x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
"ბიბლუსი" იანვრის თვის ყველაზე კარგად გაყიდვადი წიგნების 10–ეულს აქვეყნებს
image

საქართველოში ყველაზე დიდი წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" მკითხველებში მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში იანვრის თვის ყველაზე მოთხოვნადი წიგნების ათეულს აქვეყნებს. ტოპ ათეულში ის წიგნები მოხვდა, რომლებიც პირველი იანვრიდან 30 იანვრის ჩათვლით ყველაზე მეტი რაოდენობით გაიყიდა "ბიბლუსის" 57 ფილიალში.
აღსანიშნავია, რომ რეიტინგების ტოპ სამეულში ამჯერად ორი უცხოელი, ხოლო ერთი ქართველი მწერლის ნაწარმოები შევიდა. ათეულის საპატიო პირველ ადგილს დებიუტანტი ქართველი მწერალი თათული ღვინიანიძე და მისი რომანი "აღიარება ხელისგულზე" იკავებს. აღნიშნულმა რომანმა რამდენიმე თვის წინ სახალხო კონკურსში "გახდი ბესტსელერის ავტორი" გაიმარჯვა და მკითხველის მხრიდან დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.



მეორე ადგილზე მსოფლიოში აღიარებული თურქი მწერალი ელიფ შაფაქი და მისი ცნობილი რომანი - "სიყვარულის 40 წესი" გავიდა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც აღნიშნული წიგნი ყველაზე გაყიდვად სამეულში ხვდება. მესამე პოზიციას კი ყველასთვის საყვარელი გერმანელი მწერალი ერიხ მარია რემარკი იკავებს წიგნით - "ნასესხები სიცოცხლე".



რაც შეეხება საბავშვო ლიტერატურას, ტოპ ათეულში დიდი წილი კვლავ შემეცნებით წიგნებსა და ზღაპრებზე მოდის.




"ბიბლუსი" ყოველთვიურად შემოგთავაზებათ ტოპ ათეულს მხატვრულ და საბავშვო ლიტერატურაში.



ტოპ 10 მხატვრული ლიტერატურა



  • თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე"
  • ელიფ შაფაქის "სიყვარულის 40 წესი"
  • ერიხ მარია რემარკის "ნასესხები სიცოცხლე"
  • ელიფ შაფაქის "ევას სამი ქალიშვილი"
  • ელიფ შაფაქის „ღირსება“
  • დათო ტურაშვილის „ჯინსების თაობა“
  • რ.ჯ. პალაციოს „საოცრება“
  • ჰარპერ ლის „ნუ მოკლავ ჯაფარას“
  • ჯოან როულინგის "ფილოსოფიური ქვა"
  • ჯოან როულინგის "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი"


  • ტოპ 10 საბავშვო წიგნი

  • ჩემი პირველი კითხვების და პასუხების წიგნი
  • ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური- მწარე სიმართლე"
  • საიდუმლო წიგნაკი გოგონებისთვის
  • პირველი ენციკლოპედია მოსწავლისათვის
  • ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - მკვდარი სეზონი”
  • ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური - როდრიკი უბერავს“
  • ჯეფ კინის "წრიპა ბიჭის დღიური“
  • საბავშვო ენციკლოპედია
  • საყმაწვილო უნივერსალური ენციკლოპედია
  • ჩემი პირველი ბიბლია

  • 0
    85
    9-ს მოსწონს
    ავტორი:intermedia.ge
    intermedia.ge
    Mediator image
    Mediator image
    85
      
    კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
    0 1 0