x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ფოტოები-,,მანამდე" და ,,შემდეგ". მათ ანორექსია დაამარცხეს.
image

ანორექსია-სერიოზული ფსიქიკური დარღვევაა, რომელიც ხშირად ლეტალური შედეგით მთავრდება. ანორექსიით დაავადებული ადამიანები ორგანიზმის გამოფიტვის შედეგად იღუპებიან, რაც შიმშილის შედეგია, თუმცა ჭამას მათ არავინ უკრძალავთ.

მსოფლიოში გავრცელებულ მოზარდთა ქრონიკულ დაავადებებს შორის ანორექსიას მესამე ადგილი უკავია. მის გამო ყოველ წელს იღუპებიან ადამიანები, რადგან საკვების მიღება და წონის აღდგენა აღარ შეუძლიათ.

ამ ადამიანებმა საბედნიეროდ მოახერხეს დაავადების დამარცხება-საკუთარ თავზე გამარჯვებით, და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ ისინი და როგორ შეიცვალნენ გამოჯანმრთელების შემდეგ.



1.მარგარეტ ბარბერის საბალეტო სკოლაში დასცინოდნენ, მას “გიგანტური თეძოები" შეარქვეს. გოგონა დარწმუნებული იყო, რომ ბალეტი-მისი ცხოვრებაა და გახდომა გადაწყვიტა. მან მხოლოდ ბოლო მომენტში შეძლო შეჩერება. ამჟამად მარგარეტი კვლავ აგრძელებს ცეკვას და სრულიად არ ანაღვლებს, რომ მისი პარამეტრები ბალერინის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ბალეტის გარდა ხომ კიდევ უამრავი ცეკვაა.

image


2.სხვაობა-მხოლოდ ერთი წელია. “ვიცი, რომ საკუთარი თავი დაკარგეთ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ თავის გადარჩენა შეგიძლიათ. ყველაფერი შეგიძლიათ უკან დაიბრუნოთ."

image


3.მეთიუ ბუთმა კლინიკური სიკვდილი გადაიტანა. საბედნიეროდ, ექიმებმა მისი გადარჩენა მოახერხეს.სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ დაიწყო გამოჯანმრთელება.

image


4.დენი უოლშს სურდა თავისი საფეხბურთო გუნდის საუკეთესო მოთამაშე გამხდარიყო, მაგრამ ამისთვის რამდენიმე კგ. უნდა დაეკლო. რამდენიმე კგ. კი ანორექსიაში გადაიზარდა. თუმცა, დენიმ საოცრად სწრაფად, 4 თვეში მოახერხა წონაში მომატება.

image


5. ელი ლიტსოვმა უკანასკნელი “ზედმეტი" გრამების მოსაშორებლად არა მხოლოდ ჭამა, წყლის დალევაც კი აიკრძალა. საავადმყოფოში სიკვდილის პირას მყოფი მიიყვანეს, უკიდურესად გამოფიტვის და გაუწყლოების შედეგად. საბედნიეროდ, გოგონა გადარჩა.

image


6.ლინ სტრონბერგი დღეში მხოლოდ 400 კალორიას იღებდა. შედეგად, მისმა გულმა ნორმალურად ფუნქციონირება შეწყვიტა და ინფარქტის რისკით საავადმყოფოში მოხვდა. ამჟამად ჯანმრთელია და ბოდიბილდინგითაა დაკავებული.

image


7.“უკვე აღარ მეშინია, აღარ ვაპირებ რაღაც ეშმაკობებს მივმართო, რომ იმაზე გამხდარი გამოვჩნდე, ვიდრე სინამდვილეში ვარ. ვისაც უნდა ჩათვალოს, რომ იდეალური არ ვარ-არ მაინტერესებს."

image


8.ჯოდი-ლი ნეილი ანორექსიით მას შემდეგ დაავადდა, რაც მისი საუკეთესო მეგობარი ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დაავადების დამარცხებაში კი მას ექიმების ცნობა დაეხმარა, როცა გაიგო, რომ თავადაც მალე მოკვდებოდა.

image


9.ჰეილი უალდს ექიმებმა მხოლოდ 10 დღე მისცეს იმისთვის, რომ არჩევანი გაეკეთებინა სიკვდილ-სიცოცხლეს შორის. ის იმდენად იყო გამოფიტული და დაუძლურებული, რომ დიდხანს ვეღარ იცოცხლებდა. ჰეილი გამოჯანმრთელდა და შესანიშნავი ბიჭუნაც გააჩინა.

image


10. ნიკოლ კინგი სიკვდილის პირას იყო. მისმა შინაგანმა ორგანოებმა ფუნქციონირება შეწყვიტეს. გოგონა სასწაულით გადარჩა და ბოდიბილდინგის ჩემპიონიც კი გახდა.

image


11.31-დან 50 კგ-მდე

image


12. აქ სიტყვები ზედმეტია

image


13. არასოდეს დასცინოთ ასეთ ადამიანებს, ან დაეხმარეთ-ან ხელს ნუ შეუშლით გამოჯანმრთელებაში.

image


14. ერთი ფოტო, რომელიც უამრავ სიტყვზე მეტს ამბობს.

image


15. მისი სხეულის მასის ინდექსი 11 იყო, მაშინ, როცა 18, 5-ზე ნაკლები მაჩვენებელი უკვე საშიშ მდგომარეობად ითვლება.

image

0
287
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
287
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0