x
image
ღიმილიანი
3 რამ, რაშიც უნდა გამოვუტყდეთ საკუთარ თავს და აუცილებლად დავფიქრდეთ!
image

მდომარეობა ნელ-ნელა მძიმდება. თქვენ გიჭირთ რთულ სიტუაციაში გამოსავლის მოძებნა. ჩვენ, ყველას გვქონია მსგავსი შემთხვევა, თანაც უცნაური წინათგრძნობა გვეუფლება, დიახ, ჩვენი გრძნობები წინასწარ გვაძლევენ გაფრთხილებას, მაგრამ ისევ ჩვენ თუ შევძლებთ, მოვერიოთ ყოველივეს.



უარყოფითი მოვლენები მთლიანად იპყრობს თქვენს გონებას და შემდეგ ეს იწვევს თქვენს უგუნებობას?

მაშინ დაფიქრდით ეს დეპრესიის დასაწყისია:




მუშაობა, მუშაობა და მხოლოდ მუშაობა


თქვენ პროფესიონალი ხართ? ხშირად რჩებით სამსახურში, რათა იმუშაოთ და თქვენი საქმე იდეალურად გააკეთოთ, მაგრამ სამუშაო საკმარისი არასდროს არის?



დროა შეწყვიტოთ, ნუ დააჯერებთ თავს, რომ ამით თქვენ რაიმეს მოიგებთ, კიბატონო, შეიძლება დაიმსახუროთ უფროსის კეთილგანწყობა, დამატებითი ანაზღაურება, მაგრამ რის ფასად? უნახავი მშობლების, შვილების, მეგობრების ფასად. დააფასეთ თქვენი დრო, დაიხარჯეთ სამსახურში მაქსიმალურად, მაგრამ როგორცვე თქვენი სამუშაო დრო ამოიწურება, წადით სახლში და დაისვენეთ.


ხანდახან დაადანაშაულეთ საკუთარი თავიც




იცოდეთ თქვენი თავის ენა, რადგან მას აქვს ძლიერი გავლენა თქვენს ცხოვრებაში. "მე ვერ" ჩაანაცვლეთ " მე უნდა" - თი და დარწმუნებული იყავით, რომ ყველაფერი გამოგივათ. თუ არ გამოგდით რაღაც, სხვაგან და სხვაში ნუ მოძებნით მიზეზებს და ეცადეთ, რომ რაც კი ხდება ცუდი თუ კარგი, ყველანაირი მოცემულობა თქვენს საკეთილდღეოდ დაინახოთ და გამოიყენოთ.



მაქსიმალურად ჩაუწიეთ "ცუდი ნიუსების" რადიოს



თქვენ ხართ ინფორმაციის მიმღები და დამტევი, ბევრი ცუდი რამ გადაგხდათ და ყველაფერი საშინელებად გეჩვენებათ?

მაშ ასე, მოიმარჯვეთ საწერი კალამი და ფურცელი და დაწერეთ " ცუდი ნიუსის" საპირისპირო ამბები.

მაგალითაად:

დღეს სამსახურში დამაგვიანდა - სამაგიეროდ გზად ძველ მეგობარს შევხდი, რაც ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზი იყო.




გისურვებთ ჰარმონიასა და სულის სიმშვიდეს!


0
346
4-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
346
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0