x
მეტი
  • 20.08.2018
  • სტატია:79616
  • ვიდეო:332325
  • სურათი:436886
"მანჩესტერ იუნაიტედის" ტრაგიკულად დაღუპვიდან 60 წელიწადი გავიდა

image

1955 წლის აპრილში უეფამ დააწესა ახალი ტურნირი ევროპის ჩემპიონთა თასი-ევროპული ტურნირი გუნდებისთვის, რომლებიც საკუთარი ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ.

ტურნირის პირველი სეზონი გათამაშდა 1955-56 წლებში, თუმცა ინგლისის საფეხბურთო ლიგის მდივანმა ალან ჰარდეკერმა იმ პერიოდში მოქმედ ჩემპიონს "ჩელსის" აუკრძალა მონაწილეობის მიღება იმ მოტივით, რომ "ზრუნავდა ინგლისური ფეხბურთის ინტერესებზე".


შემდეგ სეზონზე ჩემპიონი გახდა "მანჩესტერ იუნაიტედი", რომლის მთავარი მწვრთნელი იყო მეტ ბასბი. საფეხბურთო ლიგამ კვლავ უარი უთხრა ინგლისის ჩემპიონს ევროპის ჩემპიონთა თასის ტურნირზე გასვლაზე, მაგრამ ბასბის და ჰაროლდ ჰარდმანის (კლუბის თავმჯდომარე) ძალისხმევით საფეხბურთო ასოციაციაში იპოვეს მხარდამჭერი სტენლი როუზის სახით, რომელმაც შეძლო აკრძალვის გაუქმება და ამრიგად "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა პირველი ინგლისური კლუბი, რომელიც ამ ტურნირში ჩაერთო.


იმ სეზონზე "მანჩესტერმა" ნახევარფინალამდე მიაღწია, დათმო რა შეხვედრა მადრიდის "რეალთან".


მომავალ წელს გუნდი კვლავ ჩემპიონი ხდება და 1957-58 წლის სეზონის ჩემპიონთა თასზე იწყებს ასპარეზობას.


დუბლინის "'შემროკ როვერსთან" და პრაღის "დუკლასთან" გამარჯვების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მეოთხედფინალში გადის, სადაც იუგოსლავიის "ცრვენა ზვეზდას" ხვდება. 21 იანვარს "წითელმა ეშმაკებმა" 2:1 დაამარცხა იუგოსლავიის ჩემპიონი, საპასუხო მატჩი ბელგრადში 5 თებერვალს იყო დაგეგმილი, რადგან "დუკლასთან" გამართული მატჩის დროს გუნდს ტრანსპორტირებისას შეექმნა პრობლემები და ძლიერი ნისლის გამო დროულად ვერ შეძლო მანჩესტერში დაბრუნება.

ამიტომ გუნდმა ავიაკომპანია British European Airways-ის შეკვეთა მისცა ჩარტერულ რეისზე. თამაში ბელგრადში დამთავრდა ფრედ 3:3, რის შემდეგაც ორი თამაშის შედეგების მიხედვით "მანჩესტერ იუნაიტედი" ნახევარფინალში გავიდა.

image

გამოფრენა ბელგრადიდან ერთი საათით გადაიდო, რადგან გუნდის მოთამაშემ ჯონი ბერიმ პასპორტი დაკარგა, საბოლოოდ 13:15 წუთზე თვითმფრინავAirspeed AS.57 Ambassador მიუნხენის აეროპორტში მშვიდობიანად დაეშვა საწვავის შესავსებად.


14:19 წუთზე დისპეტჩერმა თვითმფრინავს აფრენის ნებართვა მისცა, თუმცა 10 წუთის შემდეგ მეორე პილოტმა გაფრენა გადადო, რადგან შეატყო, რომ მარცხენა ძრავის მანომეტრი არასტაბილურად მუშაობდა, ამასთანავე ძრავა უცნაურ ხმას გამოსცემდა.


3 წუთის შემდეგ Ambassador-მა მეორედ სცადა აფრენა, მაგრამ ასაფრენ ბილიკზე 40 წამი გარბენის შემდეგ ხომალდის პილოტებმა კვლავ გადადეს გაფრენა.

ამის შემდეგ მგზავრებს დაატოვებინეს თვითმფრინავი, სულ 44 ადმაიანს, ფებურთელებს, მწვრთნელებსა და ჟურნალისტებს.

ამის შემდეგ ამინდი კიდევ უფრო გაუარესდა და მგზავრებმა ჩათვალეს, რომ რეისი ხვალამდე გადაიდებოდა, დუნკან ედვარდსმა სახლში დეპეშაც კი გააგზავნა:"ყველა ფრენები გადაიდო, ხვალ გამოვფრინდები."


ინჟინერ ბილ ბლეკს აცნობეს, რომ მარცხენა ძრავას პრობლემები ჰქონდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ ანგარში ძრავას მთელი ღამის განმავლობაში შეარემონტებდა, თუმცა ხომალდის მეთაურს არ სურდა გრაფიკიდან ამოვარდნა და გადაწყვიტა კიდევ ერთი ცდა განეხორციელებინა, იმედი ჰქონდა, რომ პრობლემას ასაფრენი ბილიკის ხარჯზე გადაწყვეტდა, რომელიც იმ დროისთვის საკმაოდ გრძელი-2 კმ. იყო.


იმისდა მიუხედავდავად, რომ უხვად ბარდნიდა მგზავრებს შესთავაზეს თვითმფრინავში დაბრუნება, ლიამ უილანმა ჩაჯდომის წინ ნახევრადხუმრობით განაცხადა:"მე მგონი ეს უკვე სიკვდილია, მაგრამ მე მზად ვარ ამისთვის", სხვა ფეხბურთელები კი ხომალდის უკანა ნაწილში დასხდნენ, ფიქრობდნენ, რომ კატასტორიფს შემთხვევაში იქ უფრო უსაფრთხო იქნებოდა.


15:04 წუთზე რეისი 609 ასაფრენ ბილიკზე გაქანდა, თუმცა საბოლოოდ პილოტებმა ასაფრენ სიჩქარის(Ambassador-ის ბილიკიდან მოწყვეტის მინიმალაური სიჩქარე 220კმ/სთ იყო) ზღვარამდე ასვლა ვერ მოახერხეს, პირიქით 207 კმ.სიჩქარიდან 194- ზე ჩამოვარდა, ამ დროს ესაა ის კრიტიკული სიჩქარე, როდესაც გაფრენის გადადება აღარ შეიძლება, საბოლოოდ ხომალდმა დაკარგა მართვა, გაანგრია აეროპორტის ჯებირი და შეასკდა სახლს სადაც 6 სულიანი ოჯახი ცხოვრობდა.(საბედნიეროდ ოჯახმა მოასწრო სახლიდან გამოსვლა) სახლს ცეცხლი წაეკიდა. რაც შეეხება რეისი 609-ს: მოძვრა მარცხენა ფრთა და კუდის ნაწილი, პილოტების კაბინა ხეს შეასკდა, ხოლო თვითმფრინავის მარჯვენა ბორტი ანგარში შევარდა, სადაც საწვავით სავსე სატვირთო იდგა, აფეთქების შედეგად ადგილზე დაიღუპა 21 ადამიანი.

image

მთლიანად ავიაკატასტროფას შეეწირა 23 ადამიანი აქედან: ორი ეკიპაჟის წევრი, (ერთი 6 კვირის შემდეგ გარდაიცვალა საავადმყოფოში) 8 ფეხბურთელი, 3 მწვრთნელი, 8 ჟურნალისტი და ორი გულშემატკივარი.

21 მგზავრი გადარჩა.

image

ამ ტრაგედიამ შესძრა მსოფლიო და, პირველ რიგში, ინგლისი, იმ დღეს მანჩესტერში შავი თოვლი მოდიოდა...

imageფოტოზე:ლეგედარული ბობი ჩარლტონი მიუხენის ჰოსპიტალში.



მთელი ევროპა შავ-თეთრ ტელევიზორებს უჯდა: მიუნხენიდან შემზარავ ისტორიას, ავიაკატასტორფის ტრაგედიას გადმოსცემდნენ. ტელევიზიით კითხულობდნენ დაღუპულთა სიას. ჰოსპიტალიდან სწრაფად მოდიოდა ცნობები...

გამოძიებამ კატასტროფაში კაპიტანი ჯეიმს თეინი დაადანაშაულა. გერმანელთა დასკვნით, პილოტს შეეძლო უამინდობის გამო რეისი გადაედო, თუმცა ჯიუტად არ ისურვა.


1968 წელს, ტრაგედიიდან 10 წლის შემდეგ, ბრიტანული გამოძიების საფუძველზე კაპიტანს ბრალდება მოეხსნა. ინგლისელების დასკვნით ავიაკატასტროფა მოყინული ასაფრენი ბილიკის ბრალი იყო.

image

ტრაგედიის შემდეგ დაღუპულების ხსოვნის საპატივცემლოდ რამდენიმე მემორიალი გაიხსნა:ორი მშობლიურ მანჩესტერში, ორი მიუნხენში, ხოლო ბელგრადში გაიმართა სამგლოვიარო გამოფენა, სადაც ფეხბურთელების ავტოგრაფები და სასტუმროში დატოვებული ნივთები იყო წარმოდგენილი.


imageფოტოზე: მემორიალი მიუნხენში



image
ასევე დაგაინტერესებთ:ვიაკატასტროფაში დაღუპული ფეხბურთელები


4
102
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
102
  
6 თებერვალი, 23:45
კი, სასწაული იყო
6 თებერვალი, 22:03
ბაიერნთან ლიგის ფინალს რომ აგებდა მაშინ ვგულშემატკივრობდი მინდოდა მოეგო და მოიგო კიდევაც ორი ლამაზი გოლი 2 წუთში. იმის მერე მანჩესტერსი გულშემატკივარი ვარ :)
6 თებერვალი, 20:57
1999 დან არა მაგრამ 2005 წლიდან , მანჩესტერმა შემაყვარა ფეხბურთი :დ
6 თებერვალი, 17:44
დამასწარი სტატიის დაწერა :) მანჩესტერს ვგულშემატკივრობ 1999 წლიდან.
0 1 4