x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
,,შავ სიაში" მოხვედრილი პროდუქტები
თუ ტანადი და ჯანმრთელი გინდათ იყოთ, ჯერ დაფიქრდით, რას მიირთმევთ. არ მოგიწოდებთ, რომ დაუყოვნებლივ აღკვეთოთ ტკბილეული და ცხარე საკვები, მაგრამ ეს 5 პროდუქტი აუცილებლად უნდა გამორიცხოთ თქვენი რაციონიდან

image


გადამუშავებული ხორცპროდუქტები

imageმათ მიეკუთვნება: ძეხვი, სოსისი, კონსერვი, გაყინული კატლეტი, ნაგეთსი და სხვა ნახევარფაბრიკატები. რათქმაუნდა ხვდებით, რომ მათში უამრავი კონსერვანტი და ქიმიური დანამატია, მაგრამ ყველაზე საშიში ის ცხიმებია, რომლებიც სისხლში ქოლესტერინის დონის მატებას, სიმსუქნეს და გულის დაავადებებს იქვევენ.



მაიონეზი

imageმაიონეზი-ჯანმრთელობისთვის ყველაზე საზიანო სოუსია. ბევრი ქალბატონი ფიგურას უფრთხილდება და მის მიღებას თავს არიდებს, მაგრამ არა ყველა. წაიკითხეთ მაიონეზის შემადგენლობა და თავი ქიმიის გაკვეთილზე გეგონებათ.გარდა ამისა, როგორ შეიძლება სასარგებლო იყოს პროდუქტი, რომელიც წელიწადზე მეტხანს ინახება?

რათქმაუნდა, სახლში მომზადებულ მაიონეზს ეს არ ეხება.


მარგარინი

imageრა არის მარგარინი და რატომაა საზიანო? მის შემადგენლობაში ხელოვნური ცხიმი შედის, რომელსაც წყლის, ემულგატორების და ძირითადად გენმოდიფიცირებული სოიოს ზეთისგან იღებენ.

მარგარინი შეიცავს ტრანსცხიმებს, რომლებიც “ცუდი" ქოლესტერინის დონეს ზრდიან სისხლში და შედეგად გულის დაავადებათა რისკი იმატებს.



მიუსლი

imageმიუსლი-ადვილი გამოსავალია მათთვის, ვისაც საუზმის მოსამზადებლად დრო არ აქვს.იცით თუ არა, რომ მიუსლი შაქარს და მცენარეულ ცხიმებს შეიცავს, რომელსაც მწარმოებლები გემოსთვის ამატებენ? გგონიათ ჯანმრთელ და დიეტურ საკვებს მიირთმევთ?-სულაც არა. 100 გრ. მიუსლი 400 კალორიას შეიცავს, ძალიან ბევრი ხომ არაა ჯანმრთელი საუზმისთვის?


უცხიმო პროდუქტი

imageუცხიმო პროდუქტის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. რძის ყოველ მწარმოებელს აქვს თავისი პროდუქციის ხაზი -0%.

ცოტამ თუ იცის, რომ ეს უცხიმო პროდუქტები სულაც არაა დიეტური. ჯერ ერთი-ცხიმის მოცილების პარალელურად მწარმოებლები პროდუქტს გემოს გამაძლიერებლებს და სხვა ქიმიურ დანამატებს ამატებენ, რომლებიც გემოს კომპენსირებას ახდენენ. მეორეც-შენახვის ვადის გასაგრძელებლად მასში ტრანსცხიმებს ამატებენ.



0
935
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
935
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0