x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
გერმანიაში 2 თვის წინ ციხიდან გამოსულმა ავღანელმა მიგრანტმა 13 წლის გოგონა გააუპატიურა

image
ამჯერად გერმანიის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მისი ავღანეთში დეპორტაცია.


გერმანელმა სამართალდამცავებმა დააკავეს 18 წლის ავღანელი, რომელიც ბრალდებულია 13 წლის გოგონას გაუპატიურებაში, აღსანიშნავია, რომ ავღანელმა ახალგაზრდამ სულ რაღაც 2 თვის წინ დატოვა ციხე, სადაც გაუპატიურების მცდელობისთვის იხდიდა სასჯელს.

როგორც The Daily Mail-ი იუწყება, 18 წლის ავღანელი მიგრანტი გასულ ხუთშაბათს დააკავეს ქალაქ ესლინგელში, შტუტგარტის მახლობლად, მას შემდეგ, რაც პოლიციას მიმართა 13 წლის გოგონამ და აღნიშნა, რომ ახალგაზრდამ იგი საკუთარ სახლში შეიტყუა და გააუპატიურა.


აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ანალოგიური დანაშაულის მცდელობისთვის იჯდა ციხეში და გასული წლის დეკემბერში განთავისუფლდა.


გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეუძლებელია ჯერ იმის თქმა, მოხდება თუ არა მისი დეპორტაცია.

თუმცა, როგორც სპიკერმა აღნიშნა, დეპორტაცია სავალდებულოა ნებისმიერი თავშესაფრის მაძიებლისთვის თუ მას სამწლიანი ან მეტი ხნით პატიმრობა მიესჯება.

თავშესაფრის მაძიებელი აგრეთვე შეიძლება იყოს დეპორტირებული, თუ მათ მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა ერთიდან და სამ წლამდე სხვა პირის მიმართ ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის განხორციელების გამო.

image

ფოტოზე: ქალაქი ესლინგენი, სადაც გასულ ორშაბათს გოგონას განცხადებით დანაშაული მოხდა.







image

სხვა სიახლეები

0
104
9-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0