x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134393
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508485
რევაზ მინდორაშვილის მიერ აშენებული საჭიდაო დარბაზი შესაძლოა მერიამ დაანგრიოს

image
ყოფილი მოჭიდავე, რომელსაც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონობის გარდა, ოლიმპიური ოქროც აქვს მოპოვებული, გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. რევაზ მინდორაშვილმა 2015 წელს, საკუთარი სახსრებით, ახალი საჭიდაო დარბაზის მშენებლობა დაიწყო. მისი მიზანი იყო, პატარა მოჭიდავეებისთვის შეექმნათ გარემო, სადაც მათ სრულიად უსასყიდლოდ ავარჯიშებდნენ გამოცდილი მწვრთნელები. დარბაზი ლისის ტბაზე, ახალი იპოდრომის ტერიტორიაზე აშენდა. იგი საერთაშორისო მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს.

ახლა კი, როგორც აღმოჩნდა, მერიამ შესაძლოა შენობა დაანგრიოს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად რევაზ მინდორაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

" მეგობრებო!მინდა გითხრათ, რომ ჩემი აშენებული დარბაზი, როგორც ჩანს, ვიღაცას ყელში ფხასავით გაეჩხირა. ყველა საბუთი, რომელიც უნდა არსებობდეს და თან ახლდეს თავის ექსპერტიზის დასკვნებით შენობა-ნაგებობის დასამტკიცებლად მზადაა, მათ შორის საბუთებს თან დავურთე საჯარიმო ქვითარი, რომელიც დარბაზის აშენებისთვის გადამახდევინეს. ყველა საბუთი რამდენიმე თვის წინ მერიაში წარვადგინე. პასუხად მოვიდა ის, რომ ვითომ ამ ადგილზე გზა უნდა გავიდეს, რაც საფიქრებელს ხდის, რომ გეგმაში დარბაზის დანგრევა აქვთ დაგეგმილი. მე ვაპირებ ბრძოლას ბოლომდე, სიცოცხლის ფასადაც კი!"

image
ყველამ კარგად ვიცით, რომ თბილისსა და რეგიონებში ხშირ შემთხვევაში მოუწყობელ და ძველ დარბაზებში უწევთ მოჭიდავეებს ვარჯიში, სადაც ელემენტარული შხაპის მიღების საშუალებაც კი არ აქვთ. წესით სახელმწიფო ხელს უნდა უწყობდეს მსგავსი დარბაზების მშენებლობასა და ახალი თაობის განვითარებას. რეალურად კი პირიქით ხდება. იმედია, მერია კეთილგონიერებას გამოიჩენს და შენობას არ დაანგრევს. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.


0
97
2-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0