x
image
_K_
ძილის პოზა იმაზე მეტს ამბობს თქვენს ჯანმრთელობაზე, ვიდრე გგონიათ
image

საშუალოდ, ჩვენი ცხოვრების 25 წელიწადს ვატარებთ ძილში. ძილი და დასვენება აუცილებელია ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის. მას ბევრი სარგებელი აქვს: ძილი მარტო სხეულს კი არ აღადგენს, ტვინის ოპტიმალურად მუშაობასაც ხელს უწყობს.


ყველას კარგად გვესმის, რომ დრო ძალიან ძვირფასია, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ძილს სათანადო დრო დავუთმოთ - იმდენი, რამდენიც გვჭირდება, არც მეტი, არც ნაკლები.


სტატიაში გთავაზობთ სხვადასხვა საძილე პოზიციის სიღრმისეულ ანალიზს, რომ შეარჩიოთ, რომელია თქვენთვის საუკეთესო.





ჯარისკაცის პოზა

image


ზურგზე წოლა გამართული ხელებით საუკეთესო პოზაა ძილისთვის. ეს პოზა იოგაში სავასანას პოზას ჰგავს. ჯარისკაცის პოზას ბევრი სარგებელი აქვს.



დადებითი:


➤ არაჩვეულებრივი პოზა ხერხემლის, კისრის და მკლავების დასასვენებლად.

➤ სხეულის ფორმის გაუმჯობესებაში გეხმარებათ.

➤ ამცირებს მჟავურ რეფლუქსს.

➤ კარგი პოზაა მკერდის სიმკვრივის შესანარჩუნებლად.

➤ კურნავს ინსომნიას.

➤ ამცირებს თავის ტკივილის შანსებს.

➤ გეხმარებათ სახის ნაოჭების თავიდან არიდებაში.



უარყოფითი:


➤ ასეთ პოზაში ენის მდგომარეობის გამო შეიძლება ხვრინვა გაამწვავოს ადამიანებში, რომლებსაც აპნოეს შეტევები აქვთ ძილში.

➤ შეიძლება, უარყოფითი ეფექტი იქონიოს ჩანასახზე.

➤ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ქვედა ნაწილის ტკივილი.



საბოლოოდ:


➤ სცადეთ ზურგზე დაძინება, ოღონდ, ბალიშის გარეშე. ეს ნეიტრალური პოზა იქნება თქვენი ტანისთვის და ხვრინვის შემცირებაშიც დაგეხმარებათ.

➤ მუხლებს უკანა ნაწილს ქვეშ დიდი ბალიშის ამოდება დაგეხმარებათ, ბუნებრივად უმკურნალოთ ზურგის ტკივილს.







ზღვის ვარსკვლავის პოზა

image


ეს პოზა ზურგზე ძილის ნაირსახეობაა. ადამიანი წევს ზურგზე, მაგრამ ხელები მაღლა, თავისკენ აქვს აწეული.



დადებითი:


➤ არაჩვეულებრივი პოზაა კისრისა და ხერხემლის დასასვენებლად.

➤ კურნავს ინსომნიას.

➤ ამცირებს თავის ტკივილის შანსებს.

➤ ხელს უწყობს მჟავა რეფლუქსის შემცირებას.

➤ გეხმარებათ სახის ნაოჭების თავიდან არიდებაში.



უარყოფითი:


➤ ასეთ პოზაში ენის მდგომარეობის გამო შეიძლება ხვრინვა გაამწვავოს ადამიანებში, რომლებსაც აპნოეს შეტევები აქვთ ძილში.

➤ ხელების უცნაურმა მდებარეობამ შეიძლება ტკივილი გამოიწვიოს მხრის ნერვში.

➤ შეიძლება გამოიწვიოს წელის ქვედა ნაწილის ტკივილი.



საბოლოოდ:


➤ ამ პოზაში ძილის დროს არ გამოიყენოთ ბალიში, რომ ბუნებრივი დასვენების საშუალება მისცეთ თავს, კისერს და ხერხემალს.




მორის პოზა

image


ამ პოზაში ძილის დროს ერთ მხარზე წევხართ და ორივე ხელი სწორ ხაზად გაქვთ ჩამოშვებული. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, იმისთვის, რომ მთავარი ორგანოები დავასვენოთ, მარცხენა მხარეს ძილი უკეთესია.



დადებითი:


➤ იდეალური პოზაა ხერხემლის დასასვენებლად.

➤ თავიდან გაცილებთ ზურგის და კისრის ტკივილს.

➤ ამცირებს ძილის აპნეას და ხვრინვას.

➤ ორსულებისთვის საუკეთესო საძილე პოზაა.



უარყოფითი:


➤ რადგან ასეთი ძილის დროს ფეხები სულაც არაა კარგ მდომარეობაში, შესაძლაოა ბარძაყის ტკივილი გამოიწვიოს.

➤ ცალ გვერდზე წოლამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დანაოჭება და მკერდის ფორმის შეცვლა.

➤ ზოგჯერ, შესაძლოა, კისრის ტკივილიც გამოიწვიოს.



საბოლოოდ:


➤ ამ პოზაში ძილისას რეკომენდებულია დიდი ბალიშის გამოყენება, კისრის ტკივილისგან რომ დაგიცვათ.

➤ ბალიში მოათავსეთ თეძოებს შორისაც, რომ ფეხი კარგ მდგომარეობაში გქონდეთ.







მეოცნების პოზა

image


ძილი ერთ მხარეზე შეერთებული, მოხრილი ფეხებით და მოღუნული ხელებით, ცნობილია, როგორც მეოცნების პოზა. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, იმისთვის, რომ მთავარი ორგანოები დავასვენოთ, მარცხენა მხარეს ძილი უკეთესია.



დადებითი:


➤ თავიდან გაცილებთ ზურგის და კისრის ტკივილს.

➤ ხელს უწყობს მჟავა რეფლუქსის შემცირებას.

➤ ამცირებს ძილის აპნეას და ხვრინვას.

➤ აუმჯობესებს გულისცემას.

➤ ხელს უშლის ისეთი დაავადებების განვითარებას, როგორიცაა ალცჰაიმერი და პარკინსონიზმი.

➤ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც ამ პოზაში იძინებენ, უფრო იშვიათად ეღვიძებათ შუაღამით. ეს იმიტომ, რომ ამ პოზაში სხეული თავს კომფორტულად გრძნობს.



უარყოფითი:


➤ ამ პოზაში ძილი ზღუდავს სისხლის სწორ მიწოდებას და აწვება ნერვების წნევას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მხრების და ხელების ტკივილი.

➤ შეიძლება ნერვის შეკუმშვა მოხდეს ისეთ შიდა ორგანოებში, როგორიცაა კუჭი, ღვიძლი და ფილტვები.

➤ ცალ გვერდზე წოლამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დანაოჭება და მკერდის ფორმის შეცვლა.



საბოლოოდ:


➤ დაიძინეთ ატლასის ბალიშისპირზე, რომ სახის ნაოჭების წარმოქმნა შეამციროთ.

➤ მოათავსეთ ბალიში მუხლებს შორისაც, რომ ფეხი კარგ მდომარეობაში გქონდეთ.






ემბრიონის პოზა

image


ემბრიონის პოზა ნიშნავს ცალ გვერდზე ძილს და მუხლების ნიკაპის მიმართულებით აწევას. ეს ყველაზე პოპულარული საძილე პოზაა ქალებში - კვლევაში მონაწილე 41%-მა აღნიშნა, რომ ამ პოზაში ძილი მათთვის ყველაზე კომფორტულია. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, იმისთვის, რომ მთავარი ორგანოები დავასვენოთ, მარცხენა მხარეს ძილი უკეთესია.



დადებითი:


➤ მნიშვნელოვნად ამცირებს ხვრინვას.

➤ ერთ-ერთი კარგი პოზაა ორსულებისთვის.

➤ მარცხენა მხარეს ძილი ხელს უწყობს მჟავა რეფლუქსის შემცირებას.



უარყოფითი:


➤ ზედმეტად მოხრამ შეიძლება გატკინოთ ზურგი და კისერი.

➤ ამ პოზიციამაც, როგორც სხვა ცალ გვერდზე მწოლარე პოზიციებმა, შეიძლება გამოიწვიოს კანის დანაოჭება და მკერდის ფორმის შეცვლა.



საბოლოოდ:


➤ გამოიყენეთ ბალიში, რომ თავი კარგ პოზიციაში გქონდეთ.

➤ რეკომენდებულია, რომ ამ პოზაში ძილისას ღამის განმავლობაში მხარეები შეიცვალოთ.






თავისუფალი ვარდნის პოზა

image


მუცელზე წოლა არ არის საუკეთესო საძილე პოზიცია და ექსპერტების უმეტესობა მისი წინააღმდეგია.



დადებითი:


➤ ზოგ შემთხვევაში, ეს პოზა ხვრინვას ამცირებს.



უარყოფითი:


➤ ძაბავს ხერხემალს და შესაძლოა გამოიწვიოს კისრისა და ქვედა ხერხემლის ტკივილი.

➤ რადგანაც სისხლის მიმოქცევა იცვლება, ეს პოზა ხელს უწყობს ნაოჭების გაჩენას.

➤ იწვევს შიდა ორგანოების არაბუნებრივ სტრესს.



საბოლოოდ:


➤ სცადეთ, მოათავსოთ ბალიში თქვენს მუცელსა და ლეიბს შორის.




მშვიდ ძილს გისურვებთ!


––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––


ასევე დაგაინტერესებთ:



1. როგორ შევამციროთ ხვრინვა?

2. რატომ არის სიბნელე საჭირო ძილისთვის?

3. შეიძლება თუ არა ვარჯიში, როცა გაციებული ხართ?

4. კარგია თუ არა დღის საათებში ძილი ჯანმრთელობისთვის?

5. როგორ გავიღვიძოთ ადრე - 13 ხერხი

0
14780
7-ს მოსწონს
ავტორი:_K_
_K_
14780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0