x
image
melody_inside
ცრურწმენები სხვადასხვა პროფესიებში - ის, რაც ყველამ არ იცის

image




მრავალ პროფესიას თავისი "საფირმო" ცრურწმენები გააჩნია... თვალი გადავავლოთ მათ. თქვენ გაოცებული დარჩებით.

ექიმები

image




ექიმები ცდილობენ არ გადაანაცვლონ მორიგეობის დღეები. ისინი ამბობენ, რომ თუ ეცდები და კოლეგებს მოელაპარაკები გადაცვლაზე, აუცილებლად შეგხვდება ისეთი რთული ღამე, რომ წამით ვერ მოხუჭავ თვალს.



მფრინავები

image


გაფრენის წინ მფრინავები სურათებს არ იღებენ.


მუსიკოსები



image




კონცერტის დღეს მუსიკოსი აუცილებლად მარჯვენა ფეხით უნდა ადგეს. ასევე მიაჩნიათ, რომ კონცერტის წინ საწოლი არ უნდა გაასწორო. ეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნიშანია დირიჟორებს და ოპერის მომღერლებს შორის.




მსახიობები




image




თეატრში პიესის ან როლის ტექსტი თუ იატაკზე ვარდება, მასახიობი აუცილებლად უნდა დაჯდეს მასზე და ადგეს მასთან ერთად. თუ ასე არ გააკეთა, როლს ვერ ითამაშებს.



მეზღვაურები




image




ყველამ იცის, რომ თითის მიშვერა, ცუდი ტონია. მეზღვაურები გეტყვიან, რომ განსაკუთრებით ცუდის ნიშანია, ცაზე თითის მიშვერა. ამით ღმერთები შეიძლება განრისხდნენ და შტორმი და ღელვა დაგატყდეთ თავს. ასევე, ყველა პორტში იციან, რომ პორტიდან გამავალ გემს თითი არ უნდა მიაშვირო. ეს მის დაღუპვისთვის გაწირვას ნიშნავს.



გამნაღმელები



image



გამნაღმელები არასოდეს ემშვიდობებიან ერთმანეთს გამოძახებაზე გასვლისას და არანაირ კონტექსტში არ ხმარობენ სიტყვას "უკანასკნელი".




მეხანძრეები





image




მეხანძრეები ამბობენ, რომ თუ მორიგეობის დროს ჩექმებს გაწმენდ, აუცილებლად იქნება ხანძარზე გამოძახება. ასევე ხდება მაშინ, როდესაც მათ რიგებში ახალბედა გამოჩნდება.



როდესაც მეხანძრეები შვებულებიდან ბრუნდებიან, მათ წყალს ასხამენ. სხვაგვარად მას და მის ამხანაგებს ამ დღეს ხანძარზე გასვლა მოუწევთ.




ახალგაზრდა ექიმები ცდილობენ მორიგეობის წინა ღამით სიყვარულით არ დაკავდნენ. რადგან შემდეგი მორიგეობა აუცილებლად მძიმე იქნება და რაღაც სერიოზული მოხდება.


კოსმონავტები



image




ალბათ ყველაზე ცრუმორწმუნე ხალხი კოსმონავტები არიან. ცნობილი ფაქტია, რომ კორალიოვს არ უყვარდა სტარტი ორშაბათობით და ყოველთვის გადაჰქონდა თარიღი, თუ ის რიცხვი ორშაბათს ემთხვეოდა. თუ რატომ - ეს დიდ გამოცანად დარჩა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა და შემდგომ რუსულ კოსმონავტიკაში ორშაბათი გახდა თითქმის ოფიციალური "არასასტარტო" დღე.

აი კოსმონავტების ყველაზე სახალისო ცრურწმენა. პლესეცკში კოსმოდრომზე სარაკეტო-გადამზიდს გაშვებამდე აწერენ "ტანია"-ს. ამბობენ, რომ პირველ რაკეტაზე ერთ-ერთმა ვინმე ტანიაზე შეყვარებულმა ოფიცერმა მიაწერა ეს სახელი. ამბობენ იმასაც, რომ ერთხელ, როდესაც დაავიწყდათ კორპუსზე ამ ბედნიერი სახელის მიწერა, რაკეტა სტარტის წინ აფეთქდა.


იხილეთ ასევე:

1. ჩაიჩურჩულეთ ჯადოსნური შელოცვა იმისთვის, რომ მოიზიდოთ წარმატება, სიყვარული, ფული...

image

2. ვის არ უნდა უცქიროთ თვალებში?

image


3. ყურადღება! ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს, რაც ჩვენს გარშემოა...

image

0
128
10-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0