეს ცხრილი ნაწლავთა მუშაობის თვითდიაგნოსტიკის საუკეთესო საშუალებადაა მიჩნეული და ექიმებსაც მნიშვნელოვნად უადვილებს საქმეს დიაგნოზის დასმაში.


imageიდეალურად ითვლება მე-3 და მე-4 ტიპის განავლის ფორმა. მე-5, მე-6 და მე-7 ტიპი ნაწლავების ფუნქციურ მოშლაზე ან დიარეაზე მიუთითებს. 1-2 ტიპი კი ყაბზობაზე მიუთითებს.

იმისთვის, რომ ზედმეტი ღელვა თავიდან ავიცილოთ, წაიკითხეთ საგანგაშო სიგნალების სია, რომელთაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. თუ განავლის ცვლილებას ამჩნევთ, რომელსაც მუცლის ტკივილებიც ახლავს, ექიმს უნდა მიმართოთ.

1. როგორი უნდა იყოს ჯანმრთელი ადამიანის განავლის ფერი?

განავლის 75% წყლისგან შედგება, დანარჩენი კი ბოჭკოები, მკვდარი და ცოცხალი ბაქტერიები, სხვადასხვა უჯრედები და ლორწოა. ფერი- ღია ყავისფერიდან მუქ ყავისფრამდე ვარირებს.კონსისტენცია ერთგვაროვანია, გლუვი და რბილი, მთლიანი და არა წყვეტილი. სუნი უსიამოვნო, მაგრამ არა მძაფრი და აუტანელი.


2. თეთრი ან ნაცრისფერი განავალი

imageღვიძლთან დაკავშირებულ სერიოზულ პრობლემაზე მიუთითებს. შესაძლოა დაბლოკილი ნაღველსადინარებით, კენჭებით, ჰეპატიტით ან ცეროზით იყოს გამოწვეული. ღია შეფერილობა ზოგჯერ იმ მედიკამენტების ფონზეც ვითარდება, რომლებიც კუჭის მიერ გამოყოფილი მჟავის ნეიტრალიზაციას ახდენენ. მაგ. გულძმარვის წამალი. განავალში არსებული თეთრი ლორწო შესაძლოა კრონის დაავადებაზე მიუთითებდეს.

3.ყვითელი განავალი

imageშესაძლოა ნაღვლის სადინარის ობსტრუქციის და ცხიმების ცუდი აბსორბციის შედეგი იყოს. კუჭქვეშა ჯირკვალი საკმარის ენზიმებს ვერ გამოიმუშავებს და ქრონიკული პანკრეატიტი ვითარდება. ყვითელი განავლის გახშირება შესაძლოა ცელიაკიაზე, კისტოზურ ფიბროზზე და ლამბლიებით დაავადებაზე მიანიშნებდეს. თუმცა, ყვითელი შეფერილობა შესაძლოა იმის ბრალიც იყოს, რომ ცხიმიანი ან ყვითელსაღებავიანი საკვები მიირთვით.

4.მწვანე განავალი

image

მწვანე ფერი შესაძლოა ქლოროფილით მდიდარი საკვების მიღების შედეგი იყოს(ისპანახი, ბროკოლი, ბრიუსელის კომბოსტო...) ან რკინის შემცველი პრეპარატების მიღების პერიოდში გაჩნდეს.

თუ მიზეზი არც წამლებია და არც საკვები, ე.ი. ნაწლავებში საჭმლის პერიტალისტიკა გაძლიერებულია და საკვებმა საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ძალიან სწრაფად გაიარა, ორგანიზმმა კი ნაღვლიდან საკმარისი ბილირუბინის გამოყოფა ვერ მოასწრო.

5.შავი ან მუქი წითელი განავალი

imageშესაძლოა ასპირინის, იბუპროფენის ან რკინის შემცველი პრეპარატების მიღების ფონზე განვითარდეს. ყველაზე გავრცელებული მიზეზი კი საკვებია-ჭარხალი, ლურჯი მოცვი, ძირტკბილა და საღებავიანი საჭმელი.

შავი ფერი ზოგჯერ მსხვილი ნაწლავის ქრონიკულ დაავადებაზე ან სისხლდენაზე მიანიშნებს. ეს ძალიან საშიში მდგომარეობაა და ექიმს უნდა მიმართოთ.

6.სისხლი განავალში

imageძალიან საშიშია ნიშანია. არავითარ შემთხვევაში არ გადადოთ ექიმთან ვიზიტი. შესაძლოა ანალური ნახეთქი, ბუასილი, წყლულოვანი კოლიტი ან კიბო იყოს.

7.წვრილი განავალი

imageთუ განავლის ფორმა წვრილი, ფანქრისებურია, ეს კიდევ ერთი მიზეზია, რომ ექიმს მიმართოთ. ეს შესაძლოა ნაწლავურ დაავადებაზე, გაუვალობაზე, სხვადასხვა სიმსივნესა და მსხვილი ნაწლავის კიბოზე მიუთითებდეს.

8.გაუვალობა

imageმტკივნეული დეფეკაცია, რომელიც კუნთების დაძაბვას მოითხოვს-ყაბზობის ნიშანია.ბრისტოლის შკალაზე ის პირველ და მეორე ტიპს შეესაბამება. თქვენს ორგანიზმს უჯრედისი ან სითხე აკლია. მიირთვით მცენარეული საკვები, ხილი, ბოსტნეული და დღეში არანაკლებ 2 ლიტრი წყალი.

ქრონიკული პროცესის დროს შესაძლოა ნაწლავებში საცობი განვითარდეს. პროფილაქტიკისთვის ლაქტულოზის სიროფი შეგიძლიათ მიიღოთ.

ანტისაფაღარათო საშუალებების ხანგრძლივად მიღებამ და ფიზიკური დატვირთვის არარსებობამაც შეიძლება მოახდინოს ყაბზობის პროვოცირება. არასოდეს მიიღოთ წამალი ექიმის დანიშნულების გარეშე, ყოველდღე ივარჯიშეთ და ფეხით იარეთ.

9.თხევადი განავალი

imageმსუბუქი დიარეის მაჩვენებელია. მისი მიზეზი შესაძლოა გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი, ჰიპერთირეოზი, ცელიაკია ან ნაწლავური ინფექცია იყოს. მდგომარეობის შესამსუბუქებლად მიირთვით უჯრედისის დაბალი შემცველობის მქონე საკვები-ბრინჯი, კარტოფილი. მიიღეთ ბევრი წყალი, რომ თავიდან აიცილოთ გაუწყლოება. თუ დიარეა 2 დღეზე მეტხანს გაგრძელდა-მიმართეთ ექიმს.

ზოგჯერ სტრესმა და ნევროზმაც შეიძლება დიარეა გამოიწვიოს.

10.წყლისმაგვარი განავალი

imageშესაძლოა ლაქტოზის აუტანლობაზე, მოწამვლაზე, ბაქტერიულ ინფექციაზე ან წამლების გადამეტებულად მიღებაზე მიუთითებდეს.დალიეთ ბევრი წყალი გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად.თუ ერთ საათში- ერთზე მეტად შედიხართ ტუალეტში-აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

11.ლორწოვანი განავალი

ძალიან საშიში სიმპტომია, რომელიც ნაწლავების ანთებით დაავადებებზე მიანიშნებს. თუ სისხლიანი გამონადენი და მუცლის ტკივილიც ახლავს-ექიმს უნდა მიმართოთ.

12. მყრალი სუნი

imageლაპარაკია უკიდურესად აუტანელ სუნზე, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ. მძიმე, აუტანელი, მყრალი სუნი ისეთი პათოლოგიებისთვისაა დამახასიათებელი, როგორიცაა-ცელიაკია, კრონის დაავადება, ქრონიკული პანკრეატიტი, კისტოზური ფიბროზი, მალაბსორბციული დარღვევა.

13.მეტეორიზმი

imageგაზების გამოყოფა დღეში 14-მდე-ნორმალურია. ადამიანის ორგანიზმი დღეში 2 ლიტრამდე აირებს გამოიმუშავებს. მათ 99%-ს სუნი არ აქვს. მეტეორიზმის თავიდან ასაცილებლად- რაციონს გადახედეთ.შეზღუდეთ პარკოსნების, კომბოსტოს, რძის, ტკბილეულის, გაზიანი სასმელების და ყავის მოხმარება.


კვების რეჟიმის და ცხოვრების წესის შეცვლით ბევრი პრობლემა და დაავადება შეიძლება იქნას თავიდან აცილებული. ვარჯიშის დროს აუცილებლად გააკეთეთ ჩაჯდომა-ბუქნები, რომლებიც ხელს უწყობენ მსხვილი ნაწლავის გამაგრებას. ამ გზით, ყაბზობის დროს, მდგომარეობის შემსუბუქება შეიძლება.

ნაწლავების გამართული მუშაობა ჯანმრთელობის და სილამაზის საწინდარია. ნუ მოგერიდებათ ექიმს მიმართოთ. თანამედროვე კვლევები და პროფილაქტიკური საშუალებები შესაძლებლობას იძლევა, რომ მძიმე დაავადებები იქნას თავიდან აცილებული.


0
4803
2-ს მოსწონს
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
4803
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0