მსოფლიო ადოლფ ჰიტლერის გამონათქვამები და მოსაზრებები 2018, 5 თებერვალი, 23:20 ადოლფ ჰიტლერი (1989-1945) გახლდათ ერთ-ერთი ადამიანი, რომლის მოღვაწეობამაც გამოიწვია ყველაზე მეტი ადამიანის დაღუპვა. მან გერმანიაში შემოიღო ეუთანაზიის კანონი, რომლის მიხედვითაც ადამიანები, რომელთაც ჰქონდათ თანდაყოლილი ფიზიკური ანომალიები, ნაკლი, ან ფსიქიკური დაავადებები (ე.წ. სულიერად ავადმყოფები) უნდა დახოცილიყვნენ ჰუმანური გზით, უმტკივნეულო და სასიამოვნო ეუთანაზიით. სწორედ ასეთი გზით მისი მმართველობის პერიოდის რაიხში დახოცეს დაახლოებით 190.000-ზე მეტი ადამიანი. მისმა რეპრესიულმა პოლიტიკამ ევროპის მასშტაბით გაანადგურა ებრაელები, პოლონელები, ჰომოსექსუალები, უბრალოდ კრიმინალები და ბოშები. მათმა საერთო რიცხვმა მიაღწია დაახლოებით 7 მილიონს. დიდწილად სწორედ მისმა პოლიტიკურმა და გეოპოლიტიკურმა მოქმედებებმა გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი. 1939 წელს მან და საბჭოეთმა გაიყვეს პოლონეთის ტერიტორია და ქვეყანა ორად გახლიჩეს. ამ უკანონო ქმედებამ გამიწვია მეორე მსოფლიო ომის წამოწყება. ამ ომმა შეიწირა 65 მილიონ ადამიანზე მეტი. რა თქმა უნდა მთელი ეს მსხვერპლი მხოლოდ მის კისერზე არაა და ამაზე ისტორიკოსებმა უნდა იდავონ, მაგრამ ფაქტია რომ ჰიტლერი ანგელოზი ნამდვილად არ ყოფილა და ვინც ასე წარმოაჩენს ცრუობს ან თავს იტყუებს, მაგრამ ყოველ მონეტას ორი მხარე აქვს და არ შეიძლება ისტორია მიკერძოებული იყოს, არამედ ყველაფერი მათემატიკური სიზუსტით უნდა იქნას აღწერილი (უნდა ვეცადოთ მაინც). მან დააყენა ფეხზე წელში გატეხილი გერმანიის ეკონომიკა და 5 წელიწადში მოშიმშილე ქვეყნიდან დედამიწაზე უძლიერესი სახელმწიფო ჩამოაყალიბა, რომლის მსგავსი ძალა არ არსებობდა. ხოლო ხალხის ცხოვრების დონე და კეთილდღეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. წარმოგიდგენთ ადოლფ შიკლგრუბერის რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას და გამონათქვამს: ავტორი: თორნიკე ფხალაძე 3089 3-ს მოსწონს 11-ს არა
|